დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 18.09.2018
საქმის ნომერი
ბს-770-770(კ-18)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-770-770(კ-18)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

საქმე Nბს-770-770(კ-18) 18 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ზ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ზ-მა 2014 წლის 7 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის-საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა 2011 წლის 01 აპრილიდან ლ. ზ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის შეჩერების შესახებ. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების - 300 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება 2011 წლის 1 აპრილიდან ლ. ზ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის შეჩერების თაობაზე და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ დაევალა ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ. ზ-ის მიმართ ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; მოსარჩელეს უარი ეთქვა საადვოკატო მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ზ-მა, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის განჩნებით ლ. ზ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განჩინებით სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამქეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, სასამართლოს მიერ სათანადოდ არ არის შეფასებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც საქმეზე სასამართლოს დასკვვნები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

კასატორი მიუთითებს, რომ ლ. ზ-ს ძველი - თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ 2011 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით შეუჩერდა სახელმწიფო გასაცემლის (კომპენსაცია) მიღება, ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. კერძოდ, კომპენსაციის ზედიზედ 6 თვის მიუღებლობის გამო. მოსარჩელეს ამავე კანონის 30-ე მუხლით მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ქონდა უფლება სოციალურის მომსახურების ცენტრისათვის და მოეთხოვა აღნიშნული კომპენსაციის განახლება, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა. 2014 წლის 1 აპრილიდან მხარეს შეუწყდა კომპენსაცია. ამასთან. ლ. ზ-ის მარწმუნებელმა შეწყვეტილი კომპენსაციის განახლების მოთხოვნით ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრს მიმართა 2014 წლის 4 აპრილს. შესაბამისად, კომპენსაცია დაენიშნა განცხადებით მიმართვის მომდევნო თვიდან, 2014 წლის 1 მაისიდან. კასატორი მიუთითებს, რომ ლ. ზ-ისთვის კომპენსაციის შეჩერების თაობაზე ცნობილი გახდა (ან უნდა ყოფილიყო ცნობილი) 2011 წლის აპრილიდან, ხოლო 2014 წლის 4 აპრილისათვის ცნობილი გახდა კომპენსაციის შეწყვეტის თაობაზე, რაც დასტურდება მისი 4 აპრილის განცხადებით. პასუხად, ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2014 წლის 17 აპრილის 04-02/1940 წერილით მიეწოდა ინფორმაცია გასაცემლის 2011 წლის 1 აპრილიდან შეჩერების, ხოლო 2014 წლის 1 აპრილიდან შეწყვეტის მიზეზებზე. აღნიშნული ფაქტის ერთთვიან ვადაში ლ. ზ-ის ან მარწმუნებლის მხრიდან სადავოდ ქცევის დამადასტურებელი დოკუმენტი საჩივრის განხილვისას არ წარმოუდგენია. შესაბამისად, ლ. ზ-ის ადმინისტრაციული საჩივარი ხანდაზმულობის მოტივით არ იქნა განხილული. რაც განემარტა ლ. ზ-ს სააგენტოს 7 ოქტომბრის წერილით.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტოს ამ ეტაპზე, არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, განიხილოს საკითხი, რომელიც ეხება 2011 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 14 აპრილის მდგომარეობით, გასაცემლის ანაზღაურებით თაობაზე და მასზე უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რომელიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, ათვლა იწყება ამ ვადის დამოუკიდებლად, რაც მოსარჩელის მხრიდან არ იქნება გამოყენებული და ვერ მოხერხდა მის მიერ უფლების რეალიზაცია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისთვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით. ასევე აღსანიშნავია,რომ სასამართლოსთვის მიმართვის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის კონვენციით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი უნდა იქნეს დაშვებული, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით უარი ეთქვას მხარეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივლისის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს ზედიზედ 6 თვის განმავლობაში საპენსიო ანგარიშზე აქტიური მოქმედებები არ განუხორციელებია, რის საფუძველზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2011 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს 2011 წლის 1 აპრილიდან შეუჩერდა კომპენსაციის გაცემა, ხოლო იმავე სააგენტოს 2014 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით 2014 წლის პირველი მაისიდან შეუწყდა კომპენსაციის გაცემა. საქმეში დაცულია სახელმწიფო კომპენსაციის შეჩერება/შეწყვეტის შესახებ აქტები, თუმცა საქმეში არ მოიპოვება ხსენებული აქტების გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, სადავო აქტის ადრესატისათვის ჩაბარების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე და 58-ე მუხლებზე მითითებით იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ კომპენსაციის შეჩერების შესახებ აქტების გამოცემის პროცედურის დაცვის, აქტის ადრესატისათვის შეტყობინების შემთხვევაში არ დადგებოდა იგივე შედეგი, ვინაიდან ლ. ზ-ს ექნებოდა შესაძლებლობა მიემართა სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის და აღმოეფხვრა სახელმწიფო გასაცემლის შეჩერების წინაპირობა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული გარემოებები, აღნიშნული კი ქმნის სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველს.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="GU8q8h3FVJHWYBJU8mEaOLQDEbg3BdG8oGmmYMNF";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize