დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 20.06.2017
საქმის ნომერი
ბს-289-287(კ-17)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.06.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-289-287(კ-17)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

საქმე №ბს-289-287(კ-17) 20 ივნისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ვ. ი-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ი-მა 2015 წლის 15 ოქტომბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ მიმართ. მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 14 სექტემბრის N139595 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და 2015 წლის 29 სექტემბრის N36178 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით ვ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის

დეპარტამენტის 2015 წლის 14 სექტემბრის N139595 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 29 სექტემბრის N36178 ბრძანება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ 2015 წლის 14 სექტემბერს საგადასახადო მონიტორნგის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ განხორციელებული გადამოწმების შედეგად გამოირკვა, რომ ფ/პ ვ. ი-ი ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდა გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევით, აღნიშნულ ფაქტზე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის N139595 ოქმი გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევისათვის, რის საფუძველზეც ვ. ი-ს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად საანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსი ადგენს იმ პირთა იდენტიფიცირების შესაძლებოლობას, ვინც ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდეს საგადასახადო კოდექსში გადასახადის გადამხელად. კერძოდ საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი „გარდა იმ პირისა რომლის შემოსავალიც იბეგრება წყაროსთან ან განთავისუფლებულია დაბეგვრისაგან, ვალდებული არის ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართონ საგადასახადო ორგანოს მათთვის საიდანტიფიკაციო ნომრის მინიჭების მიზნით“. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით (სსკ-ის 51-ე მუხლი) საგადასახადო ორგანო ვალდებულია გამოავლინოს ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვას და გადასახადის გადახდას. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდარღვევის ოქმისა და შემოსავლების სამსახურის ბრძანების ბათილად ცნობისათვის საკმარის მტკიცებულებად მიიჩნია ვ. ი-ის სიმამრის, ტ. მ-ის ჩვენება, რომ ვ. ი-ს ამ საქონლის ტრანსპორტირება არ მოუხდენია ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, ამასათან, ვ. ი-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, რომ მისი ძმა, დ. ი-ი ... აშენებს სახლს, სადაც მიჰქონდა მოსარჩელეს ტრანსპორტირებული საქონელი. კასატორი მიიჩნევს, რომ არცერთი ზემოაღნიშნული არგუმენტი არ ადასტურებს, რომ ვ. ი-ის მხრიდან სამეწარმეო საქიანობის განხორციელებას არ ჰქონდა ადგილი. მეტიც შემოსავლების სამსახურმა სასამართლო პროცესზე წარადგინა მთელი რიგი მტკიცებულებები იმის დასადატრურებლად (შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზიდან ამოღებული ინფორმაცია), რომ ვ. ი-ის მხრიდან ხდებოდა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება. კერძოდ, სასაქონლო ზედნადებებში ნაჩვენებია ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების სხვადასხვა ადგილები. მაგ: ქ. თბილისი, ... ; ..., ... ქუჩაც N11ა, ... ქუჩა N4, ... ქუჩა N145, ... ქუჩა, ... ქუჩა N37, .. დასახლება, .. ქუჩა N75, ... ქ. N7, ქ. ..., ქ. ... , ... ქ. N16ა, და ა.შ. ამდენად, ზემოთმოყვანილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ვ. ი-ი ინტენსიურად ახდენდა საქონლის ტრანსპორტირებას სხვადასხვა მიმართულებით, დანიშნულების სხვადასხვა ადგილებისაკენ, რაც გამორიცხავს იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ იგი სამშენებლო მასალის ტრანსპორტირებას ახდენდა პირადი ან ოჯახის წევრების მოხმარებისათვის. სასამართლოს მითითებით, კონკრტული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ვ. ი-ის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი, რადგან არ იკვეთება მოგების, შემოსავლისა და კომპენსაციის მიღების მიზანი. შემოსავლების სამსახურის მოსაზრებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაცია სრულიად საკმარისია ზემოაღნიშულის დასადასტურებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მარტის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე. ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების შეფასებას საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის განმარტებას, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციას სავალდებულო ძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი აპირებს განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა. ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირი წარმოადგენს გადასახადის გადამხდელს, რომელიც უნდა იყოს ასეთად რეგისტრირებული კანონით დადგენილი წესით. საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამდენად, გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევის დადგენისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს შესწავლილ და გამოკვლეულ იქნეს განხორციელებული საქმიანობის მიზანი, კერძოდ, უნდა დადგინდეს, იგი განხორციელებულია თუ არა მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღების მიზნით. მხოლოდ აღნიშნულის დადგენის შემთხვევაში არის უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო, გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევის საფუძველზე, განუსაზღვროს პირს ჯარიმა კანონით დადგენილი ოდენობით.

