დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 12.12.2017
საქმის ნომერი
ბს-757-753(კ-17)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.12.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-757-753(კ-17)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

საქმე Nბს-757-753(კ-17) 12 დეკემბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ა. ა-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოპასუხე)

მესამე პირი - ნ. ჟ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა. ა-ემ 2014 წლის 8 სექტემბერს სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე - სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 2014 წლის 9 სექტემბრის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის № 1/450 ბრძანების ნაწილობრივ, სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფიზიკის მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის, ნ. ჟ-ის დანიშვნის შესახებ ბათილად ცნობა, 2014 წლის 9 სექტემბრის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი N25-ის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, კერძოდ, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგის (აკადემიურ თანამდებობაზე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფიზიკის მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის ნ. ჟ-ის დანიშვნის ნაწილში) დამტკიცების შესახებ და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის უნივერსიტეტისათვის დავალება - გამოაცხადოს ხელახალი კონკურსი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფიზიკის მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის საშტატო ერთეულის ვაკანტურ თანამდებობაზე;

თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა ნ. ჟ-ე.

თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, იმ საფუძვლით, რომ ადგილი არ ჰქონდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომაზე 30.05.2014 წელს ოქმი N15-ით დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესახებ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ნ. ჟ-ემ ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ კონკურსზე ნაცვლად 53 ქულისა, მიიღო 91 ქულა, გარკვეული სახის ცდომილება დაადასტურა სასამართლომ თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ა. ა-ის საკონკურსო ქულა შეადგენდა 45 ერთეულს, სასამართლომ მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ კანონიერად იქნა მიჩნეული სადავო გადაწყვეტილებები, სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა კონკურსის გამოცხადების შესახებ, მოპასუხისთვის აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივნისის განჩინებით ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-ემ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით კონკურსის ჩატარებისას დადგინდა მნიშვნელოვანი დარღვევების არსებობა, თუმცა, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ არასრულად დაადგინა კონკურსის ჩატარებისას გამოვლენილი დარღვევები, კერძოდ, მთელი რიგი დარღვევების არსებობა საერთოდ არ დაადგინა. ხოლო სასამართლოს მიერვე დადგენილად ცნობილ დარღვევებს არასწორი შეფასება მისცა როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. თუნდაც მხოლოდ იმ დარღვევებს, რომლებიც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, უნდა გამოეწვია გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, კერძოდ: ერთი მხრივ, კონკურსში მონაწილე პირის (მესამე პირის) მხრიდან საკონკურსო კომისიისათვის არასწორი, რიგ შემთხვევებში გაყალბებული კონკურსის პირობებთან შეუსაბამო დოკუმენტების წარდგენას, შესაბამისი სამართლებრივი შედეგი და რეაგირება უნდა მოჰყოლოდა მოპასუხის მხრიდან (რაც არ მოხდა და რამაც კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არსებული სახით გამოცემა განაპირობა), ხოლო მეორე მხრივ, მოპასუხის მხრიდან კონკურსში მონაწილე მესამე პირის მიერ დაშვებული დარღვევების იგნორირება და ამ დარღვევათა მიუხედავად, არათუ ამ პირის კონკურსიდან მოხსნა, არამედ მისი გამარჯვებულად გამოცხადება და ამის დასტურად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ეს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები კანონის მნიშვნელოვანი დარღვევით გამოცემულად და, მაშასადამე, ბათილად ყოფილიყო ცნობილი. ამის მიუხედავად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მის მიერ დადგენილი დარღვევები არა კონკურსანტის კონკურსიდან მოხსნის, არამედ მხოლოდ მის მიერ მიღებული ქულების შემცირების საფუძვლად განიხილა, რამაც სასამართლოს მხრიდან მეტად მნიშვნელოვანი დარღვევების უგულვებელყოფასთან ერთად, საბოლოოდ არასწორი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანა განაპირობა.

კასატორი განმარტავს, რომ 2014 წლის 8 სექტემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა აკადემიური პერსონალის თანამდებობის დასაკავებელი კონკურსი. ა. ა-ემ მონაწილეობა მიიღო კონკურსში ასისტენტ - პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად ფიზიკის მიმართულებით. ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ“ დებულებით ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და უნივერსიტეტის წესდების საფუძველზე დადგენილია აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების წესი და პირობები. კერძოდ, კომისიის ყველა კონკურსანტს ართმევს ხელწერილს, სადაც აღინიშნება, რომ იგი გაეცნო აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს და აღიარებს მათ. დებულების მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს კონკურსანტის კომპეტენტურობის დასადგენად განსაზღვრული სავალდებულო მოთხოვნები და ასევე, დამატებით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების შესახებ და ასევე ჩამოთვლილია დოკუმენტების ნუსხა, რომელიც შესაბამისობაშია დებულების დანართი I შეფასების კრიტერიუმებთან. პირველ ეტაპზე კომისიის მიერ ხორციელდება კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა. დარგობრივი კომისია უფლებამოსილია გამოავლინოს დარღვევები და მოახდინოს სათანადო რეაგირება და დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასწორი მონაცემების ან/და გაყალბების ნიშნების აღმოჩენისას, ან არაეთიკური ქმედების რაიმე სახით გამოვლენის შემთხვევაში კონკურსანტი იხსნება კონკურსიდან, განსახილველ შემთხვევაში კი დაირღვა აღნიშნული მუხლის მოთხოვნები, კერძოდ 9 სექტემბერს გამოცხადებული შედეგებით ა. ა-ის საკონკურსო ქულა აღმოჩნდა 45, ხოლო კონკურსანტ ნ. ჟ-ის - 91. ნ. ჟ-ის საკონკურსო ბარათის 13 პუნქტიდან 2 პუნქტია სწორად შეფასებული, ხოლო დანარჩენი კი არასწორად, რაც სასამართლოს მიერ იქნა დადასტურებული და ნ. ჟ-ის მიერ მიღებული ქულები შემცირდა 38 ქულით. კონკურსი ჩატარდა მიკერძოებულად, წინასწარ განზრახული გაყალბებით. ობიექტური შეფასებით ა. ა-ის ჯამური ქულა ნ. ჟ-ის მიერ მიღებულ ქულაზე მეტი აღმოჩნდებოდა და კონკურსის შედეგები შეიცვლებოდა.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ არც პირველი და არც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ შეფასდა საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებები; სააპელაციო პალატამ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების ნაწილში მიუთითა სამართლებრივ ნორმებზე, რომ სასამართლო ვერ ჩაერევა კანდიდატის შერჩევის პროცესში მინიჭებული დისკრეციის ნაწილში.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა საქართველოს კანონი ,,დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“, კერძოდ კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ გრიფის მინიჭების სავალდებულოობა ვრცელდება ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო სახელმძღვანელოებზე, რომელშიც ნ. ჟ-ის მიერ გამოყენებული სადავო სახელმძღვანელოები მოაზრებული ვერ იქნება. კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო პალატას საერთოდ არ უმსჯელია კანონის ზოგადი დებულების მნიშვნელოვან პრინციპებზე, მათ შორის, კანონის გამოყენების, თუ მოქმედების სფერო რატომ არ ვრცელდება სახელმძღვანელოებზე, რაც წარმოდგენილ დავაშია გამოყენებული. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ დასაბუთებულად უნდა მიუთითოს რომელი კანონის ნორმის დაცვით გამოიცა ნ. ჟ-ის მიერ საკონკურსოდ გამოყენებული სახელმძღვანელოები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ა. ა-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკონკურსო კომისიის შექმნისა და კონკურსის შედეგების შეფასების კრიტერიუმების ნორმატიულ დონეზე გაწერილი სავალდებულოობა ემსახურება ერთადერთ მიზანს, სამართლიანი კონკურენციის პირობებში მოხდეს ერთ-ერთი კანდიდატის დანარჩენებისაგან გამორჩევა, რა დროსაც საკონკურსო კომისია სარგებლობს ფართო დისკრეციით და სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს, არის თუ არა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაში, შეამოწმოს, რამდენად დასაბუთებულია ამ უფლებამოსილების გამოყენება, ხომ არ არის დარღვეული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი. კომისიის თითოეული წევრის შეფასება კონკურსანტთან მიმართებაში, პროფესიული გამოცდილების, კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობის მიხედვით, მათი სხვა აქტივობების, მიღწევების, დამსახურებისა და რეპუტაციის გათვალისწინებით, განეკუთვნება მხოლოდ კომისიის დისკრეციას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. ამავე კანონის 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. კონკურსის ჩატარების წესი კი, განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომაზე 30.05.2014 წელს ოქმი N15-ით დამტკიცებულ იქნა აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესახებ დებულება, რომელიც ადგენს აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს, ამავე დებულების დანართი N1-ის საფუძველზე განისაზღვრა პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში კონკურსანტის შეფასების კრიტერიუმი. აღნიშნული საფუძველზე შედგა ასისტენტ-პროფესორის საკონკურსო ბარათი. ხსენებული დოკუმენტების საფუძველზე კონკურსანტები ვალდებულნი იყვნენ წარედგინათ გარკვეული სახის დოკუმენტაცია კომპეტენტურობის დასადასტურებლად. წარდგენილი დოკუმენტაციის შეფასებას და შესაბამისი ქულის მინიჭებას ახდენდა საკონკურსო კომისია, შესაბამისად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. ჟ-ემ ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსზე, ნაცვლად 53 ქულისა, მიიღო 91 ქულა, ხოლო ა. ა-ემ მიიღო 45 ქულა, ნ. ჟ-ის ქულათა არასწორი ოდენობა გამოწვეულია წარდგენილი დოკუმენტების არასწორი შეფასების გამო, შეფასება კი იყო მხოლოდ საკონკურსო კომისიის უფლებამოსილება. რაც შეეხება არასწორი მონაცემებისა და სიყალბის ფაქტი არ დადგენილა, კომისიის დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის საკითხის შემოწმება კი სცდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს.

საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სადავო არ არის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება საკონკურსო კომისიის წევრთა შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე, ისევე როგორც ეჭვქვეშ არ დგება კომისიის წევრთა კვალიფიკაცია, მათი აკადემიური ხარისხი და სპეციალიზაცია, რაც გამორიცხავს კასატორის პრეტენზის გაზიარების შესაძლებლობას, კონკურსის თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პირობების დარღვევასთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები მართებულად შეფასდა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ, ხოლო რაც შეეხება ა. ა-ის საკასაციო საჩივარს, მასში მეორდება სააპელაციო წარმოების ეტაპზე წარმოდგენილი არგუმენტაცია და საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოხდა აღნიშნული არგუმენტაციის გაქარწყლება.

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლზე, რომლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. შრომითი დავა, რომელიც დაკავშირებულია შრომის, როგორც სოციალური უფლების რეალიზაციასთან, განხილულ უნდა იქნეს სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ დავად. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ა. ა-ის საკასაციო საჩივარზე 02.10.2017წ. საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივნისის განჩინება;

3. კასატორს - ა. ა-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 02.10.2017წ. №0 საგადასახადო დავალებით მ. ე-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="tTFqlpUUATFvuSp3dCP29VllawyTu61R28hr00f9";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize