საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე ¹341აპ-11 14 ივლისი, 2011წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. დ-ს, მსჯავრდებულების _ კ. ც-სა და ი. გ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განაჩენზე.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 იანვრის განაჩენით:
კ. ც-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში გამართლდა.
კ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით _ 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა _ 2000 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა _ 2000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ ჯარიმა _ 4000 ლარის ოდენობით. კ. ც-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 7 მაისიდან.
ი. გ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში გამართლდა.
ი. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით _ 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა _ 2000 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა _ 2000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ ჯარიმა _ 4000 ლარის ოდენობით. ი. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 7 მაისიდან.
ვ. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ვ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით _ 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ ჯარიმა _ 2000 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ ჯარიმა _ 2000 ლარის ოდენობით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ ჯარიმა _ 2000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ ჯარიმა _ 6000 ლარის ოდენობით. ვ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
კ. ც-ს გასაჩივრებული განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარდგენილი ბრალდება დანიშნულ სასჯელებთან ერთად და ბრალდების ამ ნაწილში გამართლდა.
კ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით _ 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 16 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. კ. ც-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 7 მაისიდან.
ი. გ-ს გასაჩივრებული განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარდგენილი ბრალდება დანიშნულ სასჯელებთან ერთად და ბრალდების ამ ნაწილში გამართლდა.
ი. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით _ 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 16 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. ი. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 7 მაისიდან.
ვ. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ვ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით _ 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ ჯარიმა _ 2000 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ ჯარიმა _ 2000 ლარის ოდენობით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ ჯარიმა _ 2000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ ჯარიმა _ 6000 ლარის ოდენობით. ვ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. დ-ს, მსჯავრდებულების _ კ. ც-სა და ი. გ-ს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულების _ კ. ც-სა და ი. გ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. დ-ს, მსჯავრდებულების _ კ. ც-სა და ი. გ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.