შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 474-დად 16 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ გ. Bბ-ას კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოსM2004წ. 16 ნოემბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა იუსტიციის სამინისტროს ¹...8 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება სასჯელის მოხდისგან მისი პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 ივნისის განაჩენით გ. ბ-ას საქართველოს სსკ-ის 258-ე მუხლის I, II ნაწილებით, 177-ე მუხლის I ნაწილითა და ამავე მუხლის II ნაწილის “გ" ქვეპუნქტით, 187-ე მუხლის I ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვრა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იგი სასჯელს იხდის 2002წ. 8 მარტიდან.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 ნოემბრის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დაწესებულების წარდგინება გ. ბ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას. საჩივარში იგი მიუთითებს, რომ მოხდილი აქვს სასჯელის ორი მესამედი, დგას გამოსწორების გზაზე და, მიუხედავად ამისა, სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი სასჯელის მოხდისაგან პირიობით ვადამდე განთავისუფლებაზე.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ი. დ-მა კერძო საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია, თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულის პირადი საქმიდან და წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ გ. ბ სასჯელს იხდის 2002წ. 8 მარტიდან. მან სასჯელის ორი მესამედი, რაც პირობით ვადამდე განთავისუფლების აუცილებელი პირობაა, მოიხადა 2004წ. 8 ნოემბერს. სასჯელაღსრულების დაწესებულება მსჯავრდებულს ახასიათებს დადებითად, აღნიშნავს, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში იგი წახალისებულია ერთხელ, გამოცხადებული აქვს მადლობა, იგი ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და მტკიცედ დგას გამოსწორების გზაზე.
პალატა ითვალისწინებს აღნიშნულ გარემოებებს და შესაძლებლად თვლის, რომ გ. Bბ. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, სსკ-ის 72-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 ნოემბრის დადგენილება გაუქმდეს.
გ. ბ. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.