დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 11.12.2018
საქმის ნომერი
ბს-1202(კ-18)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-1202(კ-18)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

საქმე Nბს-1202(კ-18) 11 დეკემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ი. ბ-ო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხეები)

მესამე პირი - ვ. ბ-ო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ბ-ომ 2014 წლის 25 ივლისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ „ბინის პრივატიზაციისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრაციის შესახებ“ ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2006 წლის 9 აგვისტოს №871 განკარგულების, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობასა და ვ. ბ-ოს შორის 2006 წლის 5 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების, „ი. ბ-ოს წარმომადგენლების შ. ბ-ისა და ვ. ჩ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ“ ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 7 ივლისის №1715 განკარგულების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 28 იანვრის №13048154-028/001 განკარგულების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 28 მაისის №783 ბრძანების, ქ. თბილისში, ..., მე-...მ/რ კორპ №6, ბინა №142-ზე (ს/კ ...) უძრავი ქონების საკუთრების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ვ. ბ-ოს პ/ნ ...; რ. უ-ის პ/ნ ...; მ. უ-ის პ/ნ ...; ი. ს-ის პ/ნ ... და ი. გ-ის პ/ნ ... სახელზე სარეგისტრაციო ჩანაწერებისა და „ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 2 ივნისის №… გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინებით №3/2768-14 ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლებებით მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ: ვ. ბ-ო, რ. უ-ი, მ. უ-ი, ი. ს-ე, ი. გ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინებით №3/2768-14 ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებებით მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ სადავო ქონებაზე იპოთეკარებად რეგისტრირებული პირები: მ. ც-ი, ნ. მ-ე და გ. წ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ი. ბ-ოს წარმომადგელის შუამდგომლობა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში გამოხმობის თაობაზე; ი. ბ-ოს სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო ჩანაწერების რ. უ-ის პ/ნ ...; მ. უ-ის პ/ნ ...; ი. ს-ის პ/ნ ... და ი. გ-ის პ/ნ ... სახელზე უძრავი ქონების საკუთრების რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე (ქ. თბილისი, ..., მე... მ/რ კორპ №6, ბინა №142, ს/კ ...) დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის შუამდგომლობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 28 იანვრის №13048154-028/001 განკარგულებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 28 მაისის №783 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ბ-ოს სარჩელი მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მესამე პირის - ვ. ბ-ოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ი. ბ-ომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით ი. ბ-ოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ბ-ომ. კასატორმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის ნამსჯელი ი. ბ-ოს, როგორც სადავო ბინის კანონიერი მოსარგებლეების იმ მემკვიდრის უფლებაზე, რომელსაც მონაწილეობა უნდა მიეღო მისი სამკვიდრო ქონების მიმართ განხორციელებულ პრივატიზაციის პროცესში. ამასთან, კასატორის მოსაზრებით გადაწყვეტილება ზოგადი ხასიათისაა და გვერდს უვლის ი. ბ-ოს მემკვიდრეობის და საკუთრების უფლებას, ხელშეკრულების ფორმის დაუცველად დადების ფაქტს. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ არის დასაბუთებული, რატომ არ არის ი. ბ-ო დაინტერესებული პირი და რატომ შეიძლებოდა დადებულიყო პრივატიზაციის ხელშეკრულება ი. ბ-ოს მონაწილეობის გარეშე. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, მე-13, 51-ე, 66-ე, 67-ე მუხლებით, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლით, რამაც განაპირობა განჩინების იურიდიულად არასაკმარისად დასაბუთება და რიგ ფაქტებთან მიმართებით არასრული დასაბუთება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ი. ბ-ოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ბ-ოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქართველოს რესპუბლიკის ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლო გადაცემის) შესახებ მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას. დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, პრივატიზაციის ობიექტი შეიძლება იყოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ფონდის საცხოვრებელი სახლი (ბინა), მათ შორის ავარიული, სარეკონსტრუქციო ან კაპიტალურად გასარემონტებელ სახლში შეუსახლებელი ბინა, აგრეთვე გამოთავისუფლებული ბინა. ისტორიისა და კულტურის ძეგლებად მიჩნეულ სახლებში არსებული ბინის საკუთრებაში გადაცემა დაიშვება ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ორგანოების თანხმობით. მოქალაქეს მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლი (ბინა) საკუთრებაში გადაეცემა მხოლოდ ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობით. საცხოვრებელი სახლი (ბინა) მათი სურვილისამებრ შეიძლება გადაეცეს მათ საერთო საკუთრებაში. ოჯახში მცხოვრებ სრულწლოვან წევრთა თანხმობა სავალდებულოა დამოწმებული იყოს სანოტარო წესით. ბინა, რომელიც სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს რამდენიმე დამქირავებელს, მათ საკუთრებაში გადაეცემათ ყველა დამქირავებლის თანხმობით.

მითითებული დადგენილების მე-4 პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემა ხორციელდებოდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, საწარმო-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ, რომელთა ბალანსზეც ირიცხებოდა საცხოვრებელი სახლი (ბინა). დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. მოქალაქენი, რომელთაც უსასყიდლოდ უნდა გადაეცეთ საცხოვრებელი სახლი (ბინა), განცხადებით მიმართავენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციებს, საწარმოო-დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, რომელთა ბალანსზე ირიცხება საცხოვრებელი სახლი (ბინა). დადგენილების მე-6 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ფორმდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სახელით საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციასა და მოქალაქეს შორის, რომელსაც ბინა უნდა გადაეცეს საკუთრებაში, ხოლო საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემისას ადმინისტრაციასა და მოქალაქეს შორის.

განსახილველ შემთხვევაში, ქ. თბილისის მერიის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2006 წლის 9 აგვისტოს №871 განკარგულებით პრივატიზებულ იქნა ქ. თბილისში, ... მე... მ/რაიონში, კორპუსი №6-ში მდებარე №142 ოთხოთახიანი ბინის 66,46 კვ.მ. საერთო ფართიდან - 35,84 კვ.მ. დამხმარე სათავსოები დარჩა საერთო სარგებლობაში, რომელიც არის საბინაო ფონდში ჩარიცხული და არის ადგილობრივი მმართველობის საკუთრება. ამავე განკარგულებით, პრივატიზაციის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა ბინის საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია და რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთის გაცემა. ამდენად, მითითებული განკარგულების საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდა გამგეობის სახელზე კონკრეტული ფართის რეგისტრაცია და არა უშუალოდ ვ. ბ-ოსათვის გადაცემა, რაც ვერ იქნება ი. ბ-ოს კანონიერი უფლებისა და ინტერესის შემზღუდველი. ამასთან, „საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის შესახებ“ 2006 წლის 5 სექტემბრის ხელშეკრულებით (რეესტრში რეგისტრაციის №…) ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა გამგეობამ ვ. ბ-ოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა საცხოვრებელი ბინა, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ..., მე-... მ/რაიონი, კორპუსი №6, ბინა №142. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოხდა მის საკუთრებაში არსებული ბინის გადაცემა.

საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის ყოფილი ლენინის რაიონის სასამართლოს 1975 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ვ. ს-ას სარჩელი და ქ. თბილისში, ... მე... მ/რაიონი, კორპუსი №6-ში მდებარე ოთხოთახიანი ბინიდან მცირეწლოვან შვილთან ერთად გამოეყო №3 ოთახი, ფართობით - 13,75 კვ.მ. და №4 ოთახი, ფართობით - 8.75 კვ.მ. გადაწყვეტილების შესაბამისად, დანარჩენი ორი ოთახი - №2 ოთახი, ფართობით- 19.5 კვ.მ. და №5 ოთახი - 16.5 კვ.მ დარჩა ე. ბ-ოს და ა. ბ-ოს, დამხმარე სათავსოები კი - საერთო სარგებლობაში. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ლენინის რაიონის აღმასკომის მიერ 1975 წლის 24 დეკემბერს გაცემულ იქნა საცხოვრებელი ბინის ორდერი ვ. ს-ას და მისი შვილის - ი. ბ-ოს სახელზე საცხოვრებელი ბინის ორ ოთახზე - 22.5 კვ.მ. ფართზე. აღნიშნულის შემდეგ, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2011 წლის 18 ოქტომბრის №2557 განკარგულებით დაკმაყოფილდა ვ. ს-ას მოთხოვნა და საკუთრებაში გადაეცა ოთხოთახიანი საცხოვრებელი ბინის ორი ოთახი, მდებარე: ქ. თბილისი, ... დასახლება, მე... მ/რაიონი, კორპუსი №6, ბინა №142 საცხოვრებელი ფართით -22,66 კვ.მ., ხოლო დამხმარე ფართი - 30.07 კვ.მ. დარჩა საერთო სარგებლობაში. განკარგულების საფუძველზე, 2011 წლის 18 ოქტომბერს გაცემულ იქნა საკუთრების მოწმობა №3440. ამდენად. სასამართლოს გადაწყვეტილებით სადავო ბინა გაყოფილი იქნა ორ ნაწილად და პრივატიზების დროისათვის სადავოდ გამხდარი ბინის ერთ-ერთი ნაწილი, კერძოდ, 35 კვ.მ. ფართის მქონე ორი საცხოვრებელი ოთახის მოსარგებლეს ი. ბ-ო აღარ წარმოადგენდა, რამეთუ მას სასამართლოს გადაწყვეტილებით სარგებლობაში დარჩა აღნიშნული საცხოვრებელი ბინის დანარჩენი ორი ოთახი 22.5 კვ.მ. ფართით.

ი. ბ-ო სადავო ფართზე საკუთრების უფლების არსებობას უკავშირებს ბებიის - ე. ბ-ოსა და მამის - ა. ბ-ოს მისი, როგორც პირველი რიგის მემკვიდრის უფლებას. აღსანიშნავია, რომ ე. ბ-ო გარდაიცვალა 1987 წელს, ა. ბ-ო გარდაიცვალა 2003 წელს და მუნიციპალიტეტის მიერ სადავო ფართი კანონით დადგენილი წესით 2006 წელს განიკარგა იმ რეალურ მოსარგებლეზე, რომელიც აკმაყოფილებდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ბ-ოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განჩინება;

3. კასატორს - ი. ბ-ოს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 20.11.2018წ. №45 საგადახდო დავალებით ვ. ს-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

 

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="derwjFIRGmcCd2D2Cb91OkxaG8Md16iG6CMzcJlm";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize