დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 13.09.2018
საქმის ნომერი
ბს-935-931(2კ-17)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-935-931(2კ-17)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

ბს-935-931(კ-17) 13 სექტემბერი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურისა და თ. ე-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2017წ. გადაწყევტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ე-მა 07.08.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის პროკურატურის მიმართ. 16.11.2015წ. დაზუსტებული სარჩელით მოპასუხეებად მიუთითა საქართველოს მთავარი პროკურატურა, ქ. თბილისის პროკურატურა და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. სასარჩელო მოთხოვნის შემცირების შემდეგ მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს მთავარი პროკურატურისა და ქ. თბილისის პროკურატურისათვის თ. ე-ის სასარგელოდ მატერიალური ზიანის - 172 981,22 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარისა და 27 500 ლარის, აგრეთვე მორალური ზიანის - 50 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.12.2014წ. განჩინებით სასკ-ის 16.1 საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.04.2016წ. გადაწყვეტილებით თ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს მთავარ პროკურატურას თ. ე-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის - 2 500 ლარისა და მორალური ზიანის - 6 000 ლარის ანაზღაურება. მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას თ. ე-ის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 1 500 ლარის ანაზღაურება, რაც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და თ. ე-მა სააპელაცო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2017წ. გადაწყვეტილებით თ. ე-ისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.04.2016წ. გადაწყვეტილება საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 500 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. ე-ს დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1 500 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და თ. ე-მა საკასაციო წესი გაასაჩივრეს.

კასატორმა - საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზე, სზაკ-ის 207-ე, 208-ე მუხლებზე, სკ-ის 413-ე 1005-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სხვადასხვა პირობაზე. მოსარჩელის განმარტებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გარდა სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით დადგენილი პრაქტიკა. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ პატიმრობაში გაატარა 5 თვეზე ნაკლები, შესაბამისად მორალური ზიანის ანაზღაურება 6 000 ლარის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს. მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით, კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლო დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ ხელშეკრულებას და სალარო შემოსავლის ორდერს, თუმცა გარდა ამისა, საქმეში არაა წარმოდგენილი ადვოკატის მიერ თანხის შემოსავლად მიღებისა და შესაბამისი გადასახადის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კასატორმა - თ. ე-მა აღნიშნა, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ამასთანავე, არასწორად განმარტა კანონი. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან. თ. ე-მა აღნიშნა, რომ დელიქტის დროს თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებული მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. 29.06.2017წ. Nბს-19-18(კ-17) გადაწყვეტილებაში უზენაესმა სასამართლომ ცალსახად განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საკმარისია დადგინდეს ზიანის ფაქტი, ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან ქმედების მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია და იგი არ არის დამოკიდებული ზიანის მიმყენებლის ცნობიერებასა და მის სამართლებრივ შეფასებაზე. კასატორმა აღნიშნა, რომ სსკ-ის 1005-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, ზიანის ანაზღაურების პირობად არ შეიძლება განხილულ იქნეს ის გარემოება, იყო თუ არა ზიანის მიმყენებელი პირისათვის ზიანი წინასწარ სავარაუდო. ასეც რომ იყოს, სასამართლოს მოსაზრება არასწორია, რადგან წარმოუდგენელია პირს სახლში შენახული ჰქონდეს 6 000 000 აშშ დოლარი. საგამოძიებო ორგანოები პირისათვის ბრალის წარდგენით არ ვარაუდობენ, რომ მის მიმართ აუცილებლად დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, ისინი ვარაუდობენ გამამართლებელი განაჩენის გამოტანასაც. გამამართლებელი განაჩენი წარმოშობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, რაც ზიანის მიმყენებლისავის ნამდვილად სავარაუდოა. კასატორმა აღნიშნა, რომ დაუსაბუთებელია სასამართლოს შეფასება მორალური ზიანის ნაწილშიც. კასატორისათვის, როგორც ბიზნესმენისათვის, მიყენებული მორალური ზიანი ბევრად აღემატება სასამართლო პრაქტიკით დღემდე განსაზღვრულ ფარგლებს. თ. ე-ის შესახებ საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდებოდა ნეგატიური ინფორმაცია, იგი მოიხსენიებოდა როგორც „კრიმინალი“, რის გამოც, პარტნიორებისგან არაერთხელ მიიღო უარი საქმიანი ურთიერთობის გაგრძელებაზე. დაუსაბუთებელია, აგრეთვე, სასამართლოს გადაწყვეტილება ჰონორარის ნაწილში, იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებები გაფორმებულია თ. ე-ის მეუღლის, მ. ე-ის მიერ ოჯახის წევრების - რძლისა და რძლის მამის დასაცავად. აღნიშნული პირები თ. ე-ის გამო იქნენ პასუხისგებაში მიცემულნი. მათი დაცვისათვის ხარჯები თ. ე-მა გაიღო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურისა და თ. ე-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სზაკ-ის 208-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. სსკ-ის 1005.3 მუხლის შესაბამისად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. მორალური ზიანის ოდენობის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის მოსაზრებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელე იყო ბიზნესმენი, შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო საქმიან ურთიერთობებში პარტნიორთა ნდობის ხარისხი მის მიმართ, რაც ზრდიდა განცდების ინტენსიობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მორალური ზიანის - 6 000 ლარის ანაზრაურება ადეკვატურ ოდენობას წარმოადგენს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია რომ სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთანავე გამოძიების მწარმოებელ ორგანოს არ აქვს საქმის შედეგის წინასწარ განსაზღვრის შესაძლებლობა, მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საკმარისობის კუთხით სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება. გამოძიება სახელმწიფო საქმიანობის განსაკუთრებული სახეობაა, საგამოძიებო საქმიანობის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ მას უხდება თავისი საქმიანობის წარმართვა ინფორმაციული დეფიციტის პირობებში. ამასთანავე, საგამოძიებო საქმიანობის აღნიშნული სპეციფიკა არ ქმნის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან სრულად გათავისუფლების საფუძველს, ხსენებულმა გარემოებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მხოლოდ ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობის ფარგლებზე (სუსგ Nბს-485-474(2კ-14), 04.06.2015წ.).

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას მატერიალური ზიანის სახით 172 981,22 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმის თაობაზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს აღკვეთის ღონისძიების სახიით შეეფარდა გირაო 6 000 000 ლარის ოდენობით. სადავო არ არის, რომ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, აღნიშნული თანხა მოსარჩელეს სრულად დაუბრუნდა. შესაბამისად, აღდგა მისი დარღვეული ქონებრივი უფლებები და სახეზე არ არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული მატერიალური ზიანი. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეზე გაწეულ ხარჯებს, აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილი იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებისა და სალაროს შემოსვლის ორდერით დასტურდება თ. ე-ის ინტერესების დასაცავად 2 500 ლარის გადახდის ფაქტი. საქმეში, აგრეთვე, წარმოდგენილია ს. ი-ი-ე-ისა და ზ. ი-ის ინტერესების დასაცავად თ. ე-ის მეუღლის მიერ ადვოკატთან გაფორმებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებები და სალაროს შემოსავლის ორდერები, თუმცა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს თ. ე-ის უკანონო მსჯავრდების შედეგად მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, ამ ფარგლებში ვერ მოხდება ს. ი-ი-ე-ისა და ზ. ი-ის უკანონო მსჯავრდების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება. ს. ი-ი-ე-ისა და ზ. ი-ის ინტერესების დასაცავად გაღებული ხარჯები არ უკავშირდება თ. ე-ის უკანონო მსჯავრდებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს მთავარი პროკურატურისა და თ. ე-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს მთავარი პროკურატურისა და თ. ე-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2017წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

მ. ვაჩაძე

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="iIvGxABqqTGO7ChQgRkkuQR6oBRuWQOsxFyba6dB";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize