საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.03.2010
საქმის ნომერი
2კ-111აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.03.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

111აპ.-10 18 მარტი, 2010წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: იური ტყეშელაშვილი

ვასილ როინიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. ჯ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 დეკემბრის განაჩენზე.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 15 ივლისის განაჩენით:

ი. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 22 წელი და ი. გ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან და დაკავების შემთხვევაში შესახლებულ იქნეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 22 წელი და მ. გ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან და დაკავების შემთხვევაში შესახლებულ იქნეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 ივლისის დადგენილებით ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 15 ივლისის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში შევიდა დაზუსტება, კერძოდ:

,,მ. გ-ე დაბადებული ...».

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 დეკემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

მ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

განაჩენიდან ამოირიცხა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილზე, განაჩენთა ერთობლიობაზე და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელზე მითითება.

მსჯავრდებულ მ. გ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა საექსტრადაციო პატიმრობაში ყოფნის დრო _ ... წლის ... ჩათვლით და სასჯელის მოხდა დაეწყო ... წლის ....

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ მ. გ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. ჯ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.