დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 19.09.2017
საქმის ნომერი
ბს-458-455(კ-17)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.09.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-458-455(კ-17)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

საქმე №ბს-458-455(კ-17) 19 სექტემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - ლ. კ-ა, გ. გ-ა

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

მესამე პირი - აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტების გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. კ-ამ და გ. გ-ამ 2015 წლის 27 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრეს მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 24 მარტის №487 და №486 ბრძანებების ბათილად ცნობა ლ. კ-ასა და გ. გ-ასათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ აგრეთვე მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დავალებოდა გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეებისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივნისის განჩინებით, საქმეში მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ჩაბმულ იქნა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების - ლ. კ-ასა და გ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 24 მარტის №486 ბრძანება ლ. კ-ასათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ, მისი ბათილად ცნობის დღიდან; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 24 მარტის №487 ბრძანება გ. გ-ასათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ, მისი ბათილად ცნობის დღიდან; მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ლ. კ-ასთვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე; მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე გ. გ-ასათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე. აღნიშული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. კ-ას და გ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. კ-ამ და გ. გ-ამ. კასატორებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ლ. კ-ა და გ. გ-ა საკასაციო საჩივარში უთითებენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვით უდავოდ დადგინდა, რომ ისინი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები არიან. კერძოდ, ლ. კ-ას მუდმივ საცხოვრებელ ადგილს სოფელი ... წარმოდგენდა.

კასატორი ლ. კ-ას განმარტებით დაიბადა და ცხოვრობდა გულრიფშის რაიონ სოფელ ..., დაამთავრა ... საშუალო სკოლა, შემდეგ ჩაირიცხა აფხაზეთის გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1981 წელს და ამავე წელს იქორწინა წალენჯიხაში მცხოვრებ ა. გ-აზე. იგი მიუთითებს, რომ გათხოვებიდან 4 წლის მანძილზე არ შეეძინათ შვილი, აგრეთვე ჰქონდა კონფლიქტური ურთიერთობა მის მეუღლესთან, რადგან მოსარჩელე ვერ ეგუებოდა წალენჯიხაში ცხოვრებას, მით უმეტეს, რომ ა. გ-ას არ ჰქონდა საკუთარი საცხოვრებელი სახლი წალენხიჯაში. კასატორი მიუთითებს, რომ ამის გამო იგი ცხოვრებას განაგრძობდა სოფელ ... საკუთარ მშობლებთან და მუშაობდა ... სასოფლო კლუბში, ასევე მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

კასატორი მიუთითებს, რომ დროებით პირველი შვილის შეძენის პერიოდში გადავიდა წალენხიჯაში საცხოვრებლად და მეორე შვილის დაბადებამდე ცხოვრობდა მეუღლის ოჯახში. კასატორი აღნიშნავს, რომ 1989 წელს მეუღლესთან ერთად მთელი დანაზოგით სოხუმში ... ქ N123-ში შეიძინეს საცხოვრებელი სახლი, თუმცა ამ უკანასკნელის რეგისტრაცია განახორციელეს ა. გ-ას ძმის ტ. გ-ს სახელზე.

ლ. კ-ა მიუთითებს, რომ დაძაბული მდგომარეობის გამო მასთან სასწრაფოდ ჩავიდა მისი მეუღლე და სოხუმის დაცემამდე 7-8 თვით ადრე ნათესავების ბავშვებთან ერთად შვილები წაიყვანა წალენჯიხაში. ხოლო თვითონ (კასატორი) დარჩა სოფელ ..., თუმცა ხშირად ჩადიოდა წალენჯიხაში შვილების მოსანახულებლად და შემდგომ უკან ბრუნდებოდა ისევ მშობლებთან.

კასატორი აღნიშნავს, რომ 10 ოქტომბერს უღელტეხილის გავლით მშობლებთან ერთად ჩავიდა ჩხოროწყუში, სადაც სხვა დევნილებთან ერთად კომპაქტურად ჩასახლდა ჩხოროწყუს მუზეუმის შენობაში. 1997 წლიდან კი შვილებთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად თბილისში.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო შეუსაბამოდ მიიჩნევს იმას, რომ სამინისტროში გამოკითხვის დროს ლ. კ-ამ მიუთითა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვების შესახებ, რამეთუ მან გულრიფში დატოვა 1993 წლის 4 აგვისტოს, როცა მატარებლით წამოვიდა ზუგდიდში, ხოლო აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში ჩატარებული გასაუბრების დროს მან განმარტა, რომ აფხაზეთი დატოვა 1993 წლის 27 სექტემბერს უღელტეხილის გავლით.

ლ. კ-ა აღნიშნავს, რომ 1997 წლის 27 სექტემბერს შვილებთან ერთად არ დაუტოვებია აფხაზეთი, მან მშობლებთან ერთად დატოვა აფხაზეთი. თუმცა მას 27 სექტემბრამდე 2-ჯერ მოუწია აფხაზეთის დატოვება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მაისის განჩინებით ლ. კ-ას და გ. გ-ას საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. კ-ას და გ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ლ. კ-ასა და გ. გ-ას მინიჭებული ჰქონდათ დევნილის სტატუსი და მით სახელზე გაცემული იყო იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის N 307 ბრძანების შესაბამისად, სამინისტრომ 2013 წლის 01 აგვისტოდან დაიწყო დევნილთა 2013 წლის სავალდებულო რეგისტრაცია (ახალი ნიმუშების მოწმობების გაცემა). მოსარჩელეებმა მიმართეს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე კომისიას რეგისტრაციის გავლის მიზნით. მოსარჩელე ლ. კ-ამ კომისიას მიაწოდა ინფორმაცია, რომ იგი დაიბადა 1958 წელს გულრიფშში. დაამთავრა სოფელ ... საშუალო სკოლა, ხოლო უმაღლესი განათლება მიიღო ქ. სოხუმში. 1981 წელს დაქორწინდა ა. გ-აზე, რომელიც იყო წალენჯიხიდან. მოსარჩელის განცხადებით, ის გულრიფშში ცხოვრობდა მამასთან - ბ. კ-ასთან, დედასთან - ლ. მ-ასთან და დებთან ერთად, ხოლო 1984-1989 წლებში მუშაობდა ... რაიონის საშუალოს სკოლაში მასწავლებლად. მისი შვილები დაიბადნენ წალენჯიხაში - 1985 და 1989 წლებში. ლ. კ-ას განცხადებით, ის შვილების წალენჯიხაში სწავლისა და ცხოვრების დროს ... ცხოვრობდა და ხშირად დადიოდა წალენჯიხაში. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დატოვა 1993 წლის 04 აგვისტოს.

გ. გ-ამ გასაუბრების დროს აღნიშნა, რომ დაიბადა ....1989 წელს წალენჯიხაში. სწავლა დაიწყო წალენჯიხაში და დაამთავრა ქ. თბილისში. 2000 წელს დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი ქ. ზუგდიდში. 2011 წელს დაქორწინდა წალენჯიხაში და ამჟამად ცხოვრობს მეუღლესა და შვილთან ერთად ქ. თბილისში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 24 მარტის №486 და №487 ბრძანებებით, მოსარჩელეებს ჩამოერთვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. აღნიშნულ გადაწყვეტილებებს საფუძვლად დაედო ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 25 თებერვლის №01-01/06-2079 მოხსენებითი ბარათი.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებას და მიუთითებს, რომ „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად − დევნილად (შემდგომ − დევნილი) ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, ან ამ კანონის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა დევნილის სტატუსის დადგენის წინამძღვრები, რომ დევნილის სტატუსის დადგენისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის ფაქტს, რამდენადაც პირი იძულებული უნდა იყოს დატოვოს სწორედ ის ადგილი, სადაც ის მუდმივად ცხოვრობდა. აგრეთვე მართებულად განიმარტა პირის განსაზღვრულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი, რომ იგი გამოხატული უნდა იყოს აღნიშულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც უნდა დადასტურდეს სხვადასხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ

,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო;

საკასაციო პალატა მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებზე, რომ საქმეში დაცული მასალები ქმნიდა მოსარჩელეთათვის სტატუსის გაუქმების საკმარის საფუძველს. მოსარჩელე ლ. კ-ა დაიბადა 1958 წელს, გულრიფშში. დაამთავრა სოფელ ... საშუალო სკოლა, ხოლო უმაღლესი განათლება მიიღო ქ. სოხუმში. 1981 წელს დაქორწინდა ა. გ-აზე, რომელიც იყო წალენჯიხიდან. მოსარჩელის განმარტებით, იგი გულრიფშში ცხოვრობდა მამასთან - ბ. კ-ასთან, დედასთან - ლ. მ-ასთან და დებთან ერთად, ხოლო 1984-1989 წლებში მუშაობდა წალენჯიხის რაიონის საშუალოს სკოლაში მასწავლებლად. მისი შვილები დაიბადნენ წალენჯიხაში - 1985 და 1989 წლებში. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დატოვა 1993 წლის 04 აგვისტოს და ამჟამად ცხოვრობს წალენჯიხაში, შვილებთან ერთად.

საკასაციო პალატა მიუთითებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებზე, რომ მოსარჩელის მიერ დაფიქსირებული იყო ისეთი განსხვავებული გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მოსარჩელეები 1993 წლამდე მუდმივად ცხოვრობდნენ აფხაზეთში; კერძოდ, სამინისტროს გასაუბრებისას ლ. კ-ამ განაცხადა, რომ 1981 წელს გათხოვდა წალენჯიხის მაცხოვრებელზე - ა. გ-აზე. შვილები დაიბადნენ წალენჯიხაში 1985 წელსა და 1989 წელს. 1984 წლიდან 1989 წლამდე მუშაობდა წალენჯიხის სკოლაში მასწავლებლად. ასევე, მისი უფროსი ვაჟი 1991 წელს შევიდა წალენჯიხის საშუალო სკოლაში, ოკუპირებული ტერიტორია დატოვა 1993 წლის 4 აგვისტოს, ხოლო აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში ჩატარებული გასაუბრების დროს მან განმარტა, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ოჯახთან ერთად დატოვა 1993 წლის 27 სექტემბერს და სვანეთის უღელტეხილის გავლით ჩამოვიდა უსაფრთხო ტერიტორიაზე; ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სამინისტროში ჩატარებული გასაუბრების დროს კითხვაზე, როდის დატოვა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი მოსარჩელემ, მიუთითა 1993 წლის 4 აგვისტო, როდესაც მატარებლით წამოვიდა ქ. ზუგდიდში, ხოლო აფხაზეთის წარმომადგენლობაში გამოკითხვის დროს აფხაზეთის დატოვების თარიღად დააფიქსირა 1993 წლის 27 სექტემბერი, სვანეთის უღელტეხილის გავლით უსაფრთხო ტერიტორიაზე ჩამოსვლა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის რაიონის სოფელ ... 1993 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამადასტურებლად რაიმე სახის დოკუმენტის წარდგენის ალბათობა დაბალია, რამდენადაც საყოველთაოდ ცნობილია, თუ რა მოვლენები განვითარდა 1992-1993 წლებში აფხაზეთში და რა პირობებში მოუწია მოსახლეობას მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან იძულებით გადაადგილება, თუმცა იმ პირის ჩვენებები ფაქტებთან დაკავშირებით, რომლის მონაწილე უშუალოდ თავად არის, უნდა იყოს სარწმუნო, დამაჯერებელი და ლოგიკურ თანხვედრაში მყოფი საყოველთაოდ ცნობილ გარემოებებთან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ისევე, როგორც სააპელაციო პალატამ მართებულად არ გაიზიარა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2014 წლის 17 ნოემბრის წერილში მითითებული გარემოება, რომ ლ. კ-ა და გ. გ-ა 1993 წლამდე მუდმივად ცხოვრობდნენ სოფელ ..., რამდენადაც ერთადერთ უტყუარ მტკიცებულებას არ წარმოადგენს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ გაცემული ცნობა, არამედ მასში მოყვანილი გარემოებები შეფასებული და შეჯერებული უნდა იქნეს სხვა მტკიცებულებებში მოყვანილ გარემოებებთან, უპირველესად კი დევნილის სტატუსის მაძიებელი პირის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ასახულ გარემოებებთან.

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სადავო პერიოდში ლ. კ-ა აფხაზეთში შრომით საქმიანობას არ ეწეოდა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ უტყუარად არ დგინდება აფხაზეთში უძრავი ქონების ფლობის ფაქტი, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედება ისევე, როგორც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოცემულ შემთხვევაში კანონშესაბამისი და მართებულია.

შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. კ-ას და გ. გ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ

იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="9LLemeXl3wOhNQeoe12PIvyVWqlQN82k98OMVb00";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize