საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის შესახებ
503აპ-10 1 ივლისი, 2010 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჩ-ს და მსჯავრდებულ ი. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის განაჩენზე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 მაისის განაჩენით:
შ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით;
სსკ-ის მე-19 მუხლითა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,გ» ქვეპუნქტით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით;
სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით;
სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, შ. შ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 43 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 30 წლის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 25 დღის ვადით და საბოლოოდ შ. შ-ს შეეფარდა 33 წლითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 1 სექტემბრიდან.
ი. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლისა და 6 თვის ვადით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 1 სექტემბრიდან.
გ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და შეეფარდა:
საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით;
სსკ-ის 273-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც ,,ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ გ. მ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 3000 ლარის ოდენობით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 1 სექტემბრიდან.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის განაჩენით ცვლილება იქნა შეტანილი მსჯავრდებულ გ. მ-ს მიმართ, კერძოდ: იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით;
სსკ-ის 273-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც ,,ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ასევე გაუნახევრდა ,,ამნისტიის შესახებ» 2009 წლის 20 ნოემბრის კანონის საფუძველზე და განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და გ. მ-ს საბოლოოდ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 9 თვის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 3000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, სსკ-ის მე-19 მუხლითა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,გ» ქვეპუნქტით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით, სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ შ. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჩ-ს და მსჯავრდებულ ი. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