საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
¹815აპ-10 20 ოქტომბერი, 2010წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ი. ბ-სა და რ. გ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივნისის განაჩენზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 თებერვლის განაჩენით ლ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,დ», ,,ე» ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ მას სასეჯლის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ლ. გ-ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსასრულებლად მოექცა ამავე განაჩენით პირობითად ჩათვლილი სასჯელის მოსახდელი ნაწილი.
,,ამნისტიის შესახებ” 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ლ. გ-ს გაუნახევრდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოსახდელი ნაწილი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და აღნიშნული მუხლით მოსახდელად დარჩა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 წლით, 11 თვითა და 9 დღითYთავისუფლების აღკვეთა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან საბოლოოდ მოსახდელი დარჩა 4 წლით, 2 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 4 წელი, 2 თვე და 9 დღე და ლ. გ-ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით, 2 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 22 ოქტომბრიდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის მესამე მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 10 წლით _ საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახისა და ტარების უფლება.
ნივთმტკიცება _ 0,024 გრამი ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი», რაც ინახება შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეციალურ შემნახველ საკანში, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივნისის განაჩენით შევიდა ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
ლ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,დ», ,,ე» ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ მას სასეჯლის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ლ. გ-ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსასრულებლად მოექცა ამავე განაჩენით პირობითად ჩათვლილი სასჯელის მოსახდელი ნაწილი.
,,ამნისტიის შესახებ” 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ლ. გ-ს გაუნახევრდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოსახდელი ნაწილი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და აღნიშნული მუხლით მოსახდელად დარჩა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 წლით, 11 თვითა და 9 დღითYთავისუფლების აღკვეთა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან საბოლოოდ მოსახდელი დარჩა 4 წლით, 2 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 4 წელი, 2 თვე და 9 დღე და ლ. გ-ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით, 2 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 22 ოქტომბრიდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის მესამე მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 10 წლით _ საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახისა და ტარების უფლება.
ნივთმტკიცება _ 0,024 გრამი ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი», რაც ინახება შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეციალურ შემნახველ საკანში, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ლ. გ-ს სატელეფონო საუბრების ამსახველი კრებსები უნდა დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით, ხოლო ლ. გ-ს მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი და სიმბარათი ნომრით ..., რაც ინახება საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეციალურ შემნახველ საკანში, უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ლ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ი. ბ-სა და რ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ ლ. გ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,დ», ,,ე» ქვეპუნქტებითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ი. ბ-სა და რ. გ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.