საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 02.02.2010
საქმის ნომერი
2კ-746აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.02.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

746აპ-09 2 თებერვალი, 2010წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ დ. ს-ს, მსჯავრდებულ გ. ყ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. შ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ივლისის განაჩენზე.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 მაისის განაჩენით:

გ. ყ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» და მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება, რადგან საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტი მოიცავს მას.

გ. ყ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით _ 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე» ქვეპუნქტით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ», ,,გ» ქვეპუნქტებით _ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლისა და 50-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ყ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 24 ოქტომბრიდან.

დ. კ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» და მესამე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით (2008 წლის 9 მაისის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება, რადგან საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტი მოიცავს მას.

დ. კ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» და მესამე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით (2008 წლის 14 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება, რადგან საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტი მოიცავს მას.

დ. კ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» და მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტებით (2008 წლის 21 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება, რადგან საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტი მოიცავს მას.

დ. კ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით (2008 წლის 26 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება, რადგან საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტი მოიცავს მას.

დ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით (2008 წლის 9 მაისის ეპიზოდი), 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით (2008 წლის 14 სექტემბრის ეპიზოდი), 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით (2008 წლის 21 სექტემბრის ეპიზოდი), 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით (2008 წლის 26 სექტემბრის ეპიზოდი), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე» ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ», ,,გ» ქვეპუნქტებით.

რ. ჩ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, რადგან საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტები მოიცავს მას.

რ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების სასარგებლოდ დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 4000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ივლისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

მსჯავრდებულების _ გ. ყ-ს და დ. კ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა 19,177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტზე.

მსჯავრდებულებს _ გ. ყ-ს და დ. კ-ს მოეხსნათ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ», ,,გ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება და ამ ნაწილში გამართლდნენ.

დ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 19,177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე» ქვეპუნქტით _ სასჯელის დაუნიშნავად.

გ. ყ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» და მეორე ნაწილის ,,ე» ქვეპუნქტებით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 24 მაისიდან.

მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 4000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ დ. ს-ს, მსჯავრდებულ გ. ყ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. შ-ს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ გ. ყ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» და მეორე ნაწილის ,,ე» ქვეპუნქტებით, მსჯავრდებულ რ. ჩ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით, მსჯავრდებულ დ. კ-ს მიმართ 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 19,177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ დ. ს-ს, მსჯავრდებულ გ. ყ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. შ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ივლისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.