საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 02.02.2011
საქმის ნომერი
2კ-1078აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.02.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

1078აპ-10 2 თებერვალი, 2011წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. გ-ს, მსჯავრდებულ ი. კ-სა და მსჯავრდებულ ლ. ე-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 მაისის განაჩენით:

მ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა’’ და მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 9 ნოემბრიდან.

ი. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა’’ და მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტებით (2009 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი) _ 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა’’ და მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტებით (2009 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი) _ 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 19,180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა’’ და მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტებით (2009 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი) _ 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის გამოყენებით, ი. კ-სათვის სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა’’ და მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტებით (2009 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნულ სასჯელს დაემატა 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა’’ და მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტებით (2009 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი) მის მიმართ დანიშნული სასჯელის ნახევარი _ 3 წელი და 3 თვე და 19,180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა’’ და მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტებით (2009 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ნახევარი _ 3 წელი და 3 თვე და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. ი. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 28 სექტემბრიდან.

ლ. ე-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა’’ და მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტებით (2009 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი) _ 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა’’ და მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტებით (2009 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი) _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით, 19,180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა’’ და მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტებით (2009 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი) _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის გამოყენებით ლ. ე-სათვის სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა’’ და მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტებით (2009 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნულ სასჯელს დაემატა 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა’’ და მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტებით (2009 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან ნაწილი _ 4 წელი და ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით და 19,180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა’’ და მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტებით (2009 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ნაწილი _ 4 წელი და ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 10500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ლ. ე-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 29 სექტემბრიდან.

მ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა’’ და მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტებით (2009 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი) _ 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა’’ და მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტებით (2009 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი) _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით, 19,180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა’’ და მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტებით (2009 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი) _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის გამოყენებით მ. გ-სათვის სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა’’ და მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტებით (2009 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნულ სასჯელს დაემატა 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა’’ და მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტებით (2009 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან ნაწილი _ 4 წელი და ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით და 19,180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა’’ და მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტებით (2009 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ნაწილი _ 4 წელი და ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 10500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 28 სექტემბრიდან.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

მ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 9 ნოემბრიდან.

გაუქმდა გასაჩივრებული განაჩენი მ. კ-სათვის დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის 3500 ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში.

ი. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტით (2009 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი) _ 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტით (2009 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი) _ 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტით (2009 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი) _ 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის გამოყენებით, ი. კ-სათვის სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტით (2009 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნულ სასჯელს დაემატა 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტით (2009 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი) მის მიმართ დანიშნული სასჯელის ნახევარი _ 3 წელი და 3 თვე და 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტით (2009 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ნახევარი _ 3 წელი და 3 თვე და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. ი. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 28 სექტემბრიდან.

ლ. ე-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტით (2009 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი) _ 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტით (2009 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი) _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით, 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტით (2009 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი) _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილის გამოყენებით ლ. ე-სათვის სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტით (2009 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნულ სასჯელს დაემატა 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტით (2009 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან ნაწილი _ 4 წელი და ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით და 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტით (2009 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ნაწილი _ 4 წელი და ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 10500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ლ. ე-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 29 სექტემბრიდან.

მ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტით (2009 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი) _ 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტით (2009 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი) _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით, 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტით (2009 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი) _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილის გამოყენებით მ. გ-სათვის სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტით (2009 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნულ სასჯელს დაემატა 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტით (2009 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან ნაწილი _ 4 წელი და ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით და 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტით (2009 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ნაწილი _ 4 წელი და ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 10500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 28 სექტემბრიდან.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. გ-ს, მსჯავრდებულ ი. კ-სა და მსჯავრდებულ ლ. ე-ს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ მ. კ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტით, მსჯავრდებულ ი. კ-ს მიმართ სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტითა და 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტით, მსჯავრდებულ ლ. ე-ს მიმართ სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტითა და 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტით, ხოლო მსჯავრდებულ მ. გ-ს მიმართ სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტითა და 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. გ-ს, მსჯავრდებულ ი. კ-სა და მსჯავრდებულ ლ. ე-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.