განსჯადობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');
საქმე N:ბს-716-712(გ-17)
@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}
(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
-->
საქართველოს უზენაესი სასამართლო
მთავარი (current)
სასამართლოს შესახებ
შენობის ისტორია
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
სტატისტიკა
გადაწყვეტილებები
სიახლეები
ანალიტიკა
გამოცემები
უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)
ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"
უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი
სხდომის განრიგი
კონტაქტი
#modalBody{
text-align: justify;
p{
text-align: justify;
}
}
}
A
A
Nბს-716-712(გ-17) 08 თებერვალი, 2018 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე–3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოქალაქე მ. ნ-ის სარჩელთან დაკავშირებული დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსა და მცხეთის რაიონულ სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ნ-ემ 10.08.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართ და მოითხოვა საკუთრების რეგისტრაციის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.06.2017წ. №... გადაწყვეტილების და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს 14.07.2017წ. №... გაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 31.08.2016წ. მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. მცხეთაში, ... მდებარე მიწის ფართზე, სხვა დოკუმენტებთან ერთად წარდგენილ იქნა საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს 23.11.2016წ. №... გადაწყვეტილებით საქმე გადაეგზავნა თბილისის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიას, რომლის 02.12.2016წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეს საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე ეთქვა უარი, ვინაიდან მიწის ფართზე არ იყო განთავსებული რაიმე შენობა-ნაგებობა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 13.12.2016წ. №... გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. მცხეთაში ... მდებარე მიწის ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე იმავე მიზეზით, რადგან მიწაზე არ იყო განთავსებული რაიმე შენობა-ნაგებობა. მოსარჩელემ 02.06.2017წ. კვლავ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, რომელზეც 07.06.2017წ. №... გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ახლად გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმნეტაციის არარსებობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული საჩივრით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგნეტოში. ადმინისტრაციულ საჩივარში მოსარჩელე მოითხოვდა არა საკუთრების აღიარებას, არამედ საკუთრების უფლების რეგისტრაციას, ვინაიდან საკუთრების უფლება დადგენილი იყო იმ დროისათვის. სააგენტოს 14.07.2017წ. №... გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.08.2017წ. განჩინებით მ. ნ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მიუხედავად ალტერნატიული განსჯადობისა, კონკრეტული დავის თავისებურება მოქმედებს განსჯადობის საკითხის გადაწყვეტაზე და მხოლოდ მოსარჩელის ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული. ვინაიდან სადავო უძრავი ნივთი, რომლის სამართლებრივ მდგომარეობასაც ეხება დავა მდებარეობს ქ. მცხეთის ტერიტორიაზე, დავა უნდა გადაწყვიტოს განსჯადმა სასამართლომ ნივთის მდებარეობის მიხედვით. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, „საერთო სასამართლოების შესახებ’’ სქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლზე, სასკ-ის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, სსკ-ის მე-18, 284-ე, 285-ე 414-ე მუხლებზე და მ. ნ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 21.08.2017წ. განჩინებით მ. ნ-ის სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 42.2 მუხლზე, სასკ-ის 1.2 მუხლზე, სასკ-ის 26.1მუხლზე, 26.3 მუხლზე, სსსკ-ის მე-15 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედების კანონიერება, რა დროსაც საერთო განსჯადობის წესების საფუძველზე სარჩელი უნდა წარედგინოს, განიხილოს და გადაწყვიტოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით განსჯადმა სასამართლომ. იქედან გამომდინარე, რომ მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ადგილსამყოფელია ქ.თბილისი, მოცემულ საქმეზე ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.05.2016წ. №134 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ 31-ე მუხლის თანახმად ფილიალის ძირითადი ფუნქციებიდან ერთ-ერთია „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-8.1 მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძვლის - განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღება და სააგენტოს მიერ მომზადებული დოკუმენტების გაცემა მის სამოქმედო ტერიოტორიაზე. ასევე ფილიალის უფლებამოსილებაა შესაბამის საქმეებზე სასამართლოში წარმომადგენლობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, განსჯადობის შესახებ დავებზე საკასაციო სასამართლოს მიერ ამ დრომდე მიღებული განჩინებებით დადგენილი პრაქტიკის შეუცვლელად მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ აღძრულ სარჩელებზე გამოყენებული უნდა იქნეს სსსკ-ის მე-15 მუხლთან ერთად, ამავე კოდექსის მე-16.1 და მე-16.3 და მე-18 მუხლით გათვალისწინებული ნივთობრივი განსჯადობის წესები, აღნიშნული ნორმების თანახმად: სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამასთან, სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, სასამართლოს წარედგინება მხოლოდ ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის 26.12.2006წ. „ქ. თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ“ დადგენილების საფუძველზე მცხეთის რაიონის ... თემის საკრებულო- ... და ... დასახლება გადაეცა ქალაქ თბილისს, შესაბამისად სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. თბილისის საზღვრებში, მოცემული სარჩელი, სადავო უძრავი ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვითაც, განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე მცხეთის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებებს და თვლის, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება არა საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხს. სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე უძრავ ქონებასთან ან სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს ეს უძრავი ქონება ან არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან უნდა დადგინდეს სარჩელის წარდგენის მომენტისთვის. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.06.2017წ. №..., 14.07.2017წ. №... გადაწყვეტილებებს და მოითხოვს საკუთრების რეგისტრაციის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას, ამდენად, დგინდება, რომ სადავო აქტების ბათილად ცნობით მოსარჩელეს სურს მიეცეს თავის სახელზე მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში აღრიცხვის შესაძლებლობა. სარჩელის მიზანს შეადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს მიერ მიწის ნაკვეთის მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოცემა. მოსარჩელეს სურს ხელსაყრელი მდგომარეობის მიღწევა აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებით (მიკუთვნებითი სარჩელი(სასკ-ის 23-ე მუხლი)). მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტაციის შესახებ აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი ორგანო - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოა, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს უშუალოდ, ტერიტორიული სამსახურების ან ავტორიზებული პირების მეშვეობით („საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხ.), სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებია რეგიონალური ოფისი და ფილიალი (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.05.2016წ. N134 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ 6.2 მუხ.), რომლებიც თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ნორმატიულად განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ასრულებენ სააგენტოს ფუნქციებს (დებულების 30.1, 31.1 მუხ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის შიდა ორგანიზაცია ხასიათდება მის სტრუქტურებს შორის მყარი ურთიერთკავშირით, რომელიც ქმნის სტრუქტურის ერთიანობას. საჯარო რეესტრის ორგანიზაციული სტრუქტურის ცალკეულ ერთეულებად დაყოფა, დიფერენციაცია ტერიტორიულ ორგანოებზე განპირობებულია მომსახურების ხელმისაწვდომობის, რაციონალური დატვირთვის, საქმიანობის ეფექტურობისა და სხვა მოსაზრებებით. ამდენად, წარდგენილ განაცხადზე სარეგისტრაციო წარმოების ჩატარებას და შემდგომში აქტის გამოცემას ახდენს არა უშუალოდ სააგენტო, არამედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, სწორედ ტერიტორიულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევა, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე დათვალიერება, მეზობელთა გამოკითხვა და სხვ.. ამდენად, ზოგადი წესის თანახმად, დავის განსჯადობის საკითხი არ წყდება სააგენტოს ადგილმდებარეობის მიხედვით, თუმცა განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის გამომცემ ორგანოს წარმოადგენს ქ. თბილისში მდებარე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არ მოქმედებს ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით, სააგენტო ქ. თბილისის ტერიტორიაზე თავად ახორციელებს თავის ფუნქციებს, რეგიონალური ოფისების და ფილიალების ჩარევის გარეშე, აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.05.2016წ. N134 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ 6.2 მუხლი, რომელიც სააგნეტოს ტერიტორიულ სამხასახურებს შორის არ ასახელებს ქ. თბილისში სააგენტოს უფლებამოსილებების განმახორციელებელ სპეციალურ ტერიტორიულ ორგანოს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოებს შორის განსჯადობის წესების მიხედვით დავების განაწილება ემსახურება მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის, პროცესის ეკონომიურობის და ოპერატიულობის, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების უზრუნველყოფას, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს აგრეთვე საჯარო მმართველობის განხორციელების ფორმა, პრინციპები, ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტორიული დაყოფის მიზნები, კონკრეტული დავის თავისებურებები. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამდენად, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო. ამ პრინციპიდან განდგომა გამონაკლისის წესით, სასამართლოებს შორის თანაზომიერი დატვირთვის მოსაზრებიდან და საჯარო რეესტრის ორგანიზაციული მოწყობიდან გამომდინარე, დაშვებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მის სისტემაში შემავალი რეგიონალური ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე, რომელთა მიმართ გამოიყენება ნივთობრივი განსჯადობის წესები, სსკ-ის 18.1 მუხლის შესაბამისად, საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთს, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, სარჩელის მიზნის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში განსჯადი სასამართლო განისაზღვრება სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. „თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.08.2007წ. №1/150-2007 გადაწყვეტილების 30.2 მუხლის მიხედვით, მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განსაზღვრულია თვითმმართველი ქალაქის - მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით, 20.2 მუხლის თანახმად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს დედაქალაქის - თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით. „ქ. თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 26.12.2006წ. №4173 დადგენილების საფუძველზე მცხეთის რაიონის ... თემის საკრებულო - ... და ... დასახლება გადაეცა ქალაქ თბილისს, განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ სადავო უძრავი ნივთი მდებარეობს ქ.თბილისში. მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი აქტის გამომცემ ორგანოს წარმოადგენს არა სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, არამედ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეული, რომლის გადაწყვეტილებაზე (N...(07.06.2017წ.)) შეტანილი საჩივარი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განიხილა (N... (14.07.14წ.)). ამდენად, სადავო აქტების გამომცემი ორგანოა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში და ამ ტერიტორიაზე თავად ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს რეგიონალური ოფისების და ფილიალების დახმარების გარეშე. ამდენად, როგორც უძრავი ნივთის ასევე მოპასუხის ადგილმდებარეობა მოცულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიით, რის გამოც დავა ტერიტორიულად სწორედ მისი ქვემდებარეა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. ნ-ის სარჩელი არსებითი განხილვისათვის უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 2.1, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ნ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე,მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ.როინიშვილი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი
+(995 32) 299 01 64
info@supremecourt.ge
facebook.com/SupremeCourtOfGeorgia
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
გადაწყვეტილებები
სტატისტიკა
შენობის ისტორია
სიახლეები
ანალიტიკა
ბიბლიოთეკა
სხდომის განრიგი
კონტაქტი
© 2022 Copyright:
supremecourt.ge
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})
var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length
');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="FUrRK5atTvLTEl0oVr37tpk6dp9MsIaubDfK8uI6";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})
$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i
დახურვა
function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize