დატოვებულია განუხილველად

ადმინისტრაციული 01.05.2015
საქმის ნომერი
ბს-254-250(კ-2კს-15)
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
01.05.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-254-250(კ-2კს-15)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

№821310014510185

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-254-251(კ-2კს-15) 1 მაისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ნ. ხ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 18 თებერვლის საოქმო განჩინებაზე, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ 2015 წლის 8 აპრილის განჩინებაზე, სააპელაციო საჩივრის დაჩქარებული წესით განხილვაზე უარის თქმის შესახებ 2015 წლის 23 იანვრის განჩინებაზე, მცხეთის რაიონული სასამართლოს დუშეთის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 2014 წლის 25 ივნისის გაჩინებისა და 2014 წლის 5 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2015 წლის 21 აპრილს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე №ბს-254-251(კ-2კს-15) ნ. ხ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებაზე და 2015 წლის 1 აპრილის კერძო საჩივრით განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 18 თებერვლის საოქმო განჩინებაზე, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ 2015 წლის 8 აპრილის განჩინებაზე, სააპელაციო საჩივრის დაჩქარებული წესით განხილვაზე უარის თქმის შესახებ 2015 წლის 23 იანვრის განჩინებაზე, მცხეთის რაიონული სასამართლოს დუშეთის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 2014 წლის 25 ივნისის გაჩინებისა და 2014 წლის 5 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებაზე.

2015 წლის 20 აპრილს სასამართლოს მომართა ნ. ხ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა და წარმოადგინა კერძო საჩივარი დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის განჩინებაზე. აღნიშნული კერძო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 მაისის განჩინებით მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ნ. ხ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის 2015 წლის 1 აპრილის კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამდენად, მითითებული ნორმის თანახმად, კერძო საჩივრით შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ის სასამართლო აქტები, რომელთა კერძო საჩივრით გასაჩირების წესიც პირდაპირაა დადგენილი მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.

მოცემულ შემთხვევაში, ნ. ხ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 იანვრის განჩინება - სააპელაციო საჩივრის დაჩქარებული წესით განხილვაზე უარის თქმის შესახებ, 2015 წლის 18 თებერვლის საოქმო განჩინება - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება - მცხეთის რაიონული სასამართლოს დუშეთის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 2014 წლის 25 ივნისის გაჩინებისა და 2014 წლის 5 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, 2015 წლის 8 აპრილის განჩინება - დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრისა და 18 თებერვლის განჩინებებით მხარეს განემარტა, რომ განჩინებები კერძო საჩივრით ცალკე არ საჩივრდებოდა, შესაბამისად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით აღნიშნული განჩინებების კანონიერებაზე მხარეს შეუძლია იდავოს სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების წინააღმდეგ მიმართულ საკასაციო საჩივარში. ამასთან, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობა იმსჯელოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე ნ. ხ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის კერძო საჩივრის საფუძველზე, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლი, რაც მხარის - ნ. ხ-ის მიერ გამოყენებულ იქნა საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით. საგულისხმოა, რომ აღნიშნული საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 მაისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის განჩინებაზე ნ. ხ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, შესაბამისად არ არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ 2015 წლის 8 აპრილის განჩინებაზე ნ. ხ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების შესაძლებლობა.

ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ხ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 18 თებერვლის საოქმო განჩინებაზე, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ 2015 წლის 8 აპრილის განჩინებაზე, სააპელაციო საჩივრის დაჩქარებული წესით განხილვაზე უარის თქმის შესახებ 2015 წლის 23 იანვრის განჩინებაზე, მცხეთის რაიონული სასამართლოს დუშეთის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 2014 წლის 25 ივნისის გაჩინებისა და 2014 წლის 5 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დაუშვებელია, რის გამოც განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 414-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ხ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის 2015 წლის 1 აპრილის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="52YuwvjyxOD9CExhiCx50QGjwBATpnNHQUuloOK8";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize