შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 02.08.2012
საქმის ნომერი
2კ-51აპ.-12
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.08.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე ¹51აპ-12 ქ. თბილისი

გ-ე თ., 51აპ-12 2 აგვისტო, 2012 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, დავით სულაქველიძე.

სხდომის მდივან – ლელა სანიკიძის

პროკურორ _ ზ. ქ-ს

ადვოკატ _ გ. ზ-ს

მსჯავრდებულ _ თ. გ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ თ. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 მაისის განაჩენით თ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) _ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) _ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 10 000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და თ. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, ასევე დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 10 000 ლარის ოდენობით. იგი სასჯელს იხდის 2010 წლის 18 ოქტომბრიდან.

იმავე განაჩენით ნ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქ/პუნქტით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 15 000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ნ. ს-ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 15 000 ლარის ოდენობით. იგი სასჯელს იხდის 2010 წლის 7 ოქტომბრიდან.

იმავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ბრალდებულ ვ. მ-ს შორის. ვ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქ/პუნქტით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 6 წელი. ვ. მ-ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 10 000 ლარის ოდენობით. მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2010 წლის 7 ოქტომბრიდან 2011 წლის 6 მაისის ჩათვლით და გათავისუფლდა სასამართლოს სხდომის დარბაზიდან.

განაჩენით თ. გ-ს მსჯავრი დაედო ისეთი ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებაში გასაღების მიზნით, გამოყენებასა და გასაღებაში, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი (ორი ეპიზოდი);

თ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2006 წლის 15 მარტს თ. გ-მ თბილისის რეგიონალური ცენტრის ვაკე-საბურთალოს განყოფილებაში დააფუძნა შპს „ბ-ა“, რომლის ერთადერთი დამფუძნებელი და დირექტორი იყო თავად – თ. გ-ე. შპს „ბ-ს “ საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ლითონის სამშენებლო კონსტრუქციებით საბითუმო ვაჭრობა.

შპს „ბ-ა“ 2006-2008 წლებში იძენდა ფოლადის მილებს სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, ხოლო შემდეგ მათ ყიდდა შპს „თ-ზე“.

2007 წლის 1 მარტს დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ შპს „თ-სა“ და შპს „ბ-ს“ შორის სხვადასხვა დიამეტრის ფოლადის მილების მიწოდებაზე. მისაწოდებელი საქონლის საერთო ფასი განისაზღვრა 310 550 ლარით.

2009 წლის 26 ნოემბერს დაიდო ხელშეკრულება შპს „თ-სა“ და შპს „ბ-ს“ შორის - 100 გარეგანათების ერთმკლავა ბოძის მიწოდების შესახებ. მისაწოდებელი საქონლის საერთო ღირებულება განისაზღვრა 259 000 ლარით.

საქმიანობის პროცესში თ. გ-მ უსაბუთოდ შეძენილი მასალების ბუღალტრული აღრიცხვის მიზნით განიზრახა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით, გასაღება და გამოყენება.

განზრახვის სისრულეში მოსაყვანად თ. გ-მ დაამზადა 2006 წლის 2 ივნისით დათარიღებული ¹11 ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმადაც, ვითომდა შპს „ბ-მ“ ლ. ძ-საგან შეიძინა 10200 ლარის ღირებულების 114 მმ დიამეტრის მქონე ფოლადის მილები.

თ. გ-მ, მოქმედებდა რა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ერთიანი განზრახვით, დაამზადა 2006 წლის 7 აგვისტოთი დათარიღებული ¹32 ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმადაც, ვითომდა შპს „ბ-მ “ მ. ქ-საგან შეიძინა 7200 ლარის ღირებულების 140 მმ დიამეტრის ქონე ფოლადის მილები.

თ. გ-მ, მოქმედებდა რა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ერთიანი განზრახვით, დაამზადა 2006 წლის 7 აგვისტოთი დათარიღებული ¹33 ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმადაც, ვითომდა შპს „ბ-მ“ უ. ჩ-საგან შეიძინა 6035 ლარის ღირებულების 114 მმ დიამეტრის მქონე ფოლადის მილები.

თ. გ-მ, მოქმედებდა რა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ერთიანი განზრახვით, დაამზადა 2006 წლის 1 სექტემბრით დათარიღებული ¹34 ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმადაც, ვითომდა შპს „ბ-მ“ ვ. ჩ-საგან შეიძინა 15200 ლარის ღირებულების 159 მმ დიამეტრის მქონე ფოლადის მილები.

თ. გ-მ, მოქმედებდა რა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ერთიანი განზრახვით, დაამზადა 2006 წლის 1 სექტემბრით დათარიღებული ¹35 ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმადაც, ვითომდა შპს „ბ-მ“ ა. დ-საგან შეიძინა 13500 ლარის ღირებულების 114 და 159 მმ დიამეტრის მქონე ფოლადის მილები.

თ. გ-მ, მოქმედებდა რა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ერთიანი განზრახვით, დაამზადა 2006 წლის 1 სექტემბრით დათარიღებული ¹37 ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმადაც, ვითომდა შპს „ბ-მ“ ო. ტ-საგან შეიძინა 13610 ლარის ღირებულების 48 და 114 მმ დიამეტრის მქონე ფოლადის მილები.

თ. გ-მ, მოქმედებდა რა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ერთიანი განზრახვით, დაამზადა 2006 წლის 3 სექტემბრით დათარიღებული ¹40/1 ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმადაც, ვითომდა შპს „ბ-მ“ თ. ხ-საგან შეიძინა 3060 ლარის ღირებულების 57 მმ დიამეტრის მქონე ფოლადის მილები.

თ. გ-მ, მოქმედებდა რა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ერთიანი განზრახვით, დაამზადა 2006 წლის 7 სექტემბრთი დათარიღებული ¹43 ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმადაც, ვითომდა შპს „ბ-მ“ ფიზიკური პირის – ვ. შ-საგან შეიძინა 7166 ლარის ღირებულების ფოლადის ნივთები.

თ. გ-მ, მოქმედებდა რა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ერთიანი განზრახვით, დაამზადა 2006 წლის 7 სექტემბრით დათარიღებული ¹46 ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმადაც, შპს „ბ-მ“ ვ. ხ-საგან შეიძინა 3285 ლარის ღირებულების 57 მმ დიამეტრის მქონე ფოლადის მილები.

თ. გ-მ, მოქმედებდა რა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ერთიანი განზრახვით, დაამზადა 2006 წლის 7 სექტემბრით დათარიღებული ¹48 ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმადაც, ვითომდა შპს „ბ-მ“ გ. მ-საგან შეიძინა 8400 ლარის ღირებულების 159 მმ დიამეტრის მქონე ფოლადის მილები.

თ. გ-მ, მოქმედებდა რა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ერთიანი განზრახვით, დაამზადა 2006 წლის 7 სექტემბრით დათარიღებული ¹46 ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმადაც, ვითომდა შპს „ბ-მ“ ვ. ხ-საგან შეიძინა 3285 ლარის ღირებულების 57 მმ დიამეტრის მქონე ფოლადის მილები.

თ. გ-მ, მოქმედებდა რა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ერთიანი განზრახვით, დაამზადა 2006 წლის 7 სექტემბრით დათარიღებული ¹42 ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმადაც, შპს „ბ-მ“ დ. მ-საგან შეიძინა 5525 ლარის ღირებულების 114 მმ დიამეტრის მქონე ფოლადის მილები.

თ. გ-მ, მოქმედებდა რა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ერთიანი განზრახვით, დაამზადა 2006 წლის 2 სექტემბრით დათარიღებული ¹49 ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმადაც, ვითომდა შპს „ბ-მ“ მ. გ-საგან შეიძინა 4590 ლარის ღირებულების 114 მმ დიამეტრის მქონე ფოლადის მილები.

თ. გ-მ, მოქმედებდა რა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ერთიანი განზრახვით, დაამზადა 2007 წლის 14 თებერვლით დათარიღებული ¹6 ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმადაც, ვითომდა შპს „ბ-მ“ ა. ს-საგან შეიძინა 8190 ლარის ღირებულების 219 მმ დიამეტრის მქონე ფოლადის მილები.

თ. გ-მ, მოქმედებდა რა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ერთიანი განზრახვით, დაამზადა 2007 წლის 15 თებერვლით დათარიღებული ¹7 ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმადაც, ვითომდა შპს „ბ-მ“ ფ. ბ-საგან შეიძინა 5015 ლარის ღირებულების 114 მმ დიამეტრის მქონე ფოლადის მილები.

თ. გ-მ, მოქმედებდა რა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ერთიანი განზრახვით, დაამზადა 2007 წლის 15 თებერვლით დათარიღებული ¹8 ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმადაც, ვითომდა შპს „ბ-მ“ ნ. მ-საგან შეიძინა 5056,20 ლარის ღირებულების 114,57 და 314 მმ დიამეტრის მქონე ფოლადის მილები.

თ. გ-მ, მოქმედებდა რა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ერთიანი განზრახვით, დაამზადა 2007 წლის 14 მარტით დათარიღებული ¹10 ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმადაც, ვითომდა შპს „ბ-მ“ ი. ე-საგან შეიძინა 5600 ლარის ღირებულების 159 მმ დიამეტრის მქონე ფოლადის მილები.

თ. გ-მ, მოქმედებდა რა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ერთიანი განზრახვით, დაამზადა 2007 წლის 12 აპრილით დათარიღებული ¹11 ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმადაც, ვითომდა შპს „ბ-მ“ რ. შ-საგან შეიძინა 4000 ლარის ღირებულების 159 მმ დიამეტრის მქონე ფოლადის მილები.

თ. გ-მ, მოქმედებდა რა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ერთიანი განზრახვით, დაამზადა 2007 წლის 16 აპრილით დათარიღებული ¹13 ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმადაც, ვითომდა შპს „ბ-მ“ ნ. ს-საგან შეიძინა 4320 ლარის ღირებულების 57 მმ დიამეტრის მქონე ფოლადის მილები.

თ. გ-მ, მოქმედებდა რა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ერთიანი განზრახვით, დაამზადა 2007 წლის 17 აპრილით დათარიღებული ¹14 ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმადაც, ვითომდა შპს „ბ-მ“ ტ. მ-საგან შეიძინა 10800 ლარის ღირებულების 159-160 მმ დიამეტრის მქონე ფოლადის მილები.

თ. გ-მ, მოქმედებდა რა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ერთიანი განზრახვით, დაამზადა 2007 წლის 17 აპრილით დათარიღებული ¹15 ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმადაც, ვითომდა შპს „ბ-მ“ მ. ბ-საგან შეიძინა 10280 ლარის ღირებულების 159-160 მმ დიამეტრის მქონე ფოლადის მილები.

თ. გ-მ, მოქმედებდა რა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ერთიანი განზრახვით, დაამზადა 2007 წლის 17 აპრილით დათარიღებული ¹16 ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმადაც, ვითომდა შპს „ბ-მ“ ი. გ-საგან შეიძინა 11740 ლარის ღირებულების 159-160 მმ დიამეტრის მქონე ფოლადის მილები.

თ. გ-მ, მოქმედებდა რა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ერთიანი განზრახვით, დაამზადა 2007 წლის 18 ივლისით დათარიღებული ¹28 ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმადაც, ვითომდა შპს „ბ-მ“ ზ. ვ-საგან შეