შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
729აპ.-09 ქ. თბილისი
15 მარტი, 2010 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ-ს, მსჯავრდებულ მ. ჯ-ს, მსჯავრდებულ ს. მ-ს, მსჯავრდებულ პ. პ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ს, მსჯავრდებულ პ. პ-ს, მსჯავრდებულ ი. შ-ს, მსჯავრდებულ ი. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ხ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით:
შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
დამტკიცდა 2008 წლის 24 ოქტომბერს განსასჯელ ე. მ-ი დადებული საპროცესო შეთანხმება.
ე. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და, სსკ-ის 55-ე მუხლის შესაბამისად, მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ე. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 19 თებერვლიდან.
მასვე «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
ი. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნტით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. ი. შ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 19 თებერვლიდან.
მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.
მასვე «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
პ. პ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა. პ. პ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 29 მარტიდან.
მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
ს. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. ს. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 19 თებერვლიდან.
მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
მ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. ჯ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 19 თებერვლიდან.
მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
ე. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა. ე. ს-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 19 თებერვლიდან.
მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.
დაზარალებულ ს. ტ-ს სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა. გამოძიების პროცესში ამოღებული მისი კუთვნილი თანხა _ 3400 აშშ დოლარი უნდა დაუბრუნდეს ს. ტ-ს და დარჩენილ ნაწილში მსჯავრდებულებს _ ი. შ-ს, პ. პ-ს, ს. მ-ს, მ. ჯ-ს და ე. ს-ს სოლიდარულად დაეკისრათ ს. ტ-ს სასარგებლოდ 4200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ საერთო წონით 1,86 გრამი, რომელიც ინახება შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოში, გასანადგურებლად უნდა გადაიგზავნოს საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
მ. ჯ-ს ამოღებული „მაკაროვის“ სისტემის იარაღი, ერთი მჭიდითა და რვა ვაზნით, რომლებიც ინახება შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოში, უნდა განადგურდეს დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო მისი „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი თავისი სიმბარათით, რომლის ნომერია 895 292220 უნდა ჩამოერთვას უსასყიდლოდ სახელმწიფოს სასარგებლოდ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ს. მ-ს კუთვნილი ,,მერსედეს-ბენცის» მარკის ავტომანქანა სახ.¹..., ტექნიკური პასპორტი, როგორც განზრახი დანაშაულის ჩადენის საშუალება, უნდა ჩამოერთვას სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ, ხოლო მისგან ამოღებული 10 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა _ 1000 აშშ დოლარი, უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ ს. ტ-ს; რევოლვერის ტიპის ხისტარიანი იარაღი ექვსი ცალი ვაზნით, რომლებიც ინახება შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოში, შემდგომი განკარგვის მიზნით, უნდა გადაეგზავნოს საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის შეიარაღების განყოფილებას, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ი. შ-ს ამოღებული 18 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა _ 1800 აშშ დოლარი უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ ს. ტ-ს, მოყავისფრო ტყავის საფულე, 10 ლარი, ერთი ხუთლარიანი, ორი ორლარიანი და ერთი ერთლარიანი კუპიურები, ასევე „მოტოროლას“ ფირმის ვერცხლისფერი მობილური ტელეფონის აპარატი უნდა ჩამოერთვას უსასყიდლოდ, სახელმწიფოს სასარგებლოდ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ე. ს-ს ამოღებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონის ყუთი და შავი ფერის „სიმენსის“ ფირმის მობილური ტელეფონი უნდა ჩამოერთვას უსასყიდლოდ, სახელმწიფოს სასარგებლოდ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნ. ა-ს საცხოვრებელი სახლიდან და დაზარალებულების, ჯ. ტ-ს კუთვნილი ა/მანქანა „მერსედეს-მლ430“, სახ.¹...-დან ამოღებული თითის კვლები, ცეცხლსასროლი იარაღიდან ამოღებული თითის კვლები, სიგარეტის ნამწვავების სუნის კვლები, ასევე წითელზედაპირიანი საბანი, ვარდისფერი ,,ადიელა», მუთაქა, მეორე საწოლიდან ამოღებული მოყავისფრო ,,ადიელა» თეთრი ზოლებით, ორი ცალი ბალიში თავისივე შალითით და საბანი წითელი ზედაპირით უნდა დარჩეს განაჩენის გასაჩივრების შემთხვევაში მისი განხილვის დასრულებამდე და შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
ინდ. მეწარმე „გ. გ-ს“ სავალუტო პუნქტში მომუშავე ი. ო-ს ამოღებული 400 აშშ დოლარი, 4 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, გადაცემული ს. მ-ს მიერ, როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება, უნდა ჩამოერთვას და დაუბრუნდეს დაზარალებულ ს. ტ-ს.
ეჭვმიტანილების _ ე. ს-ს და ს. მ-ს მიერ მიცემული აღიარებითი ჩვენებების ჩანაწერები, ბრალდებულების _ მ. ჯ-ს და ე. მ-ს მიერ მიცემული აღიარებითი ჩვენებების ჩანაწერები 2 კომპაქტ-ფირფიტასა და 5 ვიდეოკასეტაზე უნდა დარჩეს საქმესთან ერთად, განაჩენის გასაჩივრების შემთხვევაში მისი განხილვის დასრულებამდე და შემდეგ განადგურდეს კანონით გათვალისწინებული წესით.
განაჩენის მიხედვით, ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2008 წლის თებერვლის დასაწყისში ი. შ-მ განიზრახა ანგარების მოტივით, ფულის გამოძალვის მიზნით, რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ მოსკოვში, სამეწარმეო მიზნით მყოფ ს. ტ-საგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის _ 100 000 აშშ დოლარის გამოძალვა მისი შვილის _ ჯ. (ჯ.) ტ-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთის გზით. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა თავის ნაცნობებს: ე. მ-ს, ე. ს.ს, მ. ჯ-ს, პ. პ-სა და ს. მ-ს, ასევე გამოძიებით დაუდგენელ მანდილოსანს, რომელიც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის გატაცებისათვის.
ი. შ-ე შეუთანხმდა მათ, რომ ფულის გამოძალვის მიზნით უკანონოდ აღეკვეთათ თავისუფლება ჯ. ტ-სათვის. შეთანხმებისამებრ, თანამზრახველი მანდილოსანი სატელეფონო კავშირის გამოყენებით უნდა გაცნობოდა ჯ. ტ-ს, მოეპოვებინა მისი ნდობა და დაენიშნა შეხვედრა წინასწარ დათქმულ ადგილას, საიდანაც თანამზრახველებს _ ე. მ-ს, ე. ს-ს, მ. ჯ-სა და პ. პ-ს უშუალოდ უნდა გაეტაცათ ჯ. ტ-ი მისივე ავტომანქანით. შემდგომ ჯ. ტ-ს მამის _ ს. ტ-საგან ფულის გამოძალვის მიზნით, სატელეფონო კავშირის მეშვეობით, სიტყვიერი მუქარა უნდა განეხორციელებინათ მ. ჯ-სა და ე. მ-ს, ხოლო ს. მ-ე ჯგუფის დანარჩენ წევრებს გადაადგილებაში დაეხმარებოდა თავისი კუთვნილი ა/მანქანა ,,მერსედეს-ბენცით» სახ.¹... შეთანხმებისამებრ, ჯ. ტ-ი უნდა მიეყვანათ ცაგერის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, მ. ჯ-ს მიერ წინასწარ შერჩეულ საცხოვრებელ სახლში. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2008 წლის 12, 16 თებერვლის დროის მონაკვეთში, თანამზრახველი მანდილოსანი ტელეფონით დაუკავშირდა ჯ. ტ-ს, გაეცნო „ნ-დ“, შესთავაზა გაცნობა, რაზედაც დაითანხმა იგი. 2008 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 20 საათზე, „ნ.“ ისევ დაუკავშირდა ჯ. ტ-ს და შეუთანხმდა შეხვედრაზე, დაახლოებით ერთ საათში, ქ. ქუთაისში, ... ქუჩაზე მდებარე ... საჯარო სკოლის წინ ჯ. ტ-ი, თავისი ა/მანქანა „მერსედეს-მლ430“, სახ.¹...-ით, 21 საათზე მივიდა დათქმულ ადგილას, სადაც ს. მ-ს ავტომანქანით დახვდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: ე. მ-ი, ე. ს-ე, მ. ჯ-ე, პ. პ-ძე, ი. შ-ე და ს. მ-ე. შეთანხმების შესაბამისად, ისინი ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებითა და მოკვლის მუქარით ჩაუსხდნენ ავტომანქანაში ჯ. ტ-ს, ძალის გამოყენებით გადაათრიეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე და მას გვერდით მიუსხდნენ, მარცხნიდან _ ე. ს-ე, მარჯვნიდან _ პ. პ-ე, საჭესთან დაჯდა მ. ჯ-ე, ხოლო მის გვერდით _ ე. მ-ი. ჩამოაფარეს თავზე ნაქსოვი ქუდი და გაემგზავრნენ ცაგერის რაიონის მიმართულებით. გზაში ჯ. ტ-ი დააკავშირეს მამას _ ს. ტ-ს, რომელმაც შვილის მეშვეობით გაიგო, რომ იგი გატაცებული იყო და მის გამოსახსნელად საჭირო იყო 100 000 აშშ დოლარის გადახდა. დიდთოვლობის გამო მათ ვერ შეძლეს გზის გაგრძელება და, ე. სიმსივის მითითებით, მივიდნენ წყალტუბოს რაიონის სოფელ ... მდებარე ნ. და ვ. ა-ს მიტოვებულ, ერთსართულიან საცხოვრებელ სახლში, სადაც მათ განაგრძეს ჯ. ტ-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა.
ე. მ-ი და მ. ჯ-ე დაეუფლნენ რა ჯ. ტ-ს კუთვნილ „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, 2008 წლის 16-18 თებერვლის დროის მონაკვეთში პერიოდულად უკავშირდებოდნენ ქ. მოსკოვში მყოფ ს. ტ-ს და შვილის მოკვლის მუქარით სთხოვდნენ 100 000 აშშ დოლარის გადახდას. ამასთან, მოსთხოვეს სხვადასხვა პირის დასახელება, რომელთაგანაც ისინი შეარჩევდნენ სანდო შუამავალს. ს. ტ-ს მიერ დასახელებული პიროვნებებიდან ბოროტმოქმედებმა ყურადღება შეაჩერეს მის მეგობარზე, ს. ჩ-ზე, რომელსაც დაუკავშირდა თავად ს. ტ-ი და სთხოვა დახმარება გამტაცებლებისათვის ფულის გადაცემაში. 2008 წლის 18 თებერვალს, სატელეფონო საუბრის დროს, გამტაცებლები შეუთანხდნენ ს. ტ-ს გამოსასყიდი თანხის ოდენობაზე, რამაც საბოლოოდ შეადგინა 70 000 აშშ დოლარი, საიდანაც ს. ტ-ი პირველად 10 000 აშშ დოლარს გადასცემდა, ხოლო თანხის დარჩენილ ნაწილს _ მომდევნო დღეებში.
2008 წლის 17 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით ე. მ-ი და მ. ჯ-ე საღამოს საათებში სისტემატურად მიდიოდნენ წყალტუბოს რაიონის სოფელ ... მდებარე ა-ს მიტოვებულ სახლში, რათა გაეგოთ თავისუფლებააღკვეთილი ჯ. ტ-ს მდგომარეობა და ს. ტ-თან მოლაპარაკების შედეგების შესახებ ეცნობებინათ ე. ს-სა და პ. პ-სათვის. ამ დროის განმავლობაში ისინი წინასწარი შეთანხმების შესაბამისად გადაადგილდებოდნენ ს. მ-ს კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით.
2008 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 22 საათზე, ქ. ქუთაისში ე. მ-მ და მ. ჯ-მ შუამავალ ს. ჩ-ს მეშვეობით მიიღეს ს. ტ-ს გამოგზავნილი 10000 აშშ დოლარი. მანამდე კი ისინი ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდნენ ე. ს-სა და პ. პ-ს და უთხრეს, რომ ჯ. ტ-ი მიეყვანათ ქ. ქუთაისში, ... ქუჩაზე მდებარე სასაფლაოს ტერიტორიაზე. ფულადი თანხის მიღებისთანავე გამტაცებლებმა ჯ. ტ-ი გაათავისუფლეს და ფეხით გაუშვეს.
თანხის აღების შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ ე. მ-ს დის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. ქუთაისში, ..., სადაც ი. შ-მ პირადად გაანაწილა ს. ტ-საგან გამოძალული თანხა _ 10000 აშშ დოლარი, საიდანაც პირადად მას და ასევე ს. მ-ს, მ. ჯ-ს, ე. ს-სა და ე. მ-ს შეხვდათ 1400 აშშ დოლარი, ხოლო პ. პ-ს _ 1600 აშშ დოლარი. თანხის განაწილების შემდეგ ისინი დაიშალნენ.
გატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, მას შემდეგ, რაც გამოირიცხა ჯ. ტ-ს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის საფრთხე, 2008 წლის 19 თებერვალს ქ. ქუთაისში, საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს მუშაკებმა დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: ე. ს-ე, მ. ჯ-ე, ი. შ-ე, ე. მ-ი და ს. მ-ე.
ი. შ-ს საძინებელ ოთახში მისივე კუთვნილი საფულიდან ამოღებულ იქნა თანხა _ 1800 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო პირადი ჩხრეკისას მას აღმოაჩნდა 7 ე.წ. „ჩეკად“ დაფასოებული, კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილი _ წონით 0,616 გრამი, რაც მან უკანონოდ შეიძინა და შეინახა.
ს. მ-ს პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა ს. ტ-საგან მიღებული თანხის ნაწილი _ 1400 აშშ დოლარი და ცეცხლსასროლი იარაღი 6 საბრძოლო ვაზნით, რაც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, შეინახა და ატარა.
ე. ს-საგან პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, წონით 0,6466 გრამი, რაც მან უკანონოდ შეიძინა და შეინახა.
ე. მ-საგან ამოღებული იქნა ს. ტ-საგან მიღებული თანხის ნაწილი _ 1400 აშშ დოლარი და 80 ევრო, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, წონით 0,5974 გრამი, რაც მან უკანონოდ შეიძინა და შეინახა.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულ ე. ს-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. კ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ე. ს-ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო დანარჩენ ნაწილში _ სასჯელის შემსუბუქებას.
კასატორის განმარტებით, განაჩენი სსკ-ის 143-ე და 181-ე მუხლებით გათვალისწინებული სასჯელის ნაწილში არის უკანონო და ზედმეტად მკაცრი, ე. ს-ს მისჯილი აქვს ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის მაქსიმუმი, მაშინ, როცა იგი დაკავებისთანავე აღიარებდა და ინანიებდა ჩადენილ დანაშაულს, თანამშრომლობდა წინასწარ გამოძიებასთან; სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ე. ს-ს ოჯახური მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები.
კასატორის მოსაზრებით, განაჩენი უნდა გაუქმდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილში. ე. ს-ს სამყოფელში ჩატარებული ჩხრეკა სრულებით ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს. მას ნარკოტიკი არ ჰქონია. ჩხრეკის ოქმი დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნეს ცნობილი. სხვა სახის მტკიცებულება მის მიერ სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაზე ბრალდებას არ წარმოუდგენია.
მსჯავრდებული მ. ჯ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას, ხოლო დანარჩენ ნაწილში _ სასჯელის შემსუბუქებას.
მსჯავრდებული ს. მ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს გამართლებას, ვინაიდან მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.
მსჯავრდებულ პ. პ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. დ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს პ. პ-ს გამართლებას, ვინაიდან მას არ ჩაუდენია არანაირი ინკრიმინირებული ქმედება. კასატორის მოსაზრებით, განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; ვერც წინასწარმა და ვერც სასამართლო სამსჯავრო გამოძიებამ ვერ მოიპოვა პირდაპირი და ერთმანეთთან შეჯერებული უტყუარი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ პ. პატარიძემ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულები.
მსჯავრდებული პ. პ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს გამართლებას იმ მოტივით, რომ განჩენი არის უკანონო, არ გამომდინარეობს წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას გამოკვლეულ და განხილულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
მსჯავრდებული ი. შ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს გამართლებას.
მსჯავრდებულ ი. შ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი შ. ხ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ი. შ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას. კასატორის განმარტებით, ი. შ-ს მის მიმართ ინკრიმინირებულ დანაშაულებრივ ქმედებებში ბრალი არ მიუძღვის, იგი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც ოპერატიული, ისე ამავე უწყების საგამოძიებო და საექსპერტო დაწესებულების ექსპერტის უკანონო ქმედებისა და ამასთან, მოწმეების ცრუ ჩვენებების მსხვერპლს, რაც სრულიად დადასტურდა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვისას. გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან როგორც წინასწარი, ისე ორივე ინსტანციის სასამართლო გამოძიება ჩატარდა ცალმხრივად და არასრულად, სასამართლოს არ გამოუთხოვია მტკიცებულებები, არ დაუნიშნავს განმეორებითი ქიმიური ექსპერტიზა, რომელთა გარეშეც შეუძლებელია დასაბუთებული გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა. გასაჩივრებული განაჩენი ი. შ-ს დამნაშავედ ცნობის თაობაზე არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები სრული მოცულობით, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ი. შ-სა და მისი ინტერესების დამცველის საკასაციო საჩივრების მოტივს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ი. შ-ის უდანაშაულობის შესახებ, რადგან გასაჩივრებული განაჩენი ეყრდნობა საქმეში არსებულ არაერთ უტყუარ მტკიცებულებას, მათ შორის: დაკავების ოქმს, მოწმეების _ ზ. ა-ს, ბ. ნ-ს, ზ. კ-სა და სხვათა ჩვენებებს, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელთა შესახებ ამომწურავად იმსჯელა სასამართლომ და ამ ნაწილში ი. შ-ის მიმართ დაადგინა დასაბუთებული განაჩენი.
ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ ი. შ-ს ბრალდება იმ ნაწილში, რომლის მიხედვითაც, მან თითქოს ჩაიდინა სსკ-ის 143-ე და 181-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები, არ არის დადასტურებული და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან; გარდა ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ე. მ-ს ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებისა, საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რაც უტყუარად დაადასტურებდა ი. შ-ს მიერ ზემოაღნიშნულ დანაშაულთა ჩადენას, კერძოდ:
წარდგენილ ბრალდებაში ი. შ-მ თავი არ ცნო დამნაშავედ და საერთოდ უარყო რაიმე დანაშაულებრივი კავშირი დანარჩენ მსჯავრდებულებთან.
საქმის წინასწარი გამოძიებისას, ბრალდებულის სახით დაკითხვისას, ე. მ-მ აჩვენა, რომ 2008 წლის 15 თებერვალს იგი შეხვდა მეგობარ ს. მ-ს და მ. ჯ-ს ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინასთან. მათ შეურთდნენ ნაცნობები _ ე. ს-ე, ი. შ-ე და პ. პ-ე. ისინი საუბრობდნენ სხვადასხვა თემაზე. ცოტა ხნის შემდეგ ყველანი ჩასხდნენ ს. მ-ს ა/მანქანაში, სადაც საუბარი ჩამოვარდა წყალტუბოს რაიონის სოფელ ... მცხოვრები ჯ. ტ-სათვის თანხის გამოძალვის შესახებ, ეს ინიციატივა წამოვიდა ი. შ-საგან.
ბრალდებულ ე. მ-ს ჩვენების საფუძველზე, საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ი. შ-ე არის დანაშაულის ორგანიზატორი, კერძოდ, მან განიზრახა ს. ტ-საგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის გამოძალვა, რისთვისაც ამ დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით გადაწყვიტა ამ უკანასკნელის შვილის _ ჯ. ტ-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა. ვინაიდან განზრახული დანაშაულის განხორციელებისათვის აუცილებელი იყო სხვა პირთა დახმარება, ი. შ-ე დანაშაულებრივად დაუკავშირდა ე. ს-ს, პ. პ-ს, მ. ჯ-ს, ე. მ-სა და გამოძიებით დაუდგენელ მანდილოსანს. მას შემდეგ, რაც გამოძიებით დაუდგენელმა მანდილოსანმა დაითანხმა ჯ. ტ-ი შეხვედრაზე, დათქმულ ადგილას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები _ ე. ს-ე, მ. ჯ-ე, პ. პ-ე და ე. მ-ი მიიყვანეს ი. შ-მ და ს. მ-მ ამ უკანასკნელის კუთვნილი ა/მანქანით. ჯ. ტ-ს ა/მანქანაში ჩაუსხდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მას გვერდით მიუსხდნენ, მარცხნიდან _ ე. ს-ე, მარჯვნიდან _ პ. პ.ე, საჭესთან დაჯდა მ. ჯ-ე, ხოლო მის გვერდით _ ე. მ-ი. ჯ. ტ-ი მიიყვანეს წყალტუბოს რაიონის სოფელ ... მდებარე ნ. და ვ. ა-ს მიტოვებულ ერთსართულიან საცხოვრებელ სახლში. 2008 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 22 საათზე, ქ. ქუთაისში, ე. მ-მ და მ. ჯ-მ შუამავალ ს. ჩ-ს მეშვეობით მიიღეს ს. ტ-ს გამოგზავნილი 10000 აშშ დოლარი. მანამდე კი ისინი ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდნენ ე. ს-სა და პ. პ-ს და უთხრეს, რომ ჯ. ტ-ი მიეყვანათ ქ. ქუთაისში, ... ქუჩაზე მდებარე სასაფლაოს ტერიტორიაზე. ფულადი თანხის მიღებისთანავე გამტაცებლებმა ჯ. ტ-ი გაათავისუფლეს და ფეხით გაუშვეს. თანხის აღების შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ ე. მ-ს დის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. ქუთაისში, ... სადაც ი. შ-მ პირადად გაანაწილა ს. ტ-საგან გამოძალული თანხა _ 10000 აშშ დოლარი, საიდანაც პირადად მას და ასევე ს. მ-ს, მ. ჯ-ს, ე. ს-სა და ე. მ-ს შეხვდათ 1400 აშშ დოლარი, ხოლო პ. პ-ს _ 1600 აშშ დოლარი. თანხის განაწილების შემდეგ ისინი დაიშალნენ.
აღნიშნული საბრალდებო დასკვნიდან არ ჩანს, კონკრეტულად რა როლი შეასრულა და სად იყო ი. შ-ე ჯ. ტ-ს გატაცების მომენტში და გატაცების შემდეგ. მხოლოდ საბრალდებოს დასკვნით, ასევე I-ლი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არის ი. შ-ე ამ დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზატორი, რომელმაც გაანაწილა მითითებული თანხა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ე. მ-მ უარი განაცხადა წინასწარ გამოძიებაში მიცემული სხენებული ჩვენების გამოქვეყნებაზე, რითაც ფაქტობრივად დასტურდებოდა ზემოაღნიშნული გარემოებები და ი. შ-ე აღარ დაასახელა ორგანიზატორად, პირიქით _ მან აჩვენა, რომ ეს დანაშაული დაიგეგმა ა. ფ-ს ,,ორმოცის» სუფრაზე. საქმის ,,მიმცემი» იყო რ. გ-ი, იგივე ,,ხ.», საუბარი ჯ. ტ-ს გატაცებაზე პირველად პ. პ-მ წამოიწყო. ი. შ-ე უშუალოდ დაზარალებულ ჯ. ტ-ს გატაცების დღეს სხვებთან ერთად იმყოფებოდა ... სკოლასთან და მერე ფულის გაყოფისას _ მისი დის ბინაში.
ე. მ-მ აღნიშნული ჩვენების სისწორე დაადასტურა სააპელაციო სასამართლოშიც.
ე. მ-ს წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები ეწინააღმდეგება არა მარტო მის მიერ 1-ლი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლო სხდომებზე მიცემულ ჩვენებებს, არამედ ასევე მსჯავრდებულების _ ს. მ-ს, მ. ჯ-ს, პ. პ-სა და ე. ს-ს მიერ მიცემულ ჩვენებებს, რომლებმაც ასევე უარყვეს თავიანთ ჩვენებებში ი. შ-ს მონაწილეობა ჯ. ტ-ს გატაცებაში.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოებმა უგულებელყვეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნები საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვის თაობაზე ი. შ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე და 181-ე მუხლებით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდებში. აღნიშნულ დანაშაულში ი. შ-ს, როგორც ორგანიზატორის, მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე არ არსებობს. რაც შეეხება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ი. შ-მ გაანაწილა დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხა, გარდა მსჯავრდებულ ე. მ-ს ჩვენებისა, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება. ი. შ-ს მსჯავრდებას საფუძვლად დაედო მხოლოდ ამავე ბრალდების საქმეზე მსჯავრდებულ ე. მ-ს მიერ მიცემული არათანმიმდევრული, წინააღმდეგობრივი, მამხილებელი ჩვენებები, მაშინ, როდესაც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უნდა დაედოს მხოლოდ ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მსჯავრდების ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი არ შეესაბამება სსსკ-ის 496-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებითა და 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ეპიზოდებში ი. შ-ს მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა და, შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამორიცხოს ამ მუხლებით დანიშნული სასჯელები, მითითება დამატებით სასჯელად ჯარიმის დანიშვნისა და ი. შ-ს მიმართ სამოქალაქო სარჩელის ნაწილში თანხის დაკისრების თაობაზე.
