საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 23.12.2010
საქმის ნომერი
2კ-887აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.12.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

887აპ-10 23 დეკემბერი, 2010წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ტ. ჭ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჯ-სა და მსჯავრდებულ მ. ქ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 თებერვლის განაჩენით:

მ. ქ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 18,179-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა 18,179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

მ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 18,179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. ქ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 25 ივნისიდან.

გ. ჟ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 18,179-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა 18,179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

გ. ჟ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 18,179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 29 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. გ. ჟ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 25 ივნისიდან.

მასვე “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

კ. გ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 18,179-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა 18,179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

კ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 18,179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 25 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. კ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 25 ივნისიდან.

მასვე “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

ტ. ჭ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება მოეხსნა და იგი ამ ნაწილში გამართლდა.

ტ. ჭ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 18,179-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა 18,179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

ტ. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 18,179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე მას მიესაჯა 18 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა 2009 წლის 18 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა 2009 წლის 18 თებერვლის განაჩენიდან „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად განახევრებული სასჯელი _ 5 თვე და 29 დღე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ტ. ჭ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლით, 11 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 25 ივნისიდან.

მასვე “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი: 2009 წლის 25 ივნისს, მ. ქ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ქარხნული წესით დამზადებული, 1895 წლის ნიმუშის, 7,62მმ კალიბრიანი რუსული სამხედრო რევოლვერი „ნაგანი“, სტანდარტული ნიმუში ¹80165, ქარხნული წესით დამზადებული 7,62მმ კალიბრიანი 2 ცალი ვაზნა, გ. ჟ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ქარხნული წესით დამზადებული 9მმ ნომინალური კალიბრიანი „მაკაროვ სსსრ“ მოდელის პისტოლეტი ¹1958, რომლებიც შესანახად ჩაბარებულია შს სამინისტროს შეიარაღების სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა ჩაბარდეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტს ბალანსზე ასაყვანად.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:

გ. ჟ-ს, გ. გ-სა და ტ. ჭ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლებიც ინახება შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეციალურ საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

გ. ჟ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით ..., მასში მოთავსებული სიმბარათით ..., ტ. ჭ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით ..., მასში მოთავსებული სიმბარათით ..., რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ნივთმტკიცებათა შესანახ საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან სათანადო ნდობით აღჭურვილ პირებს;

გ. ჟ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ორი ქუდი, რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ნივთმტკიცებათა შესანახ საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

მ. ქ-ს პირადი ჩხეკისას ამოღებული შავი ფერის ფანარ-ელექტროშოკი, რომელიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ნივთმტკიცებათა შესანახ საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

„...“ ფირმის ოქროს კორპუსიანი საათი, რომელიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ნივთმტკიცებათა შესანახ საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს _ დაზარალებულ თ. ჭ-ს;

2009 წლის 26 ივნისს მ. ქ-ს ეჭვმიტანილის სახით დაკითხვა, გადაღებული და ჩაწერილი ორ მინი ვიდეო კასეტაზე, რომელიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ნივთმტკიცებათა შესანახ საცავში, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

მოსმენა-მიყურედების მასალები, კრებსების სახით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, ხოლო ჩD დისკი, რომელიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ნივთმტკიცებათა შესანახ საცავში, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

სამოქალაქო მოსარჩელე თ. ჭ-ს სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა. სამოქალაქო მოპასუხეებს _ მ. ქ-ს, გ. ჟ-სა და კ. გ-ს სამოქალაქო მოსარჩელე თ. ჭ-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2930 ლარისა და 200 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის განაჩენით შევიდა შევიდა ცვლილება, კერძოდ:

მ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით _ 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის გამოყენებით გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის გამოყენებით გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 18,179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის გამოყენებით გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მ. ქ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 25 ივნისიდან.

გ. ჟ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით _ 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის გამოყენებით გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის გამოყენებით გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 18,179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის გამოყენებით გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის გამოყენებით გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის გამოყენებით გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც “ამნისტიის შესახებ” 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 თვითა და 15 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. გ. ჟ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 25 ივნისიდან.

მასვე “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

კ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით _ 10 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 18,179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის გამოყენებით გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის გამოყენებით გაუნახევრდა და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის გამოყენებით გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც “ამნისტიის შესახებ” 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. კ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 25 ივნისიდან.

მასვე “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

ტ. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით _ 10 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 18,179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის გამოყენებით გაუნახევრდა და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის გამოყენებით გაუნახევრდა და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის გამოყენებით გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც “ამნისტიის შესახებ” 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას მიესაჯა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, 2009 წლის 18 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა გაუქმდა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა 2009 წლის 18 თებერვლის განაჩენიდან “ამნისტიის შესახებ” 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად განახევრებული სასჯელი _ 5 თვე და 29 დღე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ტ. ჭ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 19 წლით, 5 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 25 ივნისიდან.

მასვე “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი: 2009 წლის 25 ივნისს, მ. ქ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ქარხნული წესით დამზადებული, 1895 წლის ნიმუშის, 7,62მმ კალიბრიანი რუსული სამხედრო რევოლვერი „ნაგანი“, სტანდარტული ნიმუში ¹80165, ქარხნული წესით დამზადებული 7,62მმ კალიბრიანი 2 ცალი ვაზნა, გ. ჟ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ქარხნული წესით დამზადებული 9მმ ნომინალური კალიბრიანი „მაკაროვ სსსრ“ მოდელის პისტოლეტი ¹1958, რომლებიც შესანახად ჩაბარებულია შს სამინისტროს შეიარაღების სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა ჩაბარდეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტს ბალანსზე ასაყვანად.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:

გ. ჟ-ს, გ. გ-სა და ტ. ჭ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლებიც ინახება შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეციალურ საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

გ. ჟ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით ..., მასში მოთავსებული სიმბარათით ..., ტ. ჭ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით ..., მასში მოთავსებული სიმბარათით ..., რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ნივთმტკიცებათა შესანახ საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან სათანადო ნდობით აღჭურვილ პირებს;

გ. ჟ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ორი ქუდი, რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ნივთმტკიცებათა შესანახ საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

მ. ქ-ს პირადი ჩხეკისას ამოღებული შავი ფერის ფანარ-ელექტროშოკი, რომელიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ნივთმტკიცებათა შესანახ საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

„...“ ფირმის ოქროს კორპუსიანი საათი, რომელიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ნივთმტკიცებათა შესანახ საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს _ დაზარალებულ თ. ჭ-ს;

2009 წლის 26 ივნისს მ. ქ-ს ეჭვმიტანილის სახით დაკითხვა, გადაღებული და ჩაწერილი ორ მინი ვიდეო კასეტაზე, რომელიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ნივთმტკიცებათა შესანახ საცავში, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

მოსმენა-მიყურედების მასალები, კრებსების სახით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, ხოლო ჩD დისკი, რომელიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ნივთმტკიცებათა შესანახ საცავში, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

სამოქალაქო მოსარჩელე თ. ჭ-ს სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა. სამოქალაქო მოპასუხეებს _ მ. ქ-ს, გ. ჟ-სა და კ. გ-ს სამოქალაქო მოსარჩელე თ. ჭ-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2930 ლარისა და 200 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ტ. ჭ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჯ-სა და მსჯავრდებულ მ. ქ-ს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ მ. ქ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 18,179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, მსჯავრდებულ ტ. ჭ-ს მიმართ სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 18,179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით, მსჯავრდებულ გ. ჟ-ს მიმართ სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 18,179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით, ხოლო მსჯავრდებულ კ. გ-ს მიმართ სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 18,179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ტ. ჭ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჯ-სა და მსჯავრდებულ მ. ქ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.