საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე ¹403აპ-11 27 სექტემბერი, 2011წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ნ-ს, მსჯავრდებულ ბ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ს-ს, მსჯავრდებულ კ. კ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ მ. ძ-სა და ბ. ხ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ივნისის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 იანვრის განაჩენით:
კ. კ-ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 24,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 14 მაისიდან.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით.
ჯ. პ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნულ სასჯელს დაემატა ჯ. პ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 წელი და 23 დღე და განაჩენთა ერთობლობით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა მასვე დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 13 იანვრიდან.
ბ. მ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 2 მაისიდან.
მასვე დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით.
მ. გ-ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 4500 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა მ. გ-ს მიმართ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 აპრილის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და განაჩენთა ერთობლიობით, სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, მ. გ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 4500 ლარის ოდენობით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 8 მაისიდან.
სამოქალაქო სარჩელი დარჩა განუხილველი. სამოქალაქო მოსარჩელეებს განემარტათ, რომ ზიანის ანაზღაურების შესახებ მათ შეუძლიათ იდავონ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 თებერვლის დადგენილებით აღმოიფხვრა 2011 წლის 13 იანვრის განაჩენში დაშვებული უზუსტობა.
განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ბ. მ-ს დაეწყოს დაკავების დღიდან, 2010 წლის 10 მაისიდან”.
განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს დაემატა შემდეგი შინაარსის პუნქტი: ,,მოეხსნას 2010 წლის 4 ნოემბრის დადგენილებით დადებული ყადაღა _ ქ.თბილისში, ... ქ.¹...-ში, მე-.. სართულზე მდებარე (საცხოვრებელი სახლის ... ნაწილზე, (... დაუზუსტებელი კვ.მ.) კ. კ-ს საცხოვრებელ ბინას, საერთო ფართით ...კვ.მ.”. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელი.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ნ-ს, მსჯავრდებულ ბ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ს-ს, მსჯავრდებულ კ. კ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ მ. ძ-სა და ბ. ხ-ს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ კ. კ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო მსჯავრდებულების _ ჯ. პ-ს, ბ. მ-სა და მ. გ-ს მიმართ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ნ-ს, მსჯავრდებულ ბ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ს-ს, მსჯავრდებულ კ. კ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ მ. ძ-სა და ბ. ხ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.