კერძო საჩივარი
გადაწყვეტილების ტექსტი
window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');
საქმე N:ბს-93(კს-20)
@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}
(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
-->
საქართველოს უზენაესი სასამართლო
მთავარი (current)
სასამართლოს შესახებ
შენობის ისტორია
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
სტატისტიკა
გადაწყვეტილებები
სიახლეები
ანალიტიკა
გამოცემები
უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)
ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"
უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი
სხდომის განრიგი
კონტაქტი
#modalBody{
text-align: justify;
p{
text-align: justify;
}
}
}
A
A
კერძო საჩივრის ნაწილობრივ განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-93(კს-20) 31 იანვარი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ქეთევან ცინცაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ლ-ის, ი. ფ-სა და თ. ფ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ი. ფ-ისა და თ. ფ-ის ნაწილში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. ტ-ი; თ. ტ-ი; მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირი (სასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით) - ა. გ-ე).
2017 წლის 11 სექტემბერს მ. ტ-მა და თ. ტ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ხაშურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, თ. ლ-ის, ი. ფ-ისა და თ. ფ-ის მიმართ.
მოსარჩელეებმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 20 ნოემბრის №... გადაწყვეტილების (ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ... (ყოფილი ...) ქ. №10-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) 52 კვ.მ მიწის ფართობის ნაწილში საკუთრების უფლების რეგისტრაციიის შესახებ) ბათილად ცნობა მოითხოვეს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მოპასუხედ მითითებული ი. ფ-ე და თ. ფ-ე, საქმეში ჩაებნენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ მესამე პირებად, ხოლო თ. ლ-ე და ა. გ-ე ამავე კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ მესამე პირებად.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ტ-სა და თ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 20 ნოემბრის №... გადაწყვეტილება - ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ... (ყოფილი ...) ქ. №10-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) თ. ფ-ის და თანამესაკუთრეების საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, კერძოდ, მ. და თ. ტ-ების კუთვნილი 52 კვ.მ. მიწის ფართობის ნაწილში, 2017 წლის 10 ნოემბრის განცხადებაზე თანდართული ნახაზის შესაბამისად.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. ლ-ემ, ი. ფ-ემ და თ. ფ-ემ. ასევე ცალკე გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინებით ი. ფ-ისა და თ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინებით თ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორი - თ. ლ-ე იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით საქმეში ჩაბმული ჩვეულებრივი მოწვევის მესამე პირი, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით არ სარგებლობდა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესუალური უფლებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინება თ. ლ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კერძო საჩივრით გაასაჩივრეს თ. ლ-ემ, ი. ფ-ემ და თ. ფ-ემ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ლ-ის, ი. ფ-ისა და თ. ფ-ის კერძო საჩივარი ი. ფ-ისა და თ. ფ-ის ნაწილში განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინებით ი. ფ-ის, თ. ფ-ის და თ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა მხოლოდ თ. ლ-ის ნაწილში, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის იმავე თარიღის მეორე განჩინებით ი. ფ-ისა და თ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. ამდენად, 2019 წლის 4 ივლისის განჩინება (თ. ლ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე) ეხება მხოლოდ თ. ლ-ეს და იგი არანაირ სამართლებრივ გავლენას არ ახდენს ი. ფ-ისა და თ. ფ-ის კანონიერ ინტერესზე, მით უფრო, ი. ფ-ისა და თ. ფ-ის სააპელაციო საჩივრის სააპელაციო სასამართლოს მიერ განსახილველად მიღების პირობებში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ კერძო საჩივარში არ იკვეთება ი. ფ-ისა და თ. ფ-ის უფლებადამცავი ინტერესი და შესაბამისად, ისინი არ არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინების გასაჩივრებაზე უფლებამოსილი სუბიექტები, რის გამოც თ. ლ-ის, ი. ფ-ისა და თ. ფ-ის კერძო საჩივარი ი. ფ-ისა და თ. ფ-ის ნაწილში განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მეორე ნაწილით, 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლობის გამო განუხილველი დარჩეს თ. ლ-ის, ი. ფ-ისა და თ. ფ-ის კერძო საჩივარი ი. ფ-ისა და თ. ფ-ის ნაწილში;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე
საქართველოს უზენაესი სასამართლო
ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი
+(995 32) 299 01 64
info@supremecourt.ge
facebook.com/SupremeCourtOfGeorgia
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
გადაწყვეტილებები
სტატისტიკა
შენობის ისტორია
სიახლეები
ანალიტიკა
ბიბლიოთეკა
სხდომის განრიგი
კონტაქტი
© 2022 Copyright:
supremecourt.ge
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})
var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length
');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="vKVfdQyeFNLouKxKH80zGvxN2RbHu9hqU7Zyq2s8";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})
$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i
დახურვა
function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize