საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 11.01.2012
საქმის ნომერი
2კ-637აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.01.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე ¹637აპ.-11 ქ. თბილისი

11 იანვარი, 2012 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 მაისის განაჩენით თ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით _ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე თ. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წლის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 13 დეკემბრიდან; მასვე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობისა და პასიური საარჩევნო უფლებები, ხოლო 15 წლით _ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონში ჩამოთვლილი სხვა უფლებები. სსკ-ის 52-ე მუხლის გათვალისწინებით, თ. გ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა ავტომანქანა „BMჭ X5», სახ. ¹---, როგორც დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ნივთი.

ამავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ბრალდებულებს _ ლ. მ-ეს, დ. ი-ეს, ნ. ჭ-ეს, დ. ხ-სა და ბ. ს-ას შორის, რომლის თანახმად, ლ. მ-ეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე,64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 10000 ლარი და 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობისა და პასიური საარჩევნო უფლებები, ხოლო 15 წლით _ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონში ჩამოთვლილი სხვა უფლებები; ნ. ჭ-ეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე,64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 10000 ლარი და 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობისა და პასიური საარჩევნო უფლებები, ხოლო 15 წლით _ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონში ჩამოთვლილი სხვა უფლებები; დ. ხ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ», „ე» ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 273-ე მუხლით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე,64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 10000 ლარი და 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები; დ. ი-ეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ», „ე» ქვეპუნქტებითა და 273-ე მუხლით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე,64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 10000 ლარი და 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები; ბ. ს-ას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» და „ბ» ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე,64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 10000 ლარი და 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით თ. გ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ თ. გ-ისათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის…260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით, 273-ე მუხლითა და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.