საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე ¹486აპ-11 18 ოქტომბერი, 2011წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: პაატა სილაგაძე
გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ჩ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ გ. მ-სა და მ. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 დეკემბრის განაჩენით:
ზ. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დაენიშნა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დაენიშნა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დაენიშნა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი და I1 ნაწილების თანახმად, სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნულ სასჯელს _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ნახევარი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ნახევარი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ზ. ტ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 7000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 16 მარტიდან.
ლ. ჩ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დაენიშნა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დაენიშნა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დაენიშნა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი და I1 ნაწილების თანახმად, სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნულ სასჯელს _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის ნახევარი _ 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის ნახევარი _ 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის ნახევარი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ლ. ჩ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 6000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 16 მარტიდან.
დ. ჩ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით. დ. ჩ-ს სასჯელის მოხდაAდაეწყო 2010 წლის 16 მარტიდან.
ქ. თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ გ. ბიბილაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
დამტკიცდა პროკურორ გ. ბ-სა და ბ. ლ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ბ. ლ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და მიესაჯა 2 წლით, 8 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, მან დანიშნული სასჯელიდან 8 თვე და 18 დღე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 2 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დაეკისრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. ბ. ლ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 16 მარტიდან.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულებს _ ზ. ტ-სა და ლ. ჩ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ზ. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 7000 ლარი. ზ. ტ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 16 მარტიდან.
ლ. ჩ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 7000 ლარი. ლ. ჩ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 16 მარტიდან.
დ. ჩ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით. დ. ჩ-ს სასჯელის მოხდაAდაეწყო 2010 წლის 16 მარტიდან.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ დ. ჩ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ გ. მ-სა და მ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ დ. ჩ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ. ჩ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ გ. მ-სა და მ. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.