საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე ¹132აპ-12 ქ. თბილისი
ნ-ე მ. 132აპ-12 4 ივნისი, 2012 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულების _ მ. ნ-ს, ზ. ჯ-სა და გ. გ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ივლისის განაჩენით:
მ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, მ. ნ-ს მიმართ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელს _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელიდან _ 5 წელი, სსკ-ის 236-ე მუხლით შეფარდებული სასჯელიდან _ 1 წელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. ნ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 9 მარტიდან.
ზ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, ზ. ჯ-ს მიმართ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელს _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელიდან _ 5 წელი, სსკ-ის 236-ე მუხლით შეფარდებული სასჯელიდან _ 1 წელი, სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელიდან _ 2 წელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 3 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. ზ. ჯ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 9 მარტიდან.
გ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, გ. გ-ს მიმართ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელს _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელიდან _ 4 წელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 9 მარტიდან.
ნივთმტკიცებები: ზ. ჯ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი 3 მჭიდითა და 11 ვაზნით, იარაღი „საიგა“ 1 მჭიდითა და 8 ვაზნით და მოწმობა, აგრეთვე ორი ორლულიანი სანადირო თოფი, სამჭიდე ჟილეტი, მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი „ბულ-ჩეროკი“ მჭიდით, 16 ვაზნით, სარეგისტრაციო მოწმობები, ვაზნების გასავალ-შემოსავლების ზედდებულები, მობილური ტელეფონები, ქურთუკი და სხვა პირადი ნივთები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ზ. ჯ-ს ოჯახს.
„...“ მოდელის ¹... პისტოლეტისა და მასთან დაკავშირებული ერთი მჭიდის ბედი უნდა გადაწყდეს ლ. რ-ს ბრალდების საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად.
„მაკაროვის“ მოდელის ¹... ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი ცარიელი მჭიდით და 140 ცალი 7,62მმ კალიბრიანი საბრძოლო ვაზნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შსს შეიარაღების სამსახურს.
მ. დ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მ. ნ-ს კუთვნილი პისტოლეტი, „მაკაროვის“ სისტემის ¹PK 0666 ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები, იარაღისა და მჭიდის ე.წ. კაბურები, პლასტმასის ყუთი, რომელშიც მოთავსებული იყო „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შს შეიარაღების სამსახურს, გასაღების ასხმა, ქურთუკი, ტელეფონის ცარიელი ყუთები, სალაროს შემოსავლის ქვითრები, სიმბარათი და სხვა პირადი ნივთები უნდა გადაეცეს მ. ნ-ს ოჯახს.
გ. გ-ს პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის ოჯახს.
ოქროს ნივთები, სალომბარდო ხელშეკრულებები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.
ავტომანქანა ,,ბმვ-520” საქმეზე საბოლოო გადაწვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ზ. ჯ-ს ოჯახს.
ზ. ჯ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ნაჭრის ნიღაბი, ლუქები, გასროლილი მასრები, „ჯეოსელის“ სამი სიმბარათი, მ. დ-ს ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ხიშტ-დანა და ნიღაბი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
ჩD დისკები, ე.წ. კრებსები, ამონაწერები შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით აღმოიფხვრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ივლისის განაჩენში დაშვებული უზუსტობა. განაჩენის დადგენილებითი ნაწილის მე-9 პუნქტში შევიდა შემდეგი ცვლილება: ზ. ჯ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი „ბულ-ჩეროკი“ მჭიდითა და 16 ცალი ვაზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
ლ. რ-ს ბრალდების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა გადაწყდეს ლუქებისა და გასროლილი მასრების ბედი. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად, კერძოდ:
მ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, მ. ნ-ს მიმართ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელს _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელიდან _ 5 წელი, სსკ-ის 236-ე მუხლით შეფარდებული სასჯელიდან _ 1 წელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. ნ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 9 მარტიდან.
ზ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, ზ. ჯ-ს მიმართ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელს _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელიდან _ 5 წელი, სსკ-ის 236-ე მუხლით შეფარდებული სასჯელიდან _ 1 წელი, სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელიდან _ 2 წელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 3 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. ზ. ჯ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 9 მარტიდან.
გ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, გ. გ-ს მიმართ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელს _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელიდან _ 4 წელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 9 მარტიდან.
ნივთმტკიცებები: ზ. ჯ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი 3 მჭიდითა და 11 ვაზნით, იარაღი „საიგა“ 1 მჭიდითა და 8 ვაზნით და მოწმობა, აგრეთვე ორი ორლულიანი სანადირო თოფი, სამჭიდე ჟილეტი, სარეგისტრაციო მოწმობები, ვაზნების გასავალ-შემოსავლების ზედდებულები, მობილური ტელეფონები, ქურთუკი და სხვა პირადი ნივთები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ზ. ჯ-ს ოჯახს; მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი „ბულ-ჩეროკი“ მჭიდითა და 16 ცალი ვაზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
„... “ მოდელის ¹... პისტოლეტისა და მასთან დაკავშირებული ერთი მჭიდის, ლუქებისა და გასროლილი მასრების ბედი უნდა გადაწყდეს ლ. რ-ს ბრალდების საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად.
„მაკაროვის“ მოდელის ¹... ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი ცარიელი მჭიდით და 140 ცალი 7,62მმ კალიბრიანი საბრძოლო ვაზნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შსს შეიარაღების სამსახურს.
მ. დ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მ. ნ-ს კუთვნილი პისტოლეტი, „მაკაროვის“ სისტემის ¹PK 0666 ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები, იარაღისა და მჭიდის ე.წ. კაბურები, პლასტმასის ყუთი, რომელშიც მოთავსებული იყო „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შს შეიარაღების სამსახურს, გასაღების ასხმა, ქურთუკი, ტელეფონის ცარიელი ყუთები, სალაროს შემოსავლის ქვითრები, სიმბარათი და სხვა პირადი ნივთები უნდა გადაეცეს მ. ნ-ს ოჯახს.
გ. გ-ს პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის ოჯახს.
ოქროს ნივთები, სალომბარდო ხელშეკრულებები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.
ავტომანქანა ,,ბმვ-520” საქმეზე საბოლოო გადაწვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ზ. ჯ-ს ოჯახს.
ზ. ჯ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ნაჭრის ნიღაბი, ლუქები, გასროლილი მასრები, „ჯეოსელის“ სამი სიმბარათი, მ. დ-ს ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ხიშტ-დანა და ნიღაბი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
ჩD დისკები, ე.წ. კრებსები, ამონაწერები შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 27 თებერვლის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განაჩენში შევიდა შესწორება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი გ. გ-ს მსჯავრდების ნაწილში უნდა იკითხებოდეს შემდეგნაირად:
გ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, გ. გ-ს მიმართ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელს _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელიდან _ 4 წელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 9 მარტიდან.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულ მ. ნ-სათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მსჯავრდებულ ზ. ჯ-სათვის _ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ხოლო მსჯავრდებულ გ. გ-სათვის _ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულების _ მ. ნ-ს, ზ. ჯ-სა და გ. გ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.