საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 06.01.2011
საქმის ნომერი
2კ-1081აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.01.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

¹1081აპ-10 6 იანვარი, 2011წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ფ-სა და მსჯავრდებულ კ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. Gგ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ოქტომბრის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 აპრილის განაჩენით:

ჯ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით, მეორე ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ უვადო თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. ჯ. ს-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 17 ივლისიდან.

კ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. კ. ს-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 17 ივლისიდან.

მასვე “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი _ ჯ. ს-ის კუთვნილი წითელი ა/მანქანა „..” სახ.¹, 2009 წლის 17 ივლისს გ.Dდ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, კერძოდ: „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით ¹, შპს „მაგთიკომის“ სიმბარათი წარწერით ¹, რომელშიც გააქტიურებულია ნომერი, ასევე „მაგთიკომის“ სიმბარათი წარწერით ¹, რომელშიც გააქტიურებულია ნომერი, როგორც დანაშაულის ჩადენის საგანი და საშუალება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას განსასჯელ ჯ. ს-ს.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე კ. ს-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით ¹, როგორც დანაშაულის ჩადენის საგანი და საშუალება, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას განსასჯელ კ. ს-ს.

ჯ. ს-ის საცხოვრებელი სახლისა და დედის _ ჟ. ს-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული საბრძოლო მასალა _ 5,6მმ კალიბრიანი, რგოლური აალების ორი ვაზნა, რომლებიც ინახება შს სამინისტროს მთავარი სამმართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ტყვია-მასროთეკაში, უნდა გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს.

გ. კ-გან ამოღებული, მისივე კუთვნილი სამსახურებრივი საზაფხულო ლურჯი მაისური, სოდ-ის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე მდებარე ¹ დასაკითხი ოთახის დათვალიერებისას ამოღებული ორი ღილი და შავი ფერის მინის ნამსხვრევები, ჟ. ს-ის საცხოვრებელი კარმიდამოს დათვალიერებისას ამოღებული, ორმოს სიღრმიდან აღებული ნიადაგის ნიმუში უნდა განადგურდეს.

ჟ. ს-ის საცხოვრებელი კარმიდამოს ეზოს დათვალიერებისას ამოღებული წერაქვი და ბარი უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

გ. ი-ის ტანსაცმელი, კერძოდ: ლურჯი მაისური, მოკლე ტოტიანი შარვალი, ლურჯი ტრუსი, ორი ფეხსაცმელი უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლე გ. ი-ს.

ჯ. ს-ის შარვალი, უკანა, მარჯვენა ჯიბის ზემოთ წარწერით „“ უნდა გადაეცეს მის კანონიერ მფლობელს.

კ. ს-ის წითელი, მოკლემკლავიანი მაისური უნდა გადაეცეს მის კანონიერ მფლობელს.

გარდაცვლილ გ. ი-ის თავის სხვადასხვა არიდან აღებული რამდენიმე ღერი თმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოთეთრო-მოყვითალო პოლიეთილენის ტომარა, ჯ. ს-ის კუთვნილი ა/მანქანა „“, სახ.¹ დათვალიერებისას ამოღებული მიკრონაწილაკები, სუნის კვლების ნიმუშები, თეთრი ე.წ. ვაფლის ფორმის პირსახოცი, მწვანე ფარდაგი და იატაკზე დასაგები ქსოვილის ფარდაგის ნაჭერი, ა/ფარეხიდან აღებული სუნის კვლების ნიმუშები, ჯ. ს-ის ბინიდან ამოღებული ორი ჭრელი პირსახოცი, სუნის კვალის ნიმუში, კ. ს-ის საძინებელი ოთახიდან ამოღებული რუხი ფერის ზოლებიანი ზეწრის ნაგლეჯი, ერთი წყვილი კრივის ხელთათმანი, ასევე მისი ავტოფარეხის დათვალიერებისას აღებული სუნის კვლების ნიმუში უნდა დაერთოს სისხლის სამართლის ¹ საქმეს.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი _ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ამსახველი დისკები, 2009 წლის 16 ივლისს გარდაცვლილი გ. ი-ის მამის _ გ. ი-ის კუთვნილი მობილური ტელეფონის დათვალიერების ამსახველი ვიდეოკასეტა და ქ. თბილისის ¹ საპყრობილიდან ამოღებული ჯ. ს-ის წერილი, რომლის ადრესატია კ. ს-ი და ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ-ოპერატიულ დეპარტამენტში, უნდა დაერთოს სისხლის სამართლის ¹ საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ჯ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ფ-სა და მსჯავრდებულ კ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ.Gგ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ ჯ. ს-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით, მეორე ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო მსჯავრდებულ კ. ს-ის მიმართ სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ჯ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ფ-სა და მსჯავრდებულ კ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ.Gგ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.