საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 92-კოლ 6 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,ი. ბიბილაშვილი
განიხილა აწ გარდაცვლილი მსჯავრდებულის _ გ. ნ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 6 ივნისის განაჩენზე, რომლითაც იგი (გ. ნარსია) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 1960წ. სსკ-ის 78-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
მსჯავრდებული გ. ნ. გარდაიცვალა 2003წ. 6 ივლისს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში.
საკასაციო საჩივარი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და გ. ნ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ან, მისი ჯანმრთელობის გათვალისწინებით, სასჯელის შემსუბუქებას.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ გ. ნ-ს დედამ წარმოადგინა განცხადება და ითხოვა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
აღწერილობითი ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენით გ. ნ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ 1999 წლიდან ჩაება ვ. ქ-ს მიერ ჩამოყალიბებულ ბანდიტურ დაჯგუფებაში და სხვა პირებთან ერთად მონაწილეობდა არაერთ ბანდიტურ თავდასხმაში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროკურორს, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო აწ გარდაცვლილი მსჯავრდებულის დედის განცხადებას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. ნ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგი გარემოების გამო:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ მსჯავრდებული გ. ნ.გარდაიცვალა 2003წ. 6 ივლისს.
აწ გარდაცვლილი მსჯავრდებულის რეაბილიტაციის მიზნით მისი დედა საკასაციო საჩივრის განხილვას არ ითხოვს.
ასეთ შემთხვევაში, საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის მერვე ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მერვე ნაწილით, 568-ე, 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ნ-ს მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმის წარმოება მისი გარდაცვალების გამო.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.