საქმეში არსებული 2015 წლის 14 სექტემბრის N0195473642 სასაქონლო ზედნადებით დგინდება, რომ ვ. ი-მა შპს „...“ შეისყიდა 10 ცალი ბოჭკოვანი მინა, ფოლგიანი. ტრანსპორტირების დაწყების ადგილად მითითებულია თბილისი, ... ქ. მაღალი ძაბვის გასწვრივ, ხოლო დასრულების ადგილად - ... .

საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ვ. ი-ს ჰყავს ძმა დ. ი-ი. თელავის მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული, ... , ... ქ. N30-ში მდებარე, დ. ი-ის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროექტით, შესაბამისი გენ-გეგმითა და ფოტოსურათებით. მოსარჩელის განმარტებით, სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დროს მას ძმასთან ... მიჰქონდა კონკრეტული საქონელი (10 ცალი ბოჭკოვანი მინა). მოცემული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არ დასტურდება ვ. ი-ის მიერ სასაქონლო ზედნადებში მითითებული საქონლის გამოყენება ეკონომიკური მიზნებისთვის. ვ. ი-ის მიერ საქონლის მისი ძმის სახლის მშენებლობისათვის ტრანსპორტირება მაშინ, როდესაც კონკრეტული მტკიცებულებებით არ დგინდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ეკონომიკურ საქმიანობად.

საკაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერა პირდაპირ ან არაპირდაპირ ცალსახად არ ადასტურებს პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას, რამდენადაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, - იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. მითითებული ნორმა სასაქონლო ზედნადების გამოწერის სავალდებულო ხასიათზე მიუთითებს, როდესაც ტრანსპორტირება ხორციელდება სამეწარმეო საქმიანობის მიზნებისათვის, თუმცა, თუ პირი არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობის მიზნით საქონლის ტრანსპორტირებას, კანონმდებელი არ კრძალავს სასაქოლო ზედნადების გამოწერას. ამასთან, მოცემული ნორმიდან გამომდინარე, სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლება აქვს გამყიდველ პირს როგორც თავისი ინიციატივით, ასევე მყიდველის მოთხოვნის საფუძველზე. ამასთან, სასაქონლო ზედნადების გამოწერის დროს კანონმდებელი გამყიდველს არ ავალდებულებს, შეამოწმოს პირი საქონლის ტრანსპორტირებას ახორციელებს სამეწარმეო მიზნით თუ არა. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებითაც, სასაქონლო ზედნადების გამოწერა ვერ ჩაითვლება იმის დასტურად, რომ პირი სამეწარმეო საქმიანობის მიზნით ახორციელებს საქონლის ტრანსპორტირებას.

კასატორი მიუთითებს სხვადასხვა პერიოდში გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებზე და აღნიშნულის საფუძველზე დადასტურებულად მიაჩნია მოსარჩელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი. რაც არ შეიძლება გაზიარებული იქნეს საკასაციო პალატის მიერ, რამდენადაც, აღნიშნული სასაქონლო ზედნადებები არ გამხდარა სამართალდარღვევის ოქმის გამოცემის საფუძველი. შესაბამისად, ისინი არ წარმოადგენს სამართალდარღვევის გამოვლენის ფაქტობრივ საფუძველს. ხოლო საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და დადგენილი ფაქოტობრივი გარემოებებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით საქონლის ტრანსპორტირება.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="oX6fxwj1cTIc8FmOiSaxk3doaEgXuq4J0gSuQKzA";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize