საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე ¹408აპ-11 21 სექტემბერი, 2011წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. კ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ივნისის განაჩენზე.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 აპრილის განაჩენით:
ა. კ-ა, გ. ჯ-ე, კ. ყ-ი და თ. წ-ი ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის გასაღების მიზნის გარეშე და უკანონო გასაღების ფაქტზე განმეორებით წარდგენილ ბრალდებებში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის მეორე ნაწილით.
ა. კ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებსა (2000 წლის რედაქცია) და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია).
ა. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წელს მოქმედი რედაქცია) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით (2000 წელს მოქმედი რედაქცია) _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მესამე ნაწილით (ამჟამად მოქმედი რედაქცია) _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ (2000 წელს მოქმედი სსკ-ის რედაქცია) და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ამჟამად მოქმედი რედაქცია) _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ამჟამად მოქმედი რედაქცია) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 104-ე მუხლის პირველი და მეშვიდე პუნქტებით (სსკ-ის 1960 წლის რედაქცია) _ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სსკ-ის 50-ე მუხლის მეოთხე პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი განისაზღვრა 25 წლით, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მთლიანად მიემატა ა. კ-ს და სხვათა ბრალდების საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 22 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 7 წელი, 9 თვე და 13 დღე. საქართველოს სსსკ-ის 540-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, ა. კ-ს საბოლოოდ ერთობლივად მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2000 წლის 9 ივნისიდან 2002 წლის 26 აგვისტომდე და სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან.
გ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი და მეშვიდე პუნქტებით (სსკ-ის 1960 წლის რედაქცია) და მიესაჯოს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიემატა გ. ჯ-სა და სხვათა ბრალდების საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 22 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 7 წელი და 5 თვე. საქართველოს სსსკ-ის 540-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, გ. ჯ-ს საბოლოოდ, ერთობლივად მიესაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2000 წლის 14 აგვისტოდან 2003 წლის 13 მარტამდე და სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან.
კ. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,104-ე მუხლის პირველი და მეშვიდე პუნქტებით (სსკ-ის 1960 წლის რედაქცია) და მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიემატა კ. ყ-სა და სხვათა ბრალდების საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 22 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 7 წელი, 9 თვე და 17 დღე. საქართველოს სსსკ-ის 540-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, მსჯავრდებულ კ. ყ-ს საბოლოოდ, ერთობლივად მიესაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2000 წლის 13 ივნისიდან 2002 წლის 26 აგვისტომდე და სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან.
თ. წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი და მეშვიდე პუნქტებით (სსკ-ის 1960 წლის რედაქცია) _ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით (ბათუმის ეპიზოდი, 2003 წელს მოქმედი სსკ-ის რედაქცია) _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეიკრიბა დანიშნული სასჯელები. სსკ-ის 50-ე მუხლის მეოთხე პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი განისაზღვრა 25 წლით, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მთლიანად მიემატა თ. წ-სა და სხვათა ბრალდების საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 22 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი, 10 თვე და 7 დღე. საქართველოს სსსკ-ის 540-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, თ. წ-ს საბოლოოდ, ერთობლივად მიესაჯა 26 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2000 წლის 13 ივნისიდან 2002 წლის 26 აგვისტომდე და სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2003 წლის 4 მაისიდან.
საქმეზე არსებული ნივთმტკიცება _ თ. წ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული 0,122 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რაც ინახება ფოთის საქალაქო სასამართლოში, უნდა გადაიგზავნოს საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრში მისი შემდგომი განკარგვის მიზნით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 ივნისის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 აპრილის განაჩენში თ. წ-ს მიმართ შევიდა ცვლილება, კერძოდ:
განაჩენიდან ამოირიცხა თ. წ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მითითება მის მიმართ სასჯელთა დანიშვნის თაობაზე.
თ. წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი და მეშვიდე პუნქტებით (სსკ-ის 1960 წლის რედაქცია), 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ (1999 წლის რედაქცია) სასჯელის დაუნიშნავად.
საქმეზე არსებული ნივთმტკიცება _ თ. წ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული 0,122 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რაც ინახება ფოთის საქალაქო სასამართლოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გასანადგურებლად უნდა გადაიგზავნოს საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურ-ოპერატიულ დეპარტამენტში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ივნისის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 აპრილის განაჩენი ა. კ-ს მიმართ დარჩა უცვლელი, კერძოდ:
ა. კ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის გასაღების მიზნის გარეშე და უკანონო გასაღების ფაქტზე განმეორებით წარდგენილ ბრალდებებში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის მეორე ნაწილით.
ა. კ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებსა (2000 წლის რედაქცია) და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია).
ა. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წელს მოქმედი რედაქცია) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით (2000 წელს მოქმედი რედაქცია) _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მესამე ნაწილით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა (ამჟამად მოქმედი რედაქცია), 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ (2000 წელს მოქმედი სსკ-ის რედაქცია) და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ამჟამად მოქმედი რედაქცია) _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ამჟამად მოქმედი რედაქცია) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 104-ე მუხლის პირველი და მეშვიდე პუნქტებით (სსკ-ის 1960 წლის რედაქცია) _ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სსკ-ის 50-ე მუხლის მეოთხე პუნქტის მიხედვით, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი განისაზღვრა 25 წლით, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მთლიანად მიემატა ა. კ-ს და სხვათა ბრალდების საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 22 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 7 წელი, 9 თვე და 13 დღე. საქართველოს სსსკ-ის 540-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, ა. კ-ს საბოლოოდ ერთობლივად მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 9 თებერვლიდან.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ა. კ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ ა. კ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით (2000 წელს მოქმედი რედაქცია), ამავე მუხლის მესამე ნაწილით (ამჟამად მოქმედი რედაქცია), 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ (2000 წელს მოქმედი სსკ-ის რედაქცია) და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ამჟამად მოქმედი რედაქცია), 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ამჟამად მოქმედი რედაქცია), 104-ე მუხლის პირველი და მეშვიდე პუნქტებით (სსკ-ის 1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. კ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.