განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 95-დად 26 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),თ. ლალიაშვილი
განიხილა დ. ფ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 21 თებერვლის დადგენილებაზე, რომლითაც ამბროლაურის რაიონული პროკურორის რ. ჭ-ის 2004წ. 3 ნოემბრის დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის თაობაზე დარჩა უცვლელად.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 10 ნოემბერს რაჭა-ლეჩხუმისა და ზემო სვანეთის პროკურორს წერილით მიმართა ამავე რეგიონის სააღსრულებო ბიუროს უფროსმა ი. მ-მა. წერილში იგი მიუთითებდა, რომ მასთან აღსრულებაზეა ¹-- და ¹-- სააღსრულებო ფურცლები სავაჭრო ცენტრ “---ში“ რ. რ-სა და დ. ფ-ის სამუშაოზე აღდგენის შესახებ. აღნიშნული პირები დირექტორ რ. კ-ის ბრძანებით გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან. ამბროლაურის რაიონულმა სასამართლომ 2003წ. 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ. ფ-ძე აღადგინა სამუშაოზე, შპს ამბროლაურის სავაჭრო ცენტრ “---ში“ დირექტორის მოადგილედ, მოლარე-კონტროლიორის, ხოლო რ. რიბაკოვა – ბაზრის ბუხჰალტრის თანამდებობაზე.
აღმასრულებელი ი. მ-ი ითხოვდა რეაგირებას, რადგან რ. კ-ემ არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება.
ამბროლაურის რაიონულმა პროკურორმა მოიკვლია მასალები და მიიჩნია, რომ რ. კ-ეს არ ჩაუდენია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ამიტომ 2003წ. 1 დეკემბერს მიიღო დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
პროკურორის აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ დ. ფ-ძე და რ. რ-ვა, რომლებმაც საჩივრით მიმართეს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს.
სასამართლომ (მოსამართლე თ. დ-ლი) საჩივარი განიხილა 2004წ. 18 თებერვალს, არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და უცვლელად დატოვა პროკურორის დადგენილება.
რ. რ-ამ და დ. ფ-ემ რაიონული სასამართლოს ეს დადგენილება გაასაჩივრეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომელმაც 2004წ. 13 აპრილის განჩინებით, საპროცესო კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევის გამო, გააუქმა რაიონული სასამართლოს (მოსამართლე თ. დ-ლი) დადგენილება და მასალები ხელახალი განხილვის მიზნით გადასცა იმავე რაიონული სასამართლოს სხვა მოსამართლეს.
საჩივრის ხელახალი განხილვის შედეგად ამბროლაურის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე ი. ბ-ნი) გააუქმა ამბროლაურის რაიონული პროკურორის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და მასალები გადაეგზავნა იმავე რაიონის პროკურორს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად.
სასამართლოს ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 2004წ. 5 აგვისტოს ამბროლაურის რაიონულ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 სექტემბრის გადაწყვეტილების – მოსარჩელე დ. ფ-ის სამუშაოზე, შპს ამბროლაურის სავაჭრო ცენტრ “---ში“ დირექტორის მოადგილედ, მოლარე-კონტროლიორის თანამდებობაზე აღდგენის შეუსრულებლობის ფაქტზე – საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით მიჩნეულ იქნა, რომ რ. კ-ის ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო, ამიტომ ამბროლაურის რაიონული პროკურატურის გამომძიებელმა 2004წ. 3 ნოემბრის დადგენილებით შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე.
პროკურატურის ეს დადგენილება ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 21 თებერვლის დადგენილებით დარჩა უცვლელად.
დ. ფ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით მიიჩნევს, რომ რაიონული სასამართლოს დადგენილება მოცემულ საქმეზე უკანონოა და ითხოვს მის გაუქმებას.
პროკურორი პ. ყ-ლი შუამდგომლობს რაიონული სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო წარმოდგენილ საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რაიონული სასამართლოს დადგენილება უნდა გაუქმდეს და საჩივრები ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე რაიონული სასამართლოს სხვა მოსამართლეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მოსამართლე თ. დ-ლს უფლება არ ჰქონდა, განეხილა დ. ფ-ის საჩივარი, ვინაიდან მან 2004წ. 18 თებერვალს არ დააკმაყოფილა მისი საჩივარი ამავე საქმეზე და უცვლელად დატოვა ამბროლაურის რაიონული პროკურორის 2003წ. 1 დეკემბრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, მით უმეტეს, რომ მოსამართლის აღნიშნული დადგენილება კასატორის საჩივრის საფუძველზე, საპროცესო ნორმების უხეში დარღვევის გამო, გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2004წ. 13 აპრილის განჩინებით და მასალები ხელახლა განსახილველად გადაეგზავნა იმავე რაიონული სასამართლოს სხვა მოსამართლეს.
პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული დარღვევა, საქართველოს სსსკ-ის 563-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევაა, რაც ყველა შემთხვევაში იწვევს სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას. საყურადღებოა ისიც, რომ დ. ფოფხაძემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და ითხოვა აღნიშნული მოტივით მოსამართლე თ. დ-ის აცილება, მაგრამ მან შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 242-ე, 243-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 21 თებერვლის დადგენილება და საჩივარი ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.