განსჯადობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');
საქმე N:ბს-499-496(გ-17)
@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}
(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
-->
საქართველოს უზენაესი სასამართლო
მთავარი (current)
სასამართლოს შესახებ
შენობის ისტორია
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
სტატისტიკა
გადაწყვეტილებები
სიახლეები
ანალიტიკა
გამოცემები
უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)
ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"
უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი
სხდომის განრიგი
კონტაქტი
#modalBody{
text-align: justify;
p{
text-align: justify;
}
}
}
A
A
#ბს-499-496(გ-17) 20 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ შპს „…“
მოპასუხე _ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2016 წლის 16 დეკემბერს შპს „…“ საჩივრით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მოწინააღმდეგე მხარის - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
საჩივრის ავტორმა 2016 წლის 17 აგვისტოს #008213, 2016 წლის 14 ნოემბრის #008266 და 2016 წლის 12 ოქტომბრის #008198 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 3 იანვრის განჩინებით შპს „…“ საჩივარი მიჩნეულ იქნა სარჩელად და მიენიჭა შესაბამისი სააღრიცხვო სტატისტიკური ნომერი.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 6 იანვრის განჩინებით შპს „…“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 თავით მოწესრიგებულია სარჩელის განსჯადობასთან დაკავშირებული საკითხები, თუ რომელმა სასამართლომ უნდა განიხილოს სასამართლოსადმი დაქვემდებარებული კონკრეტული საქმე. მითითებული კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს წარმოადგენს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო, რომლის მისამართია - ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზ. #6. ამდენად, მოპასუხის ადგილსამყოფელი განთავსებულია ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ წინამდებარე სარჩელის განხილვაზე უფლებამოსილ, განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შემდეგ აცნობებს მოსარჩელეს.
2017 წლის 10 მარტს შპს „…“ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. კერძოდ, მოსარჩელემ 2016 წლის 17 აგვისტოს #008213 ოქმის, 2016 წლის 14 ნოემბრის #008266 ოქმისა და 2016 წლის 12 ოქტომბრის #008198 ოქმის საფუძველზე დაწყებული აღსრულების: სააღსრულებო საქმე A17019707-ის, სააღსრულებო საქმე A17019704-ის, სააღსრულებო საქმე A16050564-ის შეჩერება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 მარტის განჩინებით შპს „…“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა; მოცემულ საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 2016 წლის 17 აგვისტოს #008213 ოქმის, 2016 წლის 14 ნოემბრის #008266 ოქმის, 2016 წლის 12 ოქტომბრის #008198 ოქმის საფუძველზე დაწყებული აღსრულება, სააღსრულებო საქმე A17019707, სააღსრულებო საქმე A17019704, სააღსრულებო საქმე A16050564.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2017 წლის 6 იანვრის განჩინებას და 2017 წლის 10 მაისის განჩინებით შპს „…“ სარჩელი, მოპასუხე - საჯარო სამართლის იურიდიული პირის სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სურსათის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 17 აგვისტოს #008213, 2016 წლის 14 ნოემბრის #008266 და 2016 წლის 12 ოქტომბრის #008198 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობის თაობაზე, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფლებამოსილმა პირმა ქობულეთში, 2016 წლის 17 აგვისტოს შეადგინა #008213 საჯარიმო ქვითარი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, 2016 წლის 14 ნოემბერს - #008266 საჯარიმო ქვითარი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და 2016 წლის 12 ოქტომბერს - #008198 საჯარიმო ქვითარი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, შპს „…“ მიმართ, „სურსათის/ცხოველის კვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ საქართველოს კანონის 68.1 და 68.2 მუხლების მოთხოვნათა დარღვევის გამო და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 400 (ოთხასი), 400 (ოთხასი) და 1200 (ათას ორასი) ლარის ოდენობით. ოქმებს თან ერთვის შესაბამისობის შეფასების აქტები #02-33/გ, #02-313/ა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობა, ასევე მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობა განისაზღვრება კანონით.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 5.1 მუხლზე, რომლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ საქმეებს, გარდა ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საქმეებისა. ამავე ნორმის მეორე ნაწილის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს ასევე ადმინისტრაციულ საქმეებს იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ და „ბ1“ პუნქტების თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით; ბ1) სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
სასამართლომ მიუთითა „სურსათის/ცხოველის კვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ საქართველოს კანონის 1.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსის მიზანია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა სიჯანსაღის დაცვა, აგრეთვე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. ამავე ნორმის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით ეს კოდექსი არეგულირებს და განსაზღვრავს ამ კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისთვის შესაბამის პასუხისმგებლობას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული კოდექსის 63.1 მუხლის იმპერატიული დანაწესის თანახმად, პირის პასუხისმგებლობა სურსათის/ცხოველის კვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში არსებული მოთხოვნები დარღვევისთვის განისაზღვრება ამ თავითა და საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ამავე კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვასა და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უფლება აქვს სააგენტოს უფლებამოსილ პირს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევაზე სამართალდამრღვევს სააგენტოს უფლებამოსილი პირი გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში 2012 წლის 26 აპრილს განხორციელებული ცვლილებების შედეგად აღნიშნული კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ პუნქტით იმპერატიულად განისაზღვრა, რომ საქმეები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, განიხილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, რამაც გამორიცხა ამ კატეგორიის საქმეთა სხვა სამართალწარმოების წესით განხილვა, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების წესი და ვადა დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე, 272-ე და 273-ე მუხლებით. ამავე საკანონმდებლო აქტის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341-ე მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს რაიონის (ქალაქის) სასამართლოში.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-1599-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.
სასამართლომ მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული საჯარიმო ქვითარი შედგენილია სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირის, ამავე სააგენტოს აჭარის რეგიონალური სამმართველოს მიერ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილია ქობულეთი, ამასთანავე, სადავო საჯარიმო ქვითარი, სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია (გამოცემულია) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას - ქობულეთში. ამრიგად, „სურსათის/ცხოველის კვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 63-ე მუხლის იმპერატიული დანაწესის შესაბამისად, მითითებული კოდექსისა და საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, სარჩელი გასაჩივრებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საჯარიმო ქვითრის ბათილად ცნობის თაობაზე, განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით, მიუხედავად იმისა მოპასუხედ დასახელებული იქნება ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო (სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური სამმართველო), თუ მისთვის ამ უფლებამოსილების მიმნიჭებელი ადმინისტრაციული ორგანო (სურსათის ეროვნული სააგენტო).
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 12 იანვრის #ბს-709-702(გ-16) განჩინებაზე, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით, კონკრეტულ ტერიტორიაზე სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებშიც არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით ტერიტორიული განსჯადობის სპეციალურ წესს ითვალისწინებს - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა (261-ე მუხ.). დავის ტერიტორიული კუთვნილების განსაზღვრისას განსჯადობის სპეციალურ წესს უპირატესობა ენიჭება განსჯადობის ზოგად წესთან მიმართებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული საქმე ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს განსჯადია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ შპს „…“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება არა საგნობრივ, არამედ ტერიტორიულ განსჯადობის საკითხს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებშიც არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან უნდა დადგინდეს სარჩელის წარდგენის მომენტისთვის. ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამდენად, საერთო წესის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო.
განსახილველ შემთხვევაში, შპს „…“ სარჩელი აღძრა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ ქობულეთში შედგენილი 2016 წლის 17 აგვისტოს #008213, 2016 წლის 14 ნოემბრის #008266 და 2016 წლის 12 ოქტომბრის #008198 საჯარიმო ქვითრების/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობის მოთხოვნით. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ მოსარჩელე დაჯარიმდა 400 (ოთხასი), 400 (ოთხასი) და 1200 (ათას ორასი) ლარის ოდენობით სურსათის/ცხოველის კვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 68.1 და 68.2 მუხლების მოთხოვნათა დარღვევის გამო.
სურსათის უვნებლობის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება ხდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით (1.1 მუხ.), რომლის 63.1 მუხლის მიხედვით, პირის პასუხისმგებლობა სურსათის უვნებლობის დაცვის სფეროში არსებული მოთხოვნების დარღვევისათვის განისაზღვრება ამ კოდექსით და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. განსახილველ შემთხვევაში სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი არ ადგენს განსჯადობის სპეციალურ წესს კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან მიმართებით. ამდენად, გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული რეგულაციები, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (261-ე მუხ.). განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლში ჩამოთვლილი გამონაკლისის არსებობა არ დასტურდება, ამასთანავე, საქმის მასალებით უდავოდ დგინდება, რომ შესაძლო სამართალდარღვევა ჩადენილ იქნა ქობულეთში, შესაბამისად, დავა ტერიტორიულად ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ქვემდებარეა.
მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს სპეციალურ მოწესრიგებას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით ტერიტორიული განსჯადობის სპეციალურ წესს ითვალისწინებს: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა (261-ე მუხ.). დავის ტერიტორიული კუთვნილების განსაზღვრისას განსჯადობის სპეციალურ წესს უპირატესობა ენიჭება განსჯადობის ზოგად წესთან მიმართებით.
სასამართლოებს შორის განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ხელს უწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობას და ოპერატიულობას, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა დივერსიფიკაციას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარ განაწილებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „…“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 390-ე და 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „…“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი
+(995 32) 299 01 64
info@supremecourt.ge
facebook.com/SupremeCourtOfGeorgia
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
გადაწყვეტილებები
სტატისტიკა
შენობის ისტორია
სიახლეები
ანალიტიკა
ბიბლიოთეკა
სხდომის განრიგი
კონტაქტი
© 2022 Copyright:
supremecourt.ge
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})
var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length
');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="m3ehUxC3KzbmhspYiQkYexQw0C3GBeN4rOIHgisU";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})
$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i
დახურვა
function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize