განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 10.03.2000
საქმის ნომერი
2კ-5დად.-20000
დავის ტიპი
დადგენილება
თარიღი
10.03.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 5 დად. 10 მარტი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

თავმჯდომარე რ. შველიძე

მოსამართლეები: მ. გოგელია, გ. ხაბულიანი

განიხილა ა. თ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართ-ლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 21 იანვრის განჩინებაზე.

პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. თ-შვილი 1992 წლის 21 დეკემბრიდან მუშაობდა საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ. 1994 წლის 13 ოქტომბერს მის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ 187-ე მუხლის მეორე ნაწილით; მოგვიანებით, მასვე, წარედგინა ბრალად საქართველოს სსკ 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

1994 წლის 1 დეკემბერს იგი გაათავისუფლეს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან, თანახმად საქართველოს შრომის კანონთა კოდქსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე პუნქტისა.

1995 წლის 20 სექტემბერს სამგორის რაიონის სასამართლოს მიერ, ა. თ-შვილის ბრალდების საქმე სსკ 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, შეწყდა საქართველოს 1995 წლის 2 ივნისის „ამნისტიის" აქტის საფუძველზე.

სისხლის სამართლის საქმე, რომლითაც ა. თ-შვილს ბრალად ედებოდა საქართველოს სსკ 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რამდენჯერმე იქნა განხილული სასამართლო ინსტანციებში და საბოლოოდ, 1999 წლის 14 ივლისს, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, ა. თ-შვილის მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე _ მის ქმედებაში დანაშაულის შემთხვვევის არარსებობის გამო (თანამხად, სსსკ 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" პუნქტისა). ამის შემდგომ, ა. თ-შვილმა განცხადებით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოსა და მოითხოვა რეაბილიტაცია, რაც სა-სამართლომ 1999 წლის 17 ნოემბრის დადგენილებით, დააკმაყოფილა: იგი რეაბილი-ტირებულ იქნა როგორც სისხლის სამართალწარმოების ორგანოების მიერ უკანონოდ პასუხისგებაში მიცემული, დაპატიმრებული და მსჯავრდებული. ამასთანავე, ა. თ-შვილი აღდგენილ იქნა საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ან მის ტოლფას თანამდებობაზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა ა. თ-შვილის სასარგებლოდ 16666 აშშ დოლარის ექვივალენტის ეროვნული ვალუტის გადახდა, სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო მოქმედებით მიღებული ზიანის ასანაზღაურებლად.

თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ გააუქმა რა თბილისის ისანი-სამგორის სასამართლოს 1999 წლის 17 ნოემბრის დადგენილება, მიუთითა, რომ იგი დაუსაბუთებელია, ამასთანავე, მიიჩნია, რომ სასამართლოსათვის რეაბილიტაციის საკითხის გადასაწყვეტად უნდა მიემართა არა ა. თ-შვილს, არამედ პროკურატურას.

სააპელაციო პალატა ასევე თვლის, რომ ა. თ-შვილისათვის ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს სასარჩელო წესით.

თავის საკასაციო საჩივარში ა. თ-შვილი მოითხოვს გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 21 იანვრის განჩინება, როგორც უკანონო და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სახელმწიფო ბრალმდებელი დ. კ-ი თავის შესაგებელში ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება დარჩეს უცვლელად.

პალატის წინაშე თავის გამოსვლაში, ა. თ-შვილი და მისი ადვოკატი მაზმიშვილი მხარს უჭერს საკასაციო საჩივარს.

პროკურორი ლ. ყ-ი პალატის წინაშე ითხოვს უარი ეთქვას საკასაციო საჩივარს. საკასაციო პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა დასაბუთებულობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ისანი-სამგორის რაიონული სასამართ-ლოს დადგენილება და მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია სსსკ 219-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილები, 227-ე და 228-ე მუხლები.

საკასაციო პალატამ გააანალიზა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი ინტერპრეტაცია მისცა ზემოთ მითითებულ მუხლებს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სააპელაციო პალატამ დეტალურად და კრიტიკულად უნდა დაკითხოს ა. თ-შვილი იმ გარემოებებ-თან დაკავშირებით, რაც წინ უძღოდა მის საჩივარს რეაბილიტაციასთან დაკავშირე-ბით, შეამოწმოს და საქმის მასალებთან შეაჯეროს მისი ჩვენებები. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იქონიოს დასაბუთებული მსჯელობა (სათანადო ნორმებზე მითითებით) ა. თ-შვილის უფლებებ-თან დაკავშირებით და სათანადო ანალიზი გაუკეთოს საქმეზე შეკრებილ მტკიცებუ-ლებებს, გაითვალისწინოს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს მოცემულ საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილება.

საკასაციო საჩივარი პალატას მიაჩნია საფუძვლიანად და აკმაყოფილებს მას. პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ 561-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 21 იანვრის განჩინება _ ა. თ-შვილის რეაბილიტაციის საქმეზე და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატის სხვა შემადგენლობას.

საკასაციო საჩივარი გაზიარებულ იქნეს.