საკასაციო საჩივარი

ადმინისტრაციული 14.12.2017
საქმის ნომერი
ბს-626-622(კ-17)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.12.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-626-622(კ-17)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

ბს-626-622(კ-17) 14 დეკემბერი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2016წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ზ-ემ 11.03.2016წ. სარჩელით მიმართა ხულოს მაგისტრატ სასამართლოს მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილებისა და მესამე პირის - ზ. გ-ის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა იურიდიული ფაქტის დადგენა იმის შესახებ, რომ ნ. ზ-ის საპენსიო საქმეში არსებული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს თავმჯდომარის - ზ. გ-ის მიერ 06.03.2002წ. გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპეტიზის ბიუროს შემოწმების N22613 ამონაწერი და სამედიცინო დასკვნა გაცემული ნ. შ-ის სახელზე ნამდვილად ეკუთვნის ნ. ზ-ეს. ამასთანავე, მოპასუხისათვის ნ. ზ-ისათვის შეწყვეტილი პენსიის - 70 ლარის 2015 წლის აგვისტოდან გაცემის გაგრძელების დავალება.

ხულოს მაგისტრატი სასამართლოს 30.05.2016წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

ხულოს მაგისტრატი სასამართლოს 15.08.2016წ. გადაწყვეტილებით ნ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონულ განყოფილებას დაევალა ნ. ზ-ისათვის სოციალური პაკეტით გათვალისწინებული თანხის გაცემის განახლება მისი შეწყვეტის დღიდან - 2015 წლის აგვისტოდან, მოპასუხეს ნ. ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 25 ლარის ანაზღაურება, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონულმა განყოფილებამ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2016წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხულოს მაგისტრატი სასამართლოს 15.08.2016წ. გადაწყვეტილება, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების მიერ საკასაციო წესით გასაჩივრდა.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ ნ. ზ-ე სარჩელით ითხოვდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენასა და მოპასუხისათვის პენსიის თანხის გაცემის გაგრძელების დავალებას. ხულოს მაგისტრატმა სასამართლომ 15.08.2016წ. გადაწყვეტილებაში იმსჯელა სამედიცინო სოციალური ექსპეტიზის ბიუროს შემოწმების ამონაწერის მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულის თაობაზე არ მიუთითებია, რის გამოც შეუძლებელია ნ. ზ-ეს ზემოხსენებული დოკუმენტის საფუძველზე კვლავ გაუგრძელდეს პენსიის გაცემა. სოციალური პაკეტის დანიშვნის საფუძველს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა. შესაბამისად, თუ სასამართლოს მიერ არ დადგინა სამედიცინო სოციალური ექსპეტზის ბიუროს შემოწმების ამონაწერის ნ. ზ-ისათვის კუთვნილების ფაქტი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ იარსებებს მისთვის პენსიის გაგრძელების საფუძველი.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ განსახილველი დავა წარმოადგენს სოციალური დაცვის საკითხს, რაზეც ბაჟი არ გადაიხდება სასკ-ის 9.1 მუხლის თანახმად. ამასთანავე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, როგორც ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. ამდენად, უკანონოა სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის ბაჟის გადახდის დაკისრების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილებისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად, დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხულოს მაგისტრატი სასამართლოს 15.08.2016წ. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ 06.09.2002წ. სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმება ნამდვილად ნ. ზ-ემ გაიარა და დაუდგინდა ინვალიდობის სტატუსი. შესაბამისად, სამედიცინო სოციალური ექსპეტზის ბიუროს შემოწმების ამონაწერში შეცდომით მიეთითა გვარი „შ-ე“. ამდენად, სასამართლომ იმსჯელა სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით და დადგენილად მიიჩნია სადავო ამონაწერის ნ. ზ-ისადმი კუთვნილების ფაქტი. ის გარემოება, რომ აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილების სარეზოლიციო ნაწილში მითითებული არ არის, შეიძლება გამხდარიყო მასში შესწორების შეტანის და არა მისი გაუქმების საფუძველი.

ამასთანავე, საკასაციო საჩივარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილებისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში დაშვებულ უნდა იქნეს განსახილველად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილებისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი, ხოლო დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციაური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილებისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში დასაშვებად იქნეს ცნობილი, დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="MhzRjNSKrQiNiG6EgxPlsUFb30BwrA2HXgDp4D1j";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize