საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
151აპ-11 25 მაისი, 2011წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ნ-ს, მსჯავრდებულ დ. ყ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. კ-ს, მსჯავრდებულ ლ. წ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ-ს, მსჯავრდებულ მ. გ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ნოემბრის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 ივნისის განაჩენით:
საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორ მ. ჯ-ს შუამდგომლობები დაკმაყოფილდა.
დამტკიცდა პროკურორს, განსასჯელ ა. კ-სა და ადვოკატ თ. ე-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ა. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, 3 წლით თავისუფლეიბს აღკვეთა განესაზღვრა შესაბამის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 5 წლის გამოსაცდელი ვადით. ა. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 23 ოქტომბრიდან.
დამტკიცდა პროკურორს, განსასჯელ ნ. ხ-სა და ადვოკატებს _ ა. ა-სა და ს. ჩ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ნ. ხ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მ. წ-ს ბინის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 3 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 8 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თ. ჭ-ს ბინის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, 8 თვე განესაზღვრა შესაბამის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 7 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 8 წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით. ნ. ხ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 23 ოქტომბრიდან.
დამტკიცდა პროკურორს, განსასჯელ ნ. ხ-სა და ადვოკატ ა. ჭ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ნ. ხ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 10 ნოემბრიდან.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
დამტკიცდა პროკურორს, განსასჯელ ქ. გ-სა და ადვოკატ რ. კ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ქ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 2 წელი განესაზღვრა შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. ქ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 23 ოქტომბრიდან.
დამტკიცდა პროკურორს, განსასჯელ ე. ს-სა და ადვოკატ ნ. ჩ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ე. ს-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 5 წლის გამოსაცდელი ვადით. ე. ს-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 23 ოქტომბრიდან.
ლ. წ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მას მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. წ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 23 ოქტომბრიდან.
გ. ჭ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. გ. ჭ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 23 ოქტომბრიდან.
დ. ყ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ ჯარიმა 2000 ლარი, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით. დ. ყ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 23 ოქტომბრიდან.
ე. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. ე. ნ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 23 სექტემბრიდან.
მ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 10 ნოემბრიდან.
სამოქალაქო მოსარჩელე ი. ს-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. სამოქალაქო მოპასუხეებს _ ე. ნ-ს, ნ. ხ-ს, ნ. ხ-სა და მ. გ-ს სოლიდარულად დაეკისრათ 11400 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში გადახდა სამოქალაქო მოსარჩელის სასარგებლოდ.
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2009 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება ქ. ..., ..., ... კორპუსი, ბინა ... ყადაღის დადების თაობაზე.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება ა. კ-ს სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირებულ ქონებაზე, მდებარე ..., ... ქუჩა კორპუსი ..., ბინა ...-ზე (მახასიათებლებით: ზონა - ... 01, სექტორი _ ..., კვარტალი ..., ნაკვეთი _ ..., კოდი _ ...), ასევე ე. ს-ს სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ..., ... ქუჩა კორპუსი ..., ბინა ...-ზე, (მახასიათებლებით: ზონა _ ..., სექტორი _ ..., კვარტალი ..., ნაკვეთი _ ..., კოდი _ ...), 2009 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება ქ. ..., ..., .-... კორპუსი, ბინა .... და 2009 წლის 3 ნოემბრის ბრძანება დ. ყ-ს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, მდებარე ..., ..., ბინა ¹...-ზე ყადაღის დადების თაობაზე.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 13 დეკემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ნოემბრის განაჩენში შევიდა დაზუსტება.
განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ლ. წ-სათვის დანიშნული სასჯელის მითითებისას ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:
ლ. წ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მას მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. წ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით _ ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 23 ოქტომბრიდან. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ე. ნ-ს, მსჯავრდებულ დ. ყ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. კ-ს, მსჯავრდებულ ლ. წ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ-ს, მსჯავრდებულ მ. გ-ს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ ლ. წ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მსჯავრდებულ გ. ჭ-ს მიმართ _ სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მსჯავრდებულ დ. ყ-ს მიმართ _ სსკ-ის 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მსჯავრდებულ ე. ნ-ს მიმართ _ სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო მსჯავრდებულ მ. გ-ს მიმართ _ სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ე. ნ-ს, მსჯავრდებულ დ. ყ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. კ-ს, მსჯავრდებულ ლ. წ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ-ს, მსჯავრდებულ მ. გ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ნოემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.