დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 08.02.2011
საქმის ნომერი
2კ-1079აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.02.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1079აპ-10 8 თებერვალი, 2011 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ჟ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. პ-ს, მსჯავრდებულ გ. ჟ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-სა და მსჯავრდებულ ლ. ჟ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 ივლისის განაჩენით:

მ. ჟ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით (2009 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი) _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით (2008 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი) _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2, მე-3 მუხლების თანახმად გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ასევე გაუნახევრდა „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის 1-ლი, მე-3 მუხლების თანახმად და განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 6 თვე, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (2009 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ნაწილი _ 1 წელი და 9 თვე, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (2008 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი _ 1 წელი და 6 თვე, 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ 3 თვე და მ. ჟ-ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 2 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის პერიოდი _ 2008 წლის 14 ოქტომბრიდან 2008 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით.

სისხლის სამართლის ¹008085433 საქმეზე რ. გ-ს მიერ მ. ჟ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს შეტანილი თანხა _ 8000 ლარი, საქართველოს სსსკ-ის 168-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

მასვე “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 3 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

ლ. ჟ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მესამე ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 4000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მესამე ნაწილით დანიშნულ სასჯელს _ 6 წელს დაემატა 376-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ნაწილი _ 6 თვე და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ლ. ჟ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 13 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო _ 2009 წლის 9 სექტემბრიდან 2009 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით.

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, ლ. ჟ-ს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 4000 ლარი.

სისხლის სამართლის ¹007090820 საქმეზე ი. კ-ს მიერ ლუარსაბ ჟვანიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს შეტანილი თანხა _ 5000 ლარი, საქართველოს სსსკ-ის 168-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

გ. ჟ-ა, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გაუქმდა მსჯავრდებულ გ. ჟ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო და გირაოს სახით შეტანილი თანხა _ 3000 ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.

საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი: „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის სარეგისტრაციო ნომერია ,,...”, 1 მჭიდითა და 4 ვაზნით, როგორც დანაშაულის ჩადენის იარაღი, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრიანი „სტეჩკინის“ კონსტრუქციის, ... პისტოლეტი და 10 ვაზნა, 1 შავი ფერის მჭიდი წარწერით ,,...”, 1 შავი ფერის კუსტარული მჭიდი წარწერით ,,...”, 1 ოქროსფერი ვაზნა წარწერით ,,...”, 1 პატარა ზომის ოქროსფერი ვაზნა წარწერით ,,...”, იარაღის საწმენდი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილი 1 შავი მჭიდი, 20 ავტომატის ვაზნა, რომელთა კორპუსებზე იკითხება წარწერა ,,...”, 1 წითელი ვაზნა წარწერით „...“ – გადაეცა საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს; შავი ,,ვინჩესტერის” სისტემის სანადირო თოფი წარწერით „...“ და 12 _ კალიბრიანი 6 ვაზნა უნდა დაუბრუნდეს რ. გ-ს; შავი „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით ..., რომელშიც მოთავსებული იყო შპს „ბილაინის“ ქსელში ჩართული სიმბარათი წარწერით ... უნდა დაუბრუნდეს მ. მ-ს; ოთხი ჩD დისკი – შენახულ იქნა სისხლის სამართლის შენახვის ვადით.

განაჩენით მსჯავრდებულების _ მ. ჟ-ს, ლ. ჟ-სა და გ. ჟ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2008 წლის 14 ოქტომბერს, დაახლოებით 11.30 საათზე, მ. ჟ-ა იმყოფებოდა თბილისში, ... ქუჩაზე და ვინაიდან იგი იწვევდა ეჭვს, რომ შეიძლება ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ, მასთან მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომელთა მიახლოებისას მ. ჟ-მ სცადა მიმალვა, შევიდა ... ქუჩის ¹... სადარბაზოში და კიბის ქვეშ დააგდო პისტოლეტი, რაც შეუმჩნეველი არ დარჩათ საპატრულო პოლიციელებს, რის შემდეგაც იგი ადგილზე დააკავეს ეჭვმიტანილის სახით, ხოლო ზემოაღნიშნული პისტოლეტი ¹..., 1 მჭიდითა და 21 საბრძოლო ვაზნით, კრიმინალისტების მონაწილეობით ამოიღეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს. მითითებული იარაღი შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი წესით.

ბალისტიკური ექსპერტიზის ¹776/ბ დასკვნით, წარმოდგენილი იარაღი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრიანი „სტეჩკინის“ კონსტრუქციის, 1954 წელს გამოშვებული ... პისტოლეტი, მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის; 21 ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრიანი, განკუთვნილია „მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის (...), „სტეჩკინის“ კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის (...), აგრეთვე შემდეგი პისტოლეტებისათვის: ..., ..., ... და სხვა, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

2008 წლის 30 სექტემბერს მ. ჟ-ა მარნეულის რაიონულმა სასამართლომ დააჯარიმა 500 ლარით ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებისათვის.

მ. ჟ-ა 2008 წლის 14 ოქტომბერს, დაკავების შემდეგ, გადაყვანილ იქნა საქართველოს შს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიურ კაბინეტში, სადაც ¹3416230 დასკვნით ლაბორატორიულად დაუდგინდა „ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების, „ბუპრენორფინის“, „ამფეტამინისა“ და „მეტამფეტამინის“ მიღების ფაქტი.

2009 წლის ოქტომბრის ბოლოს მ. ჟ-ა იმყოფებოდა მეგობრის, ი. ვ-ს დედის პანაშვიდზე. რადგან მას აწუხებდა ფეხების ტკივილი, შევიდა ერთ-ერთ ოთახში, ჩამოჯდა საწოლზე და ფეხებიც იმავე საწოლზე შემოაწყო. ეს დაინახა პანაშვიდზე მყოფმა ი. ვ-ს მეგობარმა გ. ტ-მ, რომელმაც ამის გამო მ. ჟ-ს უსაყვედურა და მიმართა უცენზურო სიტყვებით, რაც გახდა მათ შორის ჩხუბის დაწყების საფუძველი, მაგრამ პანაშვიდზე მყოფმა სხვა მეგობრებმა შეძლეს მათი გაშველება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შემდეგ მ. ჟ-სა და გ. ტ-ს შორის ურთიერთობა დაიძაბა, მათ შორის რამდენჯერმე მოხდა შელაპარაკება როგორც სატელეფონო საუბრისას, ასევე პირადი შეხვედრისასაც. 2009 წლის 2 ნოემბერს მ. ჟ-მ სატელეფონო საუბრისას შეატყობინა გ. ტ-ს, რომ საქმის გასარჩევად სურდა მასთან შეხვედრა თბილისში, ... ქუჩის ¹...-ის ეზოში. დაახლოებით 18 საათზე მ. ჟ-ა გაემართა დათქმულ ადგილას, თან წაიღო გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რასაც ასევე უკანონოდ ატარებდა. იგი 10 წუთში მივიდა დათქმულ ადგილას, სადაც დახვდა გ. ტ-ე, რომელსაც ახლდა ლ. ჟ-ა. მ. ჟ-ა და გ. ტ-ე კვლავ შელაპარაკდნენ. განაწყენებულმა მ. ჟ-მ განიზრახა გ. ტ-ს მოკვლა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით საქამრიდან ამოიღო თანნაქონი „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და გ. ტ-ს განზრახ მოკვლის მიზნით, შურისძიების მოტივით, ესროლა რამდენჯერმე, რითაც მას მიაყენა მუცლის მიდამოს გამჭოლი ცეცხლნასროლი ნატყვიარი ჭრილობა, ასევე _ მარჯვენა ქვედა კიდურის ცეცხლნასროლი ნატყვიარი გამჭოლი ჭრილობა, შემავალი ხვრელით ტერფის არეში.

მუცლის არეში მიყენებული დაზიანება მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, რის შედეგადაც გ. ტ-ე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო მ. ჟ-ა კი განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მ. ჟ-ს მიერ გ. ტრაპაიძის დაჭრის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან ასევე მიიმალა ლ. ჟ-ა, რომელიც შეესწრო ყოველივე ზემოაღნიშნულს. მიუხედავად იმისა, რომ ლ. ჟ-მ იცოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტის შესახებ, შეგნებულად არ განაცხადა სამართალდამცავ ორგანოებში და არც არაფერი მოიმოქმედა ამ დანაშაულის ჩამდენი პირის მხილების მიზნით, რითაც ხელი შეუშალა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას.

2009 წლის 20 მარტს, დაახლოებით 10 საათზე, ლ. ჟ-ა მივიდა თბილისში, ... გამზირის ¹...-ში განთავსებულ სლოტ-კლუბ „...“, შენიშნა სათამაშო აპარატთან მჯდომი ზ. ხ-ი, რომელიც სალაპარაკოდ გარეთ გამოიხმო და მოსთხოვა მყუდრო ადგილას გაყოლა. ზ. ხ-მ მიატოვა იგი ქუჩაში, შებრუნდა სლოტ-კლუბში და გააგრძელა თამაში. 3-4 წუთში სლოტ-კლუბში შევარდა ლ. ჟ-ა, რომელსაც ხელში მომარჯვებული ჰქონდა რკინის ნაჭერი, მას ახლდა ძმა _ გ. ჟ-ა. სლოტ-კლუბში შესვლისთანავე ლ. ჟ-მ ხელთ არსებული რკინის ნაჭრით ცემა დაუწყო ზ. ხ-ს და მის მეგობარ ნ. ა-ს, რომელიც გამოესარჩლა მეგობარს. ჩხუბში თავიდანვე ჩაერთო ლ. ჟ-ს ძმა _ გ. ჟ-ა, რომელიც ასევე გინებითა და უცენზურო სიტყვების ყვირილით სცემდა ზ. ხ-ს და მის მეგობარ ნ. ა-ს. ლ. და გ. ჟ-მ გინებით, უცენზურო სიტყვების ყვირილითა და ჩადენილი ძალადობით გამოხატეს სლოტ-კლუბში მყოფი საზოგადოების მიმართ აშკარა უპატივცემულობა, რაც გაგრძელდა ქუჩაში _ სლოტ-კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი საზოგადოების წინაშეც, რის შემდეგაც ლ. და გ. ჟ-ები გაქცევით გაეცალნენ შემთხვევის ადგილს.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ. ჟ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. პ-მ, რომლებმაც ითხოვეს მსჯავრდებულის ქმედების სსკ-ის 108-ე მუხლიდან სსკ-ის 113-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება და სასჯელის მინიმუმის განსაზღვრა, ხოლო სხვა დანაშაულებისათვის _ სასჯელად ჯარიმის შეფარდება.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა _ გ. და ლ. ჟ-ებმა და ითხოვეს გამართლება.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

მ. ჟ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით (2009 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი) _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით (2008 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი) _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრისა და 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, მოსახდელად განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 6 თვე, სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (2009 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ნაწილი _ 1 წელი და 9 თვე, სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (2008 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ნაწილი _ 1 წელი და 6 თვე და სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ 3 თვე და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. ჟ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 2 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო _ 2008 წლის 14 ოქტომბრიდან 2008 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით.

სისხლის სამართლის ¹... საქმეზე რ. გ-ს მიერ მ. ჟ-ს გირაოდ შეტანილი თანხა _ ... ლარის ოდენობით, სსსკ-ის 168-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

მასვე “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 3 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

ლ. ჟ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 239-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით დანიშნულ სასჯელს _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა სსკ-ის 376-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ნაწილი _ 6 თვე და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით. ლ. ჟ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 13 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო _ 2009 წლის 9 სექტემბრიდან 2009 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით.

სისხლის სამართლის ¹... საქმეზე ი. კ-ს მიერ ლ. ჟ-ს გირაოდ შეტანილი თანხა _ 5000 ლარის ოდენობით, სსსკ-ის 168-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

გ. ჟ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 14 ივლისიდან.

გ. ჟ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. გირაოს სახით შეტანილი თანხა _ 3000 ლარის ოდენობით უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის შემდეგ.

მსჯავრდებულ მ. ჟ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. პ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლის გადაკვალიფიცირებას სსკ-ის 113-ე მუხლზე და ამავე მუხლით მინიმალური სასჯელის შეფარდებას, ხოლო 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 236-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში არასაპატიმრო სასჯელის _ ჯარიმის შეფარდება.

მსჯავრდებულ გ. ჟ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ნ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმებას, სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტასა და გამართლებას.

მსჯავრდებულ ლ. ჟ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ნ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ მიხეილ ჟვანიას ადვოკატის _ გ. პ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანის თაობაზე, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლის გადაკვალიფიცირებას სსკ-ის 113-ე მუხლზე და ამავე მუხლით მინიმალური სასჯელის შეფარდებას, ხოლო 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 236-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში არასაპატიმრო სასჯელის _ ჯარიმის შეფარდებას. ასევე არ იზიარებს მსჯავრდებულების _ გ. და ლ. ჟ-ს ადვოკატის _ გ. ნ-ს საკასაციო საჩივრების მოთხოვნას უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმების, სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტისა და მსჯავრდებულების გამართლების თაობაზე, უსაფუძვლობის გამო.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და ამდენად, ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ მ. ჟ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნას მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით, იმ საფუძვლით, რომ, თითქოსდა, მ. ჟ-მ დაზარალებულის თავდასხმის მოსაგერიებლად და მის შესაშინებლად მიწის მიმართულებით ისროლა მხოლოდ მას შემდეგ, რაც გ. ტ-ს ხელში დაინახა შავი საგანი, რომელიც ცეცხლსასროლ იარაღად აღიქვა და რომლითაც მას დაზიანება მიაყენა თავის არეში, რადგან აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით სიცოცხლის მოსპობის წინაპირობას წარმოადგენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნა, რომლის ძირითადი კომპონენტია თავდასხმა, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის მომგერიებლის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

ის ფაქტი, რომ მ. ჟ-მ გ. ტ-ს შესაშინებლად მიწაში, ფეხების მიმართულებით ისროლა ახლო მანძილიდან, არ დასტურდება არც მსჯავრდებულ მ. ჟ-ს, არც მოწმეთა ჩვენებებით და არც 2010 წლის 15 იანვრის ფიზიკო-ტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზის ¹12/რან და ¹17/რან დასკვნებით, სადაც აღნიშნულია: ,,გ. ტ-ს ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები წარმოქმნილია არა ახლო მანძილიდან გასროლის შედეგად”.

ზემოაღნიშნული გარემოებები მოწმობს იმ ფაქტს, რომ შეხვედრის დროს გ. ტ-ს მხრიდან მ. ჟ-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას, გამოყენების მცდელობას ან ამ უკანასკნელის მიერ ფიზიკურად მორევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც მსჯავრდებულის მიმართ არ განხორციელებულა საშიში თავდასხმა, ის არ იმყოფებოდა ჯანმრთელობის ან სიცოცხლისათვის სახიფათო ისეთ მდგომარეობაში, რაც საჭიროს გახდიდა მის მიერ იარაღის გამოყენებას, მეტიც: შემთხვევის შემდეგ მ. ჟ-მ მიატოვა გ. ტ-ე, რომელიც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მწვავე, ზოგადი სისხლნაკლებობით, მუცლის მიდამოს გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობით დაზიანებული მაგისტრალური სისხლძარღვიდან და შინაგანი ორგანოებიდან განვითარებული შინაგანი სისხლდენის შედეგად გარდაიცვალა.

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯარდებულების _ გ. და ლ. ჟ-ს ადვოკატის _ გ. ნ-ს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ საზოგადოების უპატივცემულობა არ გამოუვლენიათ და რომ ისინი წინასწარ არ შეკავშირებულან აღნიშნული მიზნით, ვინაიდან დაზარალებულების _ ნ. ა-ს, ზ. ხ-ს, მოწმეების _ ნ. ჩ-ს, ნ. ხ-ს ჩვენებებით ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც ლ. ჟ-სთან კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ზ. ხ-ი სლოტ-კლუბში შევიდა, მას შეჰყვა ლ. ჟ-ა, ხოლო 10 წუთში _ გ. ჟ-ც და დაუწყეს დაზარალებულებს ცემა, რაც გაგრძელდა ქუჩაში გამვლელების თვალწინ. მათ არ მიაქციეს ყურადღება იმას, რომ დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი, გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა ძალადობის გამოყენებით, რაც იძლევა ქმედების ხულიგნობით დაკვალიფიცირების საფუძველს.

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ლ. ჟ-ს ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, რომ მან არ იცოდა, რომ მ. ჟ-მ ჩაიდინა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ვინაიდან ის გახდა მკვლელობის თვითმხილველი და მ. ჟ-ს მიერ განხორციელებული გასროლების შემდეგ შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს განაჩენებში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად, კერძოდ, თვით მსჯავრდებულების ნაწილობრივ აღიარებითი ჩვენებებით, დაზარალებულების _ ზ. ხ-ს, ნ. ა-ს, მოწმეების _ ი. ს-ს, ბ. გ-ს, გ. მ-ს, მ. მ-ს, ნ. ჩ-ს, ნ. ხ-ს, გ. ს-ს, თ. ლ-ს, ზ. გ-ს, გ. ე-ს ჩვენებებით, მ. გ-ს, გ. კ-ს, ბ. ხ-ს დაკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ამოღების, ბინის ჩხრეკის, ეჭვმიტანილის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, ექსპერტიზის .., ¹..., ¹..., ¹..., ¹..., ¹..., ¹..., ¹..., ¹..., ¹..., ¹..., ¹... და გამოკვლევის ¹... დასკვნებით, მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 სექტემბრის ¹... დადგენილებით მსჯავრდებულების მიერ მათზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა დადასტურებულია და მათ სწორი სამართლებრივი შეფასება აქვთ მიცემული და ამდენად, არ არსებობს განაჩენის გაუქმების საფუძველი.

ამასთან, ლ. ჟ-ს მიმართ გირაოს სახით შეტანილი 5000 ლარის სახელმწიფოსათვის გადაცემის ნაწილში განაჩენის დადგენისას სააპელაციო პალატამ დაარღვია სსსკ-ის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად: “გირაოს შეტანის წინ შემტანს აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-7 ნაწილში”.

საქმეში არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გირაოს შემტანი პირის _ ი. კ-ს გაფრთხილებას სსსკ-ის 168-ე მუხლის მე-7 ნაწილში მითითებული პირობებისა და ვალდებულებების შესახებ.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევის გამო, გირაოს შემტანს _ ი. კ-ს უნდა დაუბრუნდეს გირაოს თანხა _ 5000 ლარი. სააპელაციო პალატის განაჩენი სხვა ნაწილში კანონიერია, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 168-ე მუხლის მე-10 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება ი. კ-ს მიერ გირაოს სახით შეტანილი 5000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის შესახებ და აღნიშნული თანხა, კანონით დადგენილი წესით, დაუბრუნდეს მის შემტანს.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.