საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე ¹421აპ-11 21 სექტემბერი, 2011წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივნისის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 თებერვლის განაჩენით გ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი) _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3500 ლარი, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი) _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3500 ლარი, 19,180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3500 ლარი, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც “ამნისტიის შესახებ” 2008 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც “ამნისტიის შესახებ” 2008 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (მესამე ეპიზოდი) _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც “ამნისტიის შესახებ” 2008 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, გ. კ-სათვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი) დანიშნულ სასჯელს _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელიდან 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამივე ეპიზოდი) დანიშნული სასჯელებიდან თითოეულისათვის 1 წელი და 6 თვე და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ გ. კ-ს მოსახდელად განესაზღვრა 21 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა _ 10500 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 13 ივნისიდან.
სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა და გ. კ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა 510 000 ლარის გადახდა.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ გ. კ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით, 19,180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.