საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის შესახებ
439აპ-10 30 ივნისი, 2010 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. გ-ს, მსჯავრდებულ თ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-სა და მსჯავრდებულ ბ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჯ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 9 მარტის განაჩენზე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 ნოემბრის განაჩენით:
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ. მ-სა და განსასჯელ ჯ. მ-ს, მის კანონიერ წარმომადგენელ ნ. მ-სა და ადვოკატ ნ. ბ-ს შორის.
ჯ. მ-ე. - დაზარალებულ ე. ბ-ის ბინის ქურდობის ეპიზოდში ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» და «გ» პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ამავე კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
ჯ. მ-ე დაზარალებულ ი. ს-ს ბინის ქურდობის ეპიზოდში ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» და «გ» პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ამავე კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
ჯ. მ-ე დაზარალებულ ი. ღ-ს ბინის ქურდობის ეპიზოდში ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» და «გ» პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ამავე კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
ჯ. მ-ე დაზარალებულ ლ. მ-ს ბინის ქურდობის ეპიზოდში ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» და «გ» პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ამავე კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;
ჯ. მ-ე დაზარალებულ ი. მ-ს ბინის ქურდობის ეპიზოდში ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის «გ» პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ამავე კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ ჯ. მ-ს ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5(ხუთი) წელი;
იმავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება ბ. მ-სა და პროკურორს შორის. ბ. მ-ი დაზარალებულ ე. ბ-ს ბინის ქურდობის ეპიზოდში ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» და «გ» პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით;
ბ. მ-ი დაზარალებულ ი. ს-ს ბინის ქურდობის ეპიზოდში ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» და «გ» პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) თვის ვადით;
ბ. მ-ი დაზარალებულ ი. ღ-ს ბინის ქურდობის ეპიზოდში ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» და «გ» პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) თვის ვადით;
ბ. მ-ი დაზარალებულ ლ. ბ-ს ბინის ქურდობის ეპიზოდში ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» და «გ» პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით;
ბ. მ-ი დაზარალებულ ი. მ-ს ბინის ქურდობის ეპიზოდში ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» და «გ» პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით;
ბ. მ-ი დაზარალებულ ლ. მ-ს ბინის ქურდობის ეპიზოდში ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» და «გ» პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.
ბ. მ-ი დაზარალებულ ნ. კ-ს ბინის ქურდობის ეპიზოდში ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» და «გ» პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ ბ. მ-ს ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლითა და 8 (რვა) თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი;
იმავე განაჩენით ბ. ა-ი დაზარალებულ ე. ბ-ს ბინის ქურდობის ეპიზოდში ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» და «გ» პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;
ბ. ა-ი დაზარალებულ ი. ს-ს ბინის ქურდობის ეპიზოდში ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» და «გ» პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;
ბ. ა-ი დაზარალებულ ლ. ბ-ს ბინის ქურდობის ეპიზოდში ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» და «გ» პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;
ბ. ა-ი დაზარალებულ ი. მ-ს ბინის ქურდობის ეპიზოდში ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» და «გ» პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და ბ. ა-ს საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12(თორმეტი) წლის ვადით; მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 25 თებერვლიდან.
იმავე განაჩენით გ. ს-ი დაზარალებულ ნ. კ-ს ბინის ქურდობის ეპიზოდში ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» და «გ» პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;
გ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ გ. ს-ს ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით; მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 27 მარტიდან.
იმავე განაჩენით თ. ქ-ი დაზარალებულ ე. ბ-ს ბინის ქურდობის ეპიზოდში ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» და «გ» პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
თ. ქ-ი დაზარალებულ ი. ს-ს ბინის ქურდობის ეპიზოდში ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» და «გ» პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით;
თ. ქ-ი დაზარალებულ ლ. ბ-ს ბინის ქურდობის ეპიზოდში ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» და «გ» პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
თ. ქ-ი დაზარალებულ ნ. კ-ს ბინის ქურდობის ეპიზოდში ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» და «გ» პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ თ. ქ-ს ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით; მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 24 მარტიდან.
დაზარალებულ ი. მ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეებს – ბ. მ-სა და ბ. ა-ს მოსარჩელე ი. მ-ს სასარგებლოდ დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება - 84 (ოთხმოცდაოთხი) ლარისა და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით;
დაზარალებულ ლ. მ-ს სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად და მოპასუხეებს – ბ. მ-სა და ჯ. მ-ს მოსარჩელე ლ. მ-ს სასარგებლოდ დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება - 98 (ოთხმოცდათვრამეტი) ლარის ოდენობით;
დაზარალებულ ნ. კ-ს სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეებს – ბ. მ-ს, თ. ქ-სა და გ. ს-ს მოსარჩელე ნ. კ-ს სასარგებლოდ დაეკისრათ მიყენებული ზიანის ანაზღაურება - 3454 (სამი ათას ოთხას ორმოცდათოთხმეტი) ლარის ოდენობით;
დაზარალებულ ლ. ბ-ს სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად და მოპასუხეებს – თ. ქ-ს, ბ. ა-სა და ბ. მ-ს მოსარჩელე ლ. ბ-ს სასარგებლოდ დაეკისრათ მიყენებული ზიანის ანაზღაურება - 440 (ოთხას ორმოცი) ლარის ოდენობით;
დაზარალებულ ე. ბ-ს სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად და მოპასუხეებს – ბ. მ-ს, თ. ქ-ს, ბ. ა-სა და ჯ. მ-ს მოსარჩელე ე. ბ-ს სასარგებლოდ დაეკისრათ მიყენებული ზიანის ანაზღაურება - 335 (სამას ოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით;
დაზარალებულ ი. ღ-ს სამოქალაქო სარჩელი დარჩა განუხილველი;
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» და «გ» პუნქტებით, სსკ-ის 375-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. გ-ს, მსჯავრდებულ თ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-სა და მსჯავრდებულ ბ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჯ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 9 მარტის განაჩენზეარ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.