საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე ¹344აპ-11 21 სექტემბერი, 2011წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ს, მსჯავრდებულ ვ. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ლ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 აპრილის განაჩენზე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 ივლისის განაჩენით:
ზ. ი-ი ცნობილ იქნაAდამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 25,144-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 25,143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 25,179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, ზ. ი-ს მიმართ დანიშნული სასჯელებიდან ყველაზე მძიმე სასჯელს დაემატა ვადიანი თავისუფლების სახით დანიშნული თითოეული ნაკლებად მძიმე სასჯელის ნახევარი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 25 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ზ. ი-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 20 დეკემბრიდან.
დ. ს-ი ცნობილ იქნაAდამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 25,144-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 25,143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 25,179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამავე მუხლის მესამე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, დ. ს-ს მიმართ დანიშნული სასჯელებიდან ყველაზე მძიმე სასჯელს დაემატა ვადიანი თავისუფლების სახით დანიშნული თითოეული ნაკლებად მკაცრი სასჯელის ნახევარი და მიესაჯა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 11000 ლარის ოდენობით, რომელსაც სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 5 წელი, 3 თვე და 26 დღე და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 30 წლით, 3 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 11000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. დ. ს-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 8 ივლისიდან.
ვ. ნ-ე ცნობილ იქნაAდამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 25,144-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 25,143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 25,179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამავე მუხლის მესამე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, ვ. ნ-ს მიმართ დანიშნული სასჯელებიდან ყველაზე მძიმე სასჯელს დაემატა ვადიანი თავისუფლების სახით დანიშნული თითოეული ნაკლებად მკაცრი სასჯელის ნახევარი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 25 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ვ. ნ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 20 დეკემბრიდან.
ჰ. ბ-ს ა/მანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებული პიჯაკი, სპორტული შარვალი, თავსაბურავი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ჰ. ბ-ს.
ჰ. ბ-ს ა/მანქანის დათვალიერების შედეგად მარცხენა კარის ჯიბიდან ამოღებული თეთრი ნაჭერი, წინა, მარჯვენა სავარძლის უკანა ჯიბიდან ამოღებული მოვარდისფრო ქსოვილი, უკანა, მარცხენა სავარძლის ქეჩიდან ამოღებული თეთრი ქსოვილი, უკანა, მარცხენა სავარძლის ძირიდან ამოღებული მოვარდისფრო საღეჭი რეზინი, წინა, მარჯვენა სავარძლის საყრდენი რკინიდან ამოღებული მოთეთრო ფერის თმა, ერთი ღილი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სამხედრო კომუფლაჟისფერი კარავი, ლურჯი საბანი, გაზქურა, ყავისფერი უთასმო ფეხსაცმელი, ლურჯი საძილე ტომარა, ყავისფერი ბეწვიანი ქურთუკი, შავი საძილე ტომარა, საძილე ტომრის ჩასადები ჩიხოლი, ლურჯი 20-ლიტრიანი პლასტმასის ბიდონი, შავი ველვეტის ქურთუკი, წყლის ასადუღებელი მომცრო ზომის ვერცხლისფერი ჭურჭელი, ჩაის ყუთი ლათინური წარწერით „ლიფტონ“, მუქი ფერის მცირე ზომის მინის ფლაკონი მუქი ფერის სითხით, ორი თეთრი ფაიფურის ფინჯანი, ნაცრისფერი სამღილიანი სვიტერი, ჭრელი ნაქსოვი ჯემპრი, სამხედრო „კომუფლაჟის“ ფერის მოგრძო ჩანთა მომცრო ზომის ლურსმენებითა და ვერცხლისფერი მეტალის (სავარაუდოდ, კარვის დასამაგრებელი) დეტალები, სამი არაჟნის თხელი, პლასტმასის ცარიელი ქილა ერთჯერადი პლასტმასის კოვზით, ორი ერთლიტრიანი პლასტმასის ბოთლი წარწერით „ბორჯომი“, ორი ერთლიტრიანი პლასტმასის ბოთლი წარწერით „ნატახტარი“ და ერთი ასეთივე 1,5-ლიტრიანი ბოთლი, ორი თუნუქის (სავარაუდოდ, თევზის კონსერვის) ქილა გახსნილ მდგომარეობაში, წელის ქამარი ე.წ. „ბანდაჟი“, ერთი თუნუქის ქილა, რუსულენოვანი წარწერით „შპროტი“, ერთი პლასტმასის ქილა რუსულენოვანი წარწერით „ბურენკა“, ოთხი პლასტმასის თასმა, ე.წ. „ხამუთი“, შუშის ბოთლი წარწერით „არაყი ორიგინალი“, ორი წებოვანი ლენტი ე.წ. „სკოჩი“, ერთი ლურჯი ფერის კალამი, ალუმინის გასაშლელი საწოლი ე.წ. „ლეჟანკა“, ოთხი ბამბა მოწითალო ფერის ლაქებით, ქაღალდი და დოლბანდი ისეთივე ფერის ლაქებით, მონაცრისფრო ნაჭრის ხელთათმანი ლურჯი წინწკლებით და მოწითალო ფერის ლაქებით, ერთი წყვილი ნაჭრის წინდა, ორი სიგარეტის კოლოფი მასში მოთავსებული ნამწვავებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
ვ. ნ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული „სონი ერიქსონის“ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით ..., მასში მოთავსებული სიმბარათით, რომლის ნომერია ..., საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ვ. ნ-ს.
ვ. ნ-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული თაბახის ფურცელი ლათინური ასოებით შესრულებული ნაბეჭდი ტექსტით „ხმა მოსმინტ დაველოდებიტ ცრეს სიზიკის ინსტიტუტსი მერე დაგირეკავტ“ შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ვ. ნ-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული შავი რევოლვერი მოყვითალო ხის ტარით, 5 ვაზნით, ზ. ი-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ხუთი ვაზნა, დ. ს-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი რევოლვერი, ექვსი ვაზნა, ასევე 2 ვაზნა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს შეიარაღების სამმართველოს.
ზ. ი-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ტყავის საფულე და მასში მოთავსებული ნივთები, კერძოდ: ზ. ი-ს სახელზე გაცემული მართვის მოწმობა, რგოლზე აცმული ორი ვერცხლისფერი გასაღები, დაზიანებული სიმბარათი ნომრით ..., სატელეფონო ბარათის ნაწილი, რომელზეც აღენიშნება ნომერი ...., ერთი ასლარიანი და ერთი ოცლარიანი კუპიურები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ზურაბ ინაშვილს.
ზ. ი-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა ¹..., ა/მანქანის სამი გასაღები თავისი პულტით, „ლჯ“ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით ..., შავი „სონი ერიქსონის“ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით ..., მასში მოთავსებული სიმბარათი, ვერცხლისფერი „სონის“ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით ... ბატარეის გარეშე, კომპიუტერის პროცესორი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს.
ზ. ი-ს კუთვნილი ა/მანქანა ვაზ-2121, სახ.¹..., ასევე ვაზ-21011 სახ.¹... უნდა გადაეცეს სახელმწიფოს.
ზ. ი-ს კუთვნილი ა/მანქანა ვაზ-2121, სახ.¹..., ასევე ვაზ-21011 სახ.¹... დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის ნიმუშები, მიკრონაწილაკები, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონის ელემენტი, „ჩესტერფილდის“ სიგარეტის ორი ნამწვი, ორი ვერცხლისფერი გასაღები და ორი საკეტის გულა, ოთხი თეთრი ნაქსოვი ხელთათმანი, თეთრი სადენი, საბარგულიდან ამოღებული გაურკვეველი მექანიზმი და მოწყობილობა, სადენებთან ერთად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
დ. ს-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული „სიმენსის“ ფირმის ლურჯი მობილური ტელეფონი იმეი კოდით ..., რომელშიც მოთავსებულია „მაგთიკომის“ სიმბარათი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საფინანსო სააგენტოს მეშვეობით უნდა გადაეცეს სახელმწიფოს.
დ. ს-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული, მისივე სახელზე გაცემული პასპორტი და ტყავის საფულე, სავიზიტო ბარათი, 8 ფოტოსურათი სხვადასხვა პირთა გამოსახულებით, ერთი ოქროსფერი გასაღები, მცირე ზომის ქაღალდი წარწერით: ... ქ.¹... საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს დ. ს-ს.
დ. ს-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული თავზე დასამაგრებელი ფარანი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
დ. ს-ს ტანსაცმელი, კერძოდ: შავი სპორტული შარვალი, ნაცრისფერი მაისური მკლავების გარეშე, შავი გრძელმკლავიანი ჯემპრი, ფეხსაცმელი, შავი ქურთუკი, შაფი ნაჭრის ქუდი, შავი ნაცრისფერზოლიანი კაშნე, რუხი ქუდი, კაპიშონი წარწერის გარეშე, ზურგჩანთა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს დ. ს-ს.
... გამზირზე მდებარე ეზოს დათვალიერებისას ამოღებული „ფანტას“ სამი ქილა, „კოკა-კოლას“ ალუმინის ქილა, ქაღალდის ფურცელი, სამი სიგარეტის კოლოფი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
საგურამოში შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სამი სხვადასხვა ზომის თეთრი პლასტმასის ე.წ. E„ხამუთი“, მომწვანო ფერის „ლიკანის“ პლასტმასის ბოთლი, ლურჯი ნაჭრის ტომარა, თეთრი ქაღალდი წარწერით ..., „კოკა-კოლას“ და „ფანტას“ ქილები, დაქტილოფირები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
ჰ. ბ-ს ტანსაცმელი: კერძოდ, ერთი წყვილი შავი ტყავის ფეხსაცმელი, მუქი ლურჯი სპორტული შარვალი, ერთი წყვილი ღია წინდა, ნაქსოვი სარტყელი, შავი ნაჭრის ე.წ. „კაპიშონი“, მუქი ლურჯი ნაქსოვი პულოვერი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
ბ. პ-ს მიერ წარმოდგენილი მოლურჯო ფერის ცილინდრის ფორმის თუნუქის ქილა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა ...¹..., გაცემული ვაზ-2121 სახ.¹..., რეგისტრირებული თ. რ-ზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს.
ერთი ჩD დისკი შპს „...“ ამოღებული აუდიოჩანაწერით, სამი ჩD დისკი, რომელზეც აღბეჭდილია მობილური ოპერატორებიდან ,,მაგთი”, ,,ჯეოსელი” და ,,ბილაინი” ამორებული დეტალური წუთობრივი ნუსხა, ოთხი ჩD დისკი, რომელზეც აღბეჭდილია სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება-ჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალების აუდიოჩანაწერი, ერთი ვიდეოკასეტა, რომელზეც ასახულია პირის ამოსაცნობად წარდგენა, დაქტილობარათები, ლათინური ასოებით ნაბეჭდი წერილი, წერილი, ხელნაწერი უცხოური ასოებით, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
დ. ს-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული, მის საფულეში მოთავსებული ფულადი თანხა _ 365 ლარის ოდენობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ ბ. პ-ს.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზ. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ს, მსჯავრდებულ ვ. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ლ-ს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ ზ. ი-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,144-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 25,143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 25,179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, მსჯავრდებულ ვ. ნ-ს მიმართ სსკ-ის 25,144-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 25,143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 25,179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილებით, ხოლო მსჯავრდებულ დ. ს-ს მიმართ სსკ-ის 25,144-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 25,143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 25,179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ს, მსჯავრდებულ ვ. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ლ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 აპრილის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.