დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 08.02.2018
საქმის ნომერი
ბს-423-420(კ-17)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-423-420(კ-17)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

საქმე # 080310015001177676

ბს-423-420 (კ-17) 08 თებერვალი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ა. და ზ. ფ-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2016წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. და ზ. ფ-ებმა სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ბაღდათის სარეგისტრაციო სამსახურის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის, გ. შ-ის, მესამე პირების მ. თ-ის და დ. გ-ის მიმართ, ბაღდათის სარეგისტრაციო სამსახურის 31.05.2010წ. №..., 31.05.2010წ. №..., 22.07.2010წ. №..., 24.12.2012წ. №... გადაწყვეტილებების და 17.03.1997წ. №410 მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 27.05.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ა. და ზ. ფ-ს თანაბარწილად დაეკისრათ მესამე პირის დ. გ-ის სასარგებლოდ მის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. და ზ. ფ-ებმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2016წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. და ზ. ფ-ებმა.

კასატორები მიიჩნევენ, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მათ მიერ წარდგენილი 23.08.2010წ. №აა2010014136-03 საარქივო ცნობა, რომლის თანახმად 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გ. შ-ი არ ფლობდა სადავო მიწის ნაკვეთს, არ იყო რეგისტრირებული კომლად. აღნიშნულის გამო 17.03.1997წ. №410 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ბაღდათის მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი არ იყო საკუთრებაში გადაეცა გ. შ-ისათვის სადავო მიწის ნაკვეთი. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 18.01.1992 წ. №48 და 06.02.1992წ. №128 დადგენილებების თანახმად საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გადაცემა შესაძლებელი იყო 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით. მოწინააღმდეგე მხარე ვალდებული იყო მიღება-ჩაბარების აქტის გარდა რაიმე სხვა დოკუმენტი წარედგინა სასამართლოსათვის, რომელიც გ. შ-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელობას დაადასტურებდა. სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ ო. თ-ზე 20კვ.მ. მიწის რეგისტრაციის დროს უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულ სანოტარო აქტში (ნასყიდობის ხელშეკრულება) მონაცემები არის შეცვლილი, რაც დასტურდება მხარის მიერ წარმოდგენილი და სანოტარო ბიუროდან მიღებული სანოტარო აქტის შედარების შედეგად. აღნიშნული ცვლილება ადასტურებს სანოტარო აქტის სიყალბეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. და ზ. ფ-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

არასწორია საკასაციო საჩივარში მითითებული მოსაზრება სანოტარო აქტის სიყალბის გამო მ. თ-ის სახელზე არსებული რეგისტრაციის უსწორობის თაობაზე. საქმეზე არ წარმოდგენილა მითითებული დოკუმენტის სიყალბის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება. პირიქით, თავად კასატორების მიერ იქნა წარმოდგენილი ქუთაისის რაიონული პროკურატურის 20.03.2017წ. №13/29-18047 წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიება შეწყდა 02.05.2013წ. სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ მხარის მოსაზრება დოკუმენტის სიყალბის შესახებ ვერ გახდება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

საქმეში დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ბაღდათის არქივის 27.07.2010წ. გაცემული №AA2010012197-03 საარქივო ცნობა, რომლის თანახმად არქივში დაცული მაიაკოვსკის სადაბო საბჭოს 1964-1966წ.წ. საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით აწ. გარდაცვლილი მოქ. გ. ი. ძე შ-ი, მითითებულ წლებში, საკუთრებაში ფლობდა მიწის ნაკვეთს. კასატორის მიერ მითითებული საარქივო ცნობის შენიშვნაში აღნიშნულია, რომ მაიაკოვსკის სადაბო საბჭოდან 1967-1970, 1974-1976წ.წ. საკომლო წიგნები ბაღდათის ადგილობრივ არქივში დაცვაზე შეტანილი არ ყოფილა, რაც ადასტურებს, რომ ცნობა არ მოიცავს სრულ ინფორმაციას კომლების თაობაზე.

არასწორია კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გარდა 17.03.1997წ. გაცემული №410 მიღება-ჩაბარების აქტისა, მოწინააღმდეგე მხარე ვალდებული იყო სასამართლოსთვის დამატებით წარედგინა გ. შ-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი რაიმე სხვა დოკუმენტი. „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 28.06.1993წ. №503 დადგენილების შესაბამისად მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენდა მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო აქტის გაცემის ერთადერთ საფუძველს. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქისათვის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 16.05.99წ. №327 ბრძანებულება ადგენდა, რომ მიწის მიღება-ჩაბარების აქტი საკმარისი იყო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობდა მიღება-ჩაბარების აქტის გარდა სხვა რაიმე დოკუმენტის წარდგინის ვალდებულება სასამართლოსათვის, რომელიც გ. შ-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელობას დაადასტურებდა. ამასთანავე, სარჩელის აღძვრის დროისთვის მიწის ნაკვეთი გასული იყო გ. შ-ის საკუთრებიდან, ის საკუთრებაში გადაეცა ს. გ-ეს, შემდეგ კი დ. გ-ეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა. და ზ. ფ-ების საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. და ზ. ფ-ების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2016წ. განჩინება;

3. ა. ფ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 03.04.2017წ. N12948974 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="0EZzx9hPNZ3bJaE2iadnpC9SJ2WAr551VE7zalfG";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize