საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
51აპ-11 21 მარტი, 2011წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. შ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 აგვისტოს განაჩენით დ. თ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 237-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი) _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი) _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დაზარალებულების, იგივე სამოქალაქო მოსარჩელეების სამოქალაქო სარჩელები დაკმაყოფილდა.
დ. თ-ს დაეკისრა: თ. ქ-ს სასარგებლოდ 26075 ლარის, ი. თ-ს სასარგებლოდ 320 ლარის, დ. მ-ს სასარგებლოდ 320 ლარის, ო. ბ-ს სასარგებლოდ 355 ლარის, ნ. ჯ-ს სასარგებლოდ 100 ლარის, მ. ზ-ს სასარგებლოდ 170 ლარის, რ. მ-ს სასარგებლოდ 160 ლარის, გ. ბ-ს სასარგებლოდ 500 ლარის, მ. შ-ს სასარგებლოდ 550 ლარის, გ. გ-ს სასარგებლოდ 352 ლარის, დ. ხ-ს სასარგებლოდ 215 ლარის, მ. ბ-ს სასარგებლოდ 400 ლარის, დ. ს-ას სასარგებლოდ 500 ლარის, ვ. შ-ს სასარგებლოდ 275 ლარის გადახდა.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 14 დეკემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
დ. თ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი) _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 237-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი) _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (საქართველოს 2000 წლის 25 ივლისის კანონი) _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა. დ. თ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 9 აგვისტოდან.
დაზარალებულების, იგივე სამოქალაქო მოსარჩელეების სამოქალაქო სარჩელები დაკმაყოფილდა.
დ. თ-ს დაეკისრა: თ. ქ-ს სასარგებლოდ 26075 ლარის, ი. თ-ს სასარგებლოდ 320 ლარის, დ. მ-ს სასარგებლოდ 320 ლარის, ო. ბ-ს სასარგებლოდ 355 ლარის, ნ. ჯ-ს სასარგებლოდ 100 ლარის, მ. ზ-ს სასარგებლოდ 170 ლარის, რ. მ-ს სასარგებლოდ 160 ლარის, გ. ბ-ს სასარგებლოდ 500 ლარის, მ. შ-ს სასარგებლოდ 550 ლარის, გ. გ-ს სასარგებლოდ 352 ლარის, დ. ხ-ს სასარგებლოდ 215 ლარის, მ. ბ-ს სასარგებლოდ 400 ლარის, დ. ს-ს სასარგებლოდ 500 ლარის გადახდა. ვ. შ-ს სამოქალაქო სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.
გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 თებერვლის ბრძანება და დ. თო-ს სახელზე შემოსულ ან მის მიერ გაგზავნილ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილებს მოეხსნა ყადაღა.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ დ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. შ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ დ. თ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი), 237-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი), 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (საქართველოს 2000 წლის 25 ივლისის კანონი) გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. შ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.