გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');
საქმე N:ბს-352-352(კ-18)
@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}
(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
-->
საქართველოს უზენაესი სასამართლო
მთავარი (current)
სასამართლოს შესახებ
შენობის ისტორია
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
სტატისტიკა
გადაწყვეტილებები
სიახლეები
ანალიტიკა
გამოცემები
უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)
ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"
უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი
სხდომის განრიგი
კონტაქტი
#modalBody{
text-align: justify;
p{
text-align: justify;
}
}
}
A
A
საქმე Nბს-352-352(კ-18) 11 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა. ტ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ტ-ემ 2016 წლის 7 მარტს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ 1993 წლის 27 ივლისის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ა. ტ-ის სასარგებლოდ 17 597 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ჭიათურის შს საქალაქო განყოფილების უფროსის 2002 წლის 21 ივლისის N72 ბრძანების თანახმად, შს ჭიათურის საქალაქო განყოფილების ... ინსპექტორი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ა. ტ-ე და ეკოლოგიის პოლიციის ქვეგანყოფილების უმცროსი ინსპექტორი, პოლიციის ზემდეგი ლ. კ-ე მივლინებულ იქნენ ქ. თბილისში, ფსიქიურად დაავადებულის გადასაყვანად. ჭიათურის პოლიციის პოლკოვნიკის მიერ 2003 წლის 29 ივლისს დამტკიცებულ იქნა N1/1298 აქტი სამსახურში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ. აქტში აღინიშნა, რომ 2002 წლის 22 ივლისს, ა. ტ-ე ბრუნდებოდა ქ. ჭიათურაში, ქ. თბილისის გლდანის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან, სადაც გადაიყვანა ფსიქიურად დაავადებული მ. ი-ე. ქ. გორის შემოსასვლელთან თბილისი-სენაკის ცენტრალურ გზაზე ა/მანქანა, რომლითაც მგზავრობდა, მოყვა ავტოავარიაში. ა/მანქანის მძღოლი დაიღუპა, ხოლო ა. ტ-ემ მიიღო მძიმე დაზიანება. საქართველოს შს სამინისტროს ქარელის შს რაიგანყოფილების უფროსის 2005 წლის 2 ნოემბრის დადგენილებით ა. ტ-ე ცნობილ იქნა დაზარალებულად N3805831 სისხლის სამართლის საქმეზე. 2003 წლის 4 აგვისტოს საქართველოს შსს სს კომისიის მიერ გაცემული N2360 დაავადების მოწმობის თანახმად, დადგინდა ა. ტ-ის დიაგნოზი, კერძოდ:
ქალა ტვინის დახურული ტრავმის (2002წ.) მყარი ნარჩენი მოვლენები. ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია. ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია, ხშირი კრიზებით. ანგიოპათია (ტრავმული წარმოშობის), ნეიროსენსორული სმენაჩლუნგობა. კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ ა. ტ-ე არ იყო ვარგისი სამხედრო სამსახურისათვის. შსს მთავარი სამმართველოს უფროსის, პოლიციის პოლკოვნიკის 2003 წლის 2 სექტემბრის N572 ბრძანებით, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ა. ტ-ე დაითხოვეს პირადი შემადგენლობიდან ავადმყოფობის გამო.
მოსარჩელის განმარტებით მიუხედავად იმისა, რომ 2002-2003 წლებში მოქმედი „პოლიციის შესახებ“ კანონის 31-ე მუხლის მიხედვით მოპასუხე შსს სამინისტრო ვალდებული იყო აენაზღაურებინა მიყენებული ზარალი - მკურნალობის ხარჯები, გაეცა კომპენსაცია ერთიდან ხუთ წლამდე მიღებული ხელფასის ოდენობით, სამინისტრომ სამსახურიდან დათხოვნისას ა. ტ-ეს არც მკურნალობის ხარჯები აუნაზღაურა და არც კომპენსაცია გადასცა, რისი ვალდებულებაც მას ეკისრებოდა. მოსარჩელე დარწმუნებული იყო, რომ მკურნალობის ხარჯებს და კომპენსაციას მოპასუხე მხარე გადაუხდიდა მას შემდეგ რაც ავტოავარიის საქმის გამოძიება დასრულდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული ავარიის საქმის გამოძიება 2014 წელს დასრულდა, რომლის დადგენილების ასლი მოსარჩელეს ჩაჰბარდა მხოლოდ 2016 წლის იანვარში და აღნიშნული დადგენილების მიხედვით ა. ტ-ეს დაზარალებულის სტატუსი არ შეცვლია, მოპასუხემ უარი უთხრა თანხების ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ მოთხოვნა იყო ხანდაზმული, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსთვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ტ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ტ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5 550 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიების დადგენა მათ მიერ სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის გამო, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო; ამასთან, ამავე კანონის მე-3 მუხლი ადგენს იმ ძირითად პრინციპებს, რომლებითაც უნდა იხელმძღვანელოს შესაბამისმა სახელმწიფო ორგანომ ამა თუ იმ პირისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების განსაზღვრისას; ეს პრინციპებია: სამართლიანობა, კანონის წინაშე თანასწორობა, მუდმივობა, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების სახელმწიფო გარანტია; სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მიზნისა და პრინციპების უგულვებელყოფით ეთქვა მოსარჩელეს უარი სახელმწიფო კომპენსაციაზე, რაც ეწინააღმდეგება, როგორც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონს, ასევე არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით გარანტირებულ მოსარჩელის საკუთრების უფლებას, იმდენად, რამდენადაც
მოსარჩელეს გააჩნია სახელმწიფო კომპენსაციის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი; კერძოდ, „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მიხედვით კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის მოთხოვნის უფლება
აქვთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტით, კანონი ითვალისწინებდა პოლიციის თანამშრომლისათვის, რომელიც დაიჭრა ან დასახიჩრდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სხეულის დაზიანების, სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, ეძლევა კომპენსაცია ბიუჯეტის სახსრებიდან 1-დან 5 წლამდე მიღებული ხელფასის ოდენობით.
სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავას იწვევს მხოლოდ ის გარემოება, ექცევა თუ არა კონკრეტული დავა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იმ პირობებში, როდესაც სადავო არ არის მოსარჩელის სხეულის დაზიანება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მას ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით _ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი. მოსარჩელე მიუთითებს სხეულის დაზიანების პერიოდისათვის მოქმედი კანონის რედაქციაზე, რომლის მიხედვითაც, პოლიციის თანამშრომელს, რომელიც დაიჭრა ან დასახიჩრდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, ეძლევა კომპენსაცია ბიუჯეტის სახსრებიდან 1-დან 5 წლამდე მიღებული ხელფასის ოდენობით.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ტ-ემ, სხეულის დაზიანება, რომელიც შეფასებულია ნაკლებად მძიმედ, მიიღო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ნიშანდობლივია, რომ სამსახურიდან დათხოვნას საფუძვლად დაედო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სწორედ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მომხდარი შემთხვევის შედეგად გაუარესდა. სააპელაციო პალატის განმარტებით საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანია შეფასდეს, დაარღვია თუ არა ხანდაზმულობის ვადა მოსარჩელემ. იმ პირობებში, როცა საქმეში წარმოდგენილია 2014 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს ეს ვადა არ გაუშვია. რაც შეეხება იმ საკითხს, უნდა გავრცელდეს თუ არა, დაზიანების მიყენების დროისათვის მოქმედი კანონის რედაქცია კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემაც დაადასტურა, რომ არა სარჩელის ხანდაზმულობა, სასამართლოს უნდა გაევრცელებინა სწორედ ის მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა პოლიციის თანამშრომლისათვის, რომელიც დაიჭრა ან დასახიჩრდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, კომპენსაციის გაცემას, ბიუჯეტის სახსრებიდან 1-დან 5 წლამდე მიღებული ხელფასის ოდენობით. პალატამ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნია, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლით, კომპენსაციის ოდენობა განსაზღვრულიყო სამ წლამდე მისაღები ხელფასის ოდენობით, ხოლო საქმეში წარმოდგენილი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2015 წლის 2 დეკემბრის წერილით, საბოლოოდ - 5550 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულ სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის განმარტებას სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაწყების თაობაზე და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რადგან მოთხოვნის ვადის დასაწყისს წარმოადგენს მოთხოვნის დადგომის ობიექტური ფაქტორი, რომელიც განსახილველ შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტის დადგომიდან უნდა იქნეს ათვლილი და არა 2014 წლის 22 ოქტომბრიდან, როდესაც შეწყდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება. სამინისტროს მოსაზრებით სისხლის სამართლის საქმის წარმოებას არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნდა იმ ფაქტის დადასტურებისათვის, რომ მოსარჩელე - ა. ტ-ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტს ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, რაც მისთვის შესაბამისი კომპენსაციის გაცემის საფუძველი გახდებოდა. სისხლის სამართლის წარმოების შედეგს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა საქმისთვის მნიშვნელობა, თუ ა. ტ-ე მოითხოვდა სამინისტროს მოსამსახურის, როგორც საჯარო მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და აღნიშნული ზიანის დასადასტურებლად საჭირო იქნებოდა სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი შედეგი. თუმცა, კასატორის მოსაზრებით მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარ შედეგს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ა. ტ-ის საქმისთვის, აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ ხანდაზმულობის ვადის დენის მომენტად არ უნდა განხილულიყო სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის საკითხი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად; საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი ანალიზის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ტ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილია და დავას არ იწვევს შემდეგი გარემოებები: ჭიათურის შს საქალაქო განყოფილების უფროსის 2002 წლის 21 ივლისის N72 ბრძანების თანახმად, შს ჭიათურის საქალაქო განყოფილების ... ინსპექტორი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი - ა. ტ-ე და ეკოლოგიის პოლიციის ქვეგანყოფილების ... ინსპექტორი, პოლიციის ზემდეგი ლ. კ-ე მივლინებულ იქნენ ქ. თბილისში, ფსიქიურად დაავადებულის გადასაყვანად. ჭიათურის პოლიციის პოლკოვნიკის მიერ 2003 წლის 29 ივლისს დამტკიცებულ იქნა N1/1298 აქტი სამსახურში მიღებული უბედური შემთხვევის შესახებ. აქტში აღინიშნა, რომ 2002 წლის 22 ივლისს ა. ტ-ე ბრუნდებოდა ქ. ჭიათურაში ქ. თბილისის გლდანის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან, სადაც გადაიყვანა ფსიქიურად დაავადებული მ. ი-ე. ქ. გორის შემოსასვლელთან თბილისი-სენაკის ცენტრალურ გზაზე ა/მანქანა, რომლითაც მგზავრობდა, მოყვა ავტოავარიაში. ა/მანქანის მძღოლი დაიღუპა, ხოლო ა. ტ-ემ მიიღო მძიმე დაზიანება.
2003 წლის 4 აგვისტოს საქართველოს შსს სს კომისიის მიერ გაცემული N2360 დაავადების მოწმობის თანახმად, დადგინდა ა. ტ-ის დიაგნოზი, კერძოდ: ქალა ტვინის დახურული ტრავმის (2002წ.) მყარი ნარჩენი მოვლენები. ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია. ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია, ხშირი კრიზებით. ანგიოპათია (ტრავმული წარმოშობის), ნეიროსენსორული სმენაჩლუნგობა. კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ ა. ტ-ე არ იყო ვარგისი სამხედრო სამსახურისათვის. მთავარი სამმართველოს უფროსის, პოლიციის პოლკოვნიკის 2003 წლის 2 სექტემბრის N572 ბრძანებით, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ა. ტ-ე დათხოვნილ იქნა პირადი შემადგენლობისადმი, ავადმყოფობის გამო. ჭიათურის შს საქალაქო განყოფილების მიერ 2004 წლის 26 ნოემბერს გაცემული N1/3326 ცნობის თანახმად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ა. ტ-ე მუშაობდა ჭიათურის შს საქალაქო განყოფილების ... ინსპექტორად და მისი საშუალო ხელფასი ბოლო ერთი წლის მანძილზე შეადგენდა 115 (ას თხუთმეტ) ლარს და 64 თეთრს.
საქართველოს შს სამინისტროს ქარელის შს რაიგანყოფილების უფროსის 2005 წლის 2 ნოემბრის დადგენილებით ა. ტ-ე ცნობილ იქნა დაზარალებულად N3805831 სისხლის სამართლის საქმეზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2015 წლის 23 სექტემბრის N2104375 წერილით ა. ტ-ის ინტერესების დამცველს ნ. დ-ეს მისსავე განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ა. ტ-ეს ჯანმრთელობის დაზიანება მიღებული აქვს 2002 წლის 21 ივლისს, ხოლო სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების მოთხოვნით შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა 2015 წელს, ე.ი. ჯანმრთელობის დაზიანებიდან მე-13 წელს, რის გამოც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის და 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოთხოვნის უფლება ხანდაზმულად იქნა მიჩნეული.
ხაშურის რაიონული პროკურატურის 2016 წლის 25 იანვრის N13/22-4241 წერილით ა. ტ-ის ინტერესების დამცველ ადვოკატს ნ. დ-ეს მისსავე მოთხოვნის საფუძველზე გაეგზავნა გამოძიების შეწყვეტის დადგენილება სისხლის სამართლის N3805831 საქმეზე. 2014 წლის 22 ოქტომბრის დადგენილებით სისხლის სამართლის N027100139 საქმეზე შეწყდა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
ა. ტ-ე სარჩლით ითხოვს მოპასუხე - შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის 17 597 ლარის ანაზღაურების დაკისრებას 1993 წლის 27 ივლისის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების საფუძველზე. მითითებული ნორმების თანახმად, პოლიციის თანამშრომელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. პოლიციის თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომლის ან მისი ახლობლისთვის მიყენებული ზარალი ანაზღაურდება სრული მოცულობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პოლიციის თანამშრომელს, რომელიც დაიჭრა ან დასახიჩრდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად ეძლევა კომპენსაცია ბიუჯეტის სახსრებიდან 1-დან 5-წლამდე მიღებული ხელფასის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელით დავის საგანია იმავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რომლის ანაზღაურებისას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თანხის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისას, უპირველესად უნდა განისაზღვროს, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა ეფუძნება დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო კანონმდებლობას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამასთან, 1008-ე მუხლით გათვალისწინებულია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა - დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადა არის პერიოდი, რომლის განმავლობაში უფლებამოსილ სუბიექტს შეუძლია მოახდინოს თავისი მოთხოვნის იძულებითი რეალიზაცია, რადგან ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეიძლება მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ვადაში იგულისხმება დროის განსაზღვრული პერიოდი, რომელსაც კანონმდებელი უკავშირებს ამა თუ იმ იურიდიული შედეგის დადგომას. თავისი ბუნებით ვადა იურიდიული ფაქტია, რომლის დადგომა ან გასვლა იწვევს უფლებისა და ვალდებულების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას. იმის გათვალისწინებით, რომ ვადის გასვლით იფარება პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, კანონმდებელი სხვადასხვა სახის მოთხოვნებისათვის ითვალისწინებს ხანდაზმულობის განსხვავებულ ვადებს. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. მიმართვის უფლება რაიმე დროით შეზღუდული არ არის, ხანდაზმულობის ვადის გასვლა (სარჩელის კანონით დადგენილ ვადაში წარდგენის აუცილებლობისაგან განსხვავებით) არ აბრკოლებს სასამართლოსადმი ან სხვა ორგანოსადმი მიმართვის უფლებას. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად მოთხოვნა განხილული უნდა იქნეს და თუ გამოირკვევა, რომ არ არსებობს ხანდაზმულობის ვადის შეჩერების (სკ-ის 132-ე, 134-ე მუხ.) ან შეწყვეტის (სკ-ის 137-ე, 138-ე, 139-ე მუხ.) საფუძვლები, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ამასთან, ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებზე (პირადი არაქონებრივი უფლებები, მეანაბრეთა მოთხოვნები ანაბრების გამო (სკ-ის 128.2 მუხ.)), რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადის წარმოშობის საფუძველია უფლების დარღვევა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება უკავშირდება სუბიექტურ ფაქტორს, ანუ იმ მომენტს, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლებების დარღვევის - ზიანის დადგომის და ზიანის მიმყენებლის შესახებ. სუბიექტურ ფაქტორს ყურადღება ექცევა იმ შემთხვევაში უკეთუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია. საერთო წესის თანახმად, ივარაუდება, რომ დაზარალებულმა უფლების დარღვევისთანავე შეიტყო დამდგარი ზიანის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს, რადგან თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნას (სსკ-ის 102-ე მუხ.). ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტი უნდა განისაზღვროს საქმის კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად. განსახილველ საქმეში ზიანის დადგომის შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ავტოავარიის შედეგად დასახიჩრების მიღების, ორგანიზმის მნიშვნელოვანი ფუნქციების დარღვევისთანავე. ამასთან, 2003 წლის 4 აგვისტოს საქართველოს შსს სს კომისიის მიერ გაცემული N2360 დაავადების მოწმობით დადგინდა 2002 წლის 22 ივლისს მომხდარი ავტოავარიით გამოწვეული ა. ტ-ის დიაგნოზი, კერძოდ: ქალა ტვინის დახურული ტრავმის (2002წ.) მყარი ნარჩენი მოვლენები. ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია. ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია, ხშირი კრიზებით. ანგიოპათია (ტრავმული წარმოშობის), ნეიროსენსორული სმენაჩლუნგობა. კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ ა. ტ-ე არ იყო ვარგისი სამხედრო სამსახურისათვის. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტი უნდა განისაზღვროს 2003 წლის 4 აგვისტოდან. საქმის მასალების მიხედვით, ა. ტ-ემ თანხის ანაზღაურების მიზნით სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების მოთხოვნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა 2015 წელს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მომხდარი ავტოავარიით გამოწვეული დიაგნოზის დადასტურებიდან 12 წლის შემდეგ. ამდენად, არ დასტურდება მოსარჩელის მიერ არათუ სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი, არამედ აგრეთვე სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის საერთო ათწლიანი ვადის დაცვა.
საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე და მიჩნია, რომ მოსარჩელის შემთხვევა ექცეოდა მოქმედი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის რეგულირების სფეროში. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისად მიუთითა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2014 წლის 22 ოქტომბრის დადგენილებაზე.
საკასაციო პალატის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლოს დასაბუთების გაზიარების კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობა არ არსებობს, რამდენადაც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის დებულება, რომელზეც მიუთითებს სააპელაციო სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად, ვრცელდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ოჯახის წევრებზე, გარდა ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამდენად, აღნიშნულ ნორმაზე მითითებით ა. ტ-ის შემთხვევაზე „პოლიციის შესახებ“ 2013 წლის 4 ოქტომბრის №1444-Iს საქართველოს კანონის 51-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების გავრცელების შესაძლებლობა არ არსებობს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2003 წლის 4 აგვისტოს საქართველოს შსს სს კომისიის მიერ N2360 დაავადების მოწმობის გაცემით ა. ტ-ეს საბოლოოდ დაუდასტურდა „პოლიციის შესახებ“ იმ დროს მოქმედი საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული ზიანისა და ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ ფაქტის არსებობა, რაც წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის 2003 წლის 4 აგვისტოდან ათვლის საფუძველს. ამდენად, საკასაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, არ გამიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ა. ტ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ა. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე
საქართველოს უზენაესი სასამართლო
ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი
+(995 32) 299 01 64
info@supremecourt.ge
facebook.com/SupremeCourtOfGeorgia
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
გადაწყვეტილებები
სტატისტიკა
შენობის ისტორია
სიახლეები
ანალიტიკა
ბიბლიოთეკა
სხდომის განრიგი
კონტაქტი
© 2022 Copyright:
supremecourt.ge
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})
var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length
');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="RBqwoJMNmM2I2m1eBF1qXgLWJiVTCsCDv4E68gc4";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})
$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i
დახურვა
function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize