შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გადაწყვეტილების ტექსტი
101საზ-08 6 ივლისი, 2009 წელი
Q ქ. თბილისიU
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. გ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 11 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 11 ივნისის განაჩენით ზ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა’’ ქვეპუნქტის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე _ 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა; 236-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) პირველი ნაწილის საფუძველზე _ ტუსაღობა 1 (ერთი) თვის ვადით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე _ ტუსაღობა 2 (ორი) თვის ვადით, ხოლო მე-3 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, ზ. გ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით და ტუსაღობა 3 (სამი) თვის ვადით.
ზ. გ-ი სასჯელს იხდის 2003 წლის 15 აგვისტოდან.
იმავე განაჩენით ს. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა’’ ქვეპუნქტის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე _ 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა; 236-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) მე-2 ნაწილის საფუძველზე _ ტუსაღობა 2 (ორი) თვის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპით, ს. გ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
ს. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 15 აგვისტოდან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებების გამო მსჯავრდებული ზ. Gგ-ი თავისი საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ზ. Gგ-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტი (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 15 წლამდე. ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტი (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია) იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა, ხოლო სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. Gგ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია). ამასთან, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს აღნიშნული მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემცირებაზე, ვინაიდან ამ ნაწილში მისთვის დანიშნული სასჯელი ახალი კანონის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებშია განსაზღვრული.
გარდა ამისა, ზ. Gგ-ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) პირველი ნაწილის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ტუსაღობა 1 (ერთი) თვის ვადით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე _ ტუსაღობა 2 (ორი) თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილის კანონით განხორციელებული ცვლილებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან სასჯელის სახე _ ტუსაღობა _ ამოღებულია, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 11 ივნისის განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება ზ. Gგ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) მსჯავრდების საფუძველზე სასჯელის სახით ტუსაღობის დანიშვნის თაობაზე და მას საბოლოო სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით მსჯავრდებულ ს. გ-ის მიმართაც და მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მოტივების გათვალისწინებით, მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია). გარდა ამისა, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 11 ივნისის განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება ს.Gგ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) მსჯავრდების საფუძველზე სასჯელის სახით ტუსაღობის დანიშვნის თაობაზე. ამასთან, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემცირებაზე, ვინაიდან მისთვის დანიშნული სასჯელი ახალი კანონის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებშია განსაზღვრული, ხოლო ტუსაღობა მის მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნის დროს, როგორც აღინიშნა, შთანთქმულ იყო სხვა უფრო მკაცრი სასჯელით.
რაც შეეხება ხაშურის რაიონული სასამართლოს ხსენებული განაჩენით ზ. Gგ-ის მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე, ასევე ს. Gგ-ის მსჯავრდებას მე-200 მუხლის პირველი ნაწილით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია), ამ ნაწილში არ არსებობს ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება და ამიტომ გასაჩივრებული განაჩენი ზ. გ-სა და ს.Gგ-ის მიმართ აღნიშნულ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ. Gგ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 11 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ ზ. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია).
განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება მსჯავრდებულ ზ.Gგ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე სასჯელის სახით ტუსაღობის დანიშვნის თაობაზე და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ს. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია).
განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება მსჯავრდებულ ს. Gგ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე სასჯელის სახით ტუსაღობის დანიშვნის თაობაზე.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულ ს. გ-ის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.