მსჯავრდებულ ი. შ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნტით საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
რაც შეეხება მსჯავრდებულ პ. პ-ს მიმართ სსკ-ის 236-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებას, საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორის მოსაზრებას და თვლის, რომ მსჯავრდების ამ ეპიზოდთან დაკავშირებით საქმეში არ არის წარმოდგენილი ბრალეულობის დამადასტურებელი არც ერთი უტყუარი მტკიცებულება, კერძოდ: საქმეში არ მოიპოვება პ. პ-ს პირადი ჩხრეკის, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისა და ამოღების ოქმები, ასევე სხვა რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ჩხრეკის ჩატარებისა და, შესაბამისად, ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის ამოღების ფაქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პ. პ-ს მიმართ სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მსჯავრდების ეპიზოდში უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა და, შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს ამ მუხლით დანიშნული სასჯელები.
მსჯავრდებულ პ. პ-ს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით უნდა მიესაჯოს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა _ 5000 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება მსჯავრდებულებს _ ე. ს-ს, მ. ჯ-ს, ს. მ-ს, საკასაციო პალატა თვლის, რომ მათი ბრალდების საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ მათ ნამდვილად ჩაიდინეს ბრალად შერაცხული ქმედებები. მსჯავრდებულების _ ე. ს-ს, მ. ჯ-სა და ს. მ-ს ბრალეულობა დადასტურებულია ნაწილობრივ აღიარებითი ჩვენებებით, დაზარალებულების _ ჯ. ტ-ს, ს. ტ-ს ჩვენებებით, მოწმეების _ ზ. კ-ს, ვ. მ-ს, შ. კ-ს, ზ. ა-ს, ბ. ნ-ს ჩვენებებით, დაკავებისა და ჩხრეკის ოქმებით, ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმით, ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური, ქიმიური ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით, რომლებიც მოპოვებულია წინასწარი და სასამართლო გამოძიების სტადიაზე საპროცესო ნორმების დაცვით. საქმეში არ არსებობს სხვა ისეთი მტკიცებულებები, რომლებითაც გაბათილდებოდა, ანდა ეჭვქვეშ დადგებოდა მსჯავრდებულების _ ე. ს-ს, მ. ჯ-სა და ს. მ-ს მიმართ განაჩენით შერაცხული ბრალდებები. სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკვალიფიცირა მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ქმედებები და არ არსებობს საფუძველი მათი შეცვლისათვის.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების _ ე. ს-ს, მ. ჯ-სა და ს. მ-ს მიერ ჩადენილი ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდგეო შედეგის მხედველობაში მიღებით, შესაძლებელია მათთვის დანიშნული სასჯელების შემსუბუქება, კერძოდ:
მსჯავრდებულ ს. მ-ს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმსუბუქდეს და მიესაჯოს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით საბოლოოდ მას მოსახდელად უნდა განესაზღვროს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ მ. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით უნდა მიესაჯოს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით საბოლოოდ მას მოსახდელად უნდა განესაზღვროს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ ე. ს-ს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით უნდა მიესაჯოს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით საბოლოოდ მას მოსახდელად უნდა განესაზღვროს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა მსჯავრდებულ ი. შ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“, მესამე ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
მსჯავრდებულ ი. შ-ს გასაჩივრებული განაჩენიდან ამოერიცხოს მითითება დამატებით სასჯელად ჯარიმის _ 4000 (ოთხი ათასი) ლარის დანიშვნის შესახებ.
გაუქმდეს განაჩენი მსჯავრდებულ ი. შ-ს მიმართ სამოქალაქო სარჩელის ნაწილში თანხის დაკისრების თაობაზე.
მსჯავრდებულ ი. შ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნტით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 13 (ცამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა მსჯავრდებულ პ. პ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში.
მსჯავრდებულ პ. პ-ს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით მიესაჯოს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით _ 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ ს. მ-ს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი _ 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმსუბუქდეს და მიესაჯოს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით საბოლოოდ მას მოსახდელად უნდა განესაზღვროს 19 (ცხრამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ მ. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით უნდა მიესაჯოს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით _ 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვროს 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ ე. ს-ს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით მიესაჯოს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით _ 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვროს 21 (ოცდაერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.