დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');
საქმე N:ბს-792-788(კ-17)
@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}
(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
-->
საქართველოს უზენაესი სასამართლო
მთავარი (current)
სასამართლოს შესახებ
შენობის ისტორია
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
სტატისტიკა
გადაწყვეტილებები
სიახლეები
ანალიტიკა
გამოცემები
უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)
ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"
უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი
სხდომის განრიგი
კონტაქტი
#modalBody{
text-align: justify;
p{
text-align: justify;
}
}
}
A
A
საქმე #080310116001347301
#ბს-792-788(კ-17) 30 ნოემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 3 მაისს სსიპ შემოსავლების სამსახურმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - ი/მ ლ. ბ-ის, ი/მ ა. ფ-ის, ზ. ფ-ის, შპს „ლ...“ და შპს „ბ...“ მიმართ.
მოსარჩელემ ი/მ ლ. ბ-ის, ი/მ ა. ფ-ის, ზ. ფ-ის, შპს „ლ...“ და შპს „ბ...“ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების შესაბამისად, ი/მ ლ. ბ-ის (პ/ნ ...), ი/მ ა. ფ-ის (პ/ნ ...), ზ. ფ-ის (პ/ნ ...), შპს „ლ...“ (ს/ნ ...) და შპს „ბ...“ (ს/ნ ...) საკუთრებაში არსებულ მოძრავ და უძრავ ქონებებზე, მათ შორის შემდეგ უძრავ ქონებებზე: 1. ბაღდათი, ... ქ. #..., 1 სართული - უძრავი ქონება საკადასტრო კოდი #...; 2. ბაღდათი, ... ქ. #..., ბინა ... - უძრავი ქონება საკადასტრო კოდი #...; 3. ბაღდათი, ... ქ. #..., ბინა ... - უძრავი ქონება საკადასტრო კოდი #...; 4. ბაღდათი, ... ქ. #..., ბინა ... - უძრავი ქონება საკადასტრო კოდი #...; 5. ბაღდათი, ... ქ. #... - უძრავი ქონება საკადასტრო კოდი #...; 6. ბაღდათი, სოფელი ... - უძრავი ქონება საკადასტრო კოდი #...; 7. ჭიათურა, ... ქ. #..., ბ.... - უძრავი ქონება საკადასტრო კოდი #.... 8. თბილისი, ... #..., ბინა #39 - უძრავი ქონება საკადასტრო კოდი #.... 9. თბილისი, ... ქ. კორპუსი ..., ბინა 32 - უძრავი ქონება საკადასტრო კოდი #.... 10. ქ. ქუთაისში, ... ქ.#18 - უძრავი ქონება - საკადასტრო კოდი #..., ყადაღის დადების თაობაზე იშუამდგომლა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა ი/მ ლ. ბ-ის, ი/მ ა. ფ-ის, ზ. ფ-ის, შპს „ლ...“ და შპს „ბ...“ მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ დაკმაყოფილდა; სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა ზ. ფ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ზ. ფ-ის (პ/ნ ...) სახელზე რიცხულ უძრავ ნივთებს მდებარე: ქ. ბაღდათი, ... ქ. #..., 1 სართული, საკადასტრო კოდი #..., ფართი 186 კვ. მეტრი; ბაღდათი, ... ქ. #..., საკადასტრო კოდი #..., დაზუსტებული ფართობი 647 კვ. მეტრი; ბაღდათი, სოფელი ..., საკადასტრო კოდი #..., დაზუსტებული ფართობი 3008 კვ. მეტრი; ჭიათურა, ... ქ. #..., ბინა ..., საკადასტრო კოდი #..., ფართი 50,30 კვ. მეტრი; ქ. ქუთაისი, ... ქ. #..., საკადასტრო კოდი #..., სახლის გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართით 127.91. კვ. მეტრი; სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა - ყადაღა დაედოს ზ. ფ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ. ბაღდათი ... ქუჩა #..., ბინა ... (ს/კ...); ბაღდათი ... ქუჩა #..., ბინა ... (ს/კოდი...); ბაღდათი ... ქუჩა #..., ბინა ... (ს/კოდი...); ქ. თბილისი, ... #..., ბინა 39 (საკადასტრო კოდი #...); ქ. თბილისი ... ქ. #25/32 (საკადასტრო კოდი #...) არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დადასტურებულად იქნა ცნობილი, რომ ი/მ ლ. ბ-ი, ზ. ფ-ი, შპს „ლ...“ და შპს „ბ...“ წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც ყადაღა დაედო ზ. ფ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ნივთებს მდებარე: ა) ქ. ბაღდათი, ... ქ. #..., ... სართული, საკადასტრო კოდი #..., ფართი 186 კვ. მეტრი; ბ) ბაღდათი, ... ქ. #..., საკადასტრო კოდი #..., დაზუსტებული ფართობი 647 კვ. მეტრი; გ) ჭიათურა, ... ქ. #..., ბინა ..., საკადასტრო კოდი #..., ფართი 50,30 კვ. მეტრი; ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაზე კერძო საჩივარი წარადგინა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივნისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო და კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. ამასთან, არასწორად იქნა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მათ. გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
კასატორი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველ ნაწილსა და ამავე კოდექსის მე-19 მუხლზე.
კასატორი აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების ჯაჭვი ქმნის იმის საფუძველს, რომ ი/მ ლ. ბ-ის (ს/ნ...) მიერ როგორც ზ. ფ-ი (პ/ნ...), შპს „ლ...“ (ს/ნ...) და შპს „ბ...“ (ს/ნ...), ასევე შპს „ბ...“ (ს/ნ...) ერთადერთი დამფუძნებელი და დირექტორი, ი/მ ლ. ბ-ის მეუღლე ა. ფ-ი, რომელიც ასევე რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით, მათ გააჩნდათ საერთო მიზანი - გაერიდებინათ ქონება საწარმოდან, რადგან არ მომხდარიყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება ი/მ ლ. ბ-ის ქონებაზე.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, ასევე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე წარდგენილი კერძო საჩივრის არ დაკმაყოფილების ნაწილშიც. კასატორი მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ი/მ ლ. ბ-ის, ი/მ ა. ფ-ის, ზ. ფ-ის, შპს „ლ...“ და შპს „ბ...“ მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად შეუძლებელი ხდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება. საწარმოს ბიუჯეტის სასარგებლოდ კი ერიცხება საკმაოდ დიდი ოდენობის დავალიანება, კერძოდ 118 387,29 ლარი.
კასატორი მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მიღებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის უგულებელყოფით, რომელიც ითვალისწინებს მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რაც სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით მისი გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი შეიცავს ცრუმაგიერი მფლობელობის დეფინიციას, რომლის მიხედვით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ #ბს-103-96(კ-13) ადმინისტრაციულ საქმეზე გაკეთებულ განმარტებებზე და აღნიშნავს, საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულება ბიუჯეტის წინაშე გააჩნია ი/მ ლ. ბ-ს, ხოლო საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომ ი/მ ლ. ბ-ი საგადასახადო ვალდებულებისაგან თავის არიდების მიზნით რაიმე კავშირში შევიდა ი/მ ა. ფ-თან, ანუ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად არ დასტურდება, რომ ი/მ ა. ფ-ი გამოყენებულ იქნა ი/მ ლ. ბ-ის მიერ საგადასახადო ვალდებულებისაგან თავის არიდების მიზნით, რის გამოც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ ამ ნაწილში არ არსებობდა სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი
+(995 32) 299 01 64
info@supremecourt.ge
facebook.com/SupremeCourtOfGeorgia
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
გადაწყვეტილებები
სტატისტიკა
შენობის ისტორია
სიახლეები
ანალიტიკა
ბიბლიოთეკა
სხდომის განრიგი
კონტაქტი
© 2022 Copyright:
supremecourt.ge
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})
var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length
');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="G0IXIspx0D2B1a8kS9ViEY1Fp3lsTIxHVbjVWTlw";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})
$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i
დახურვა
function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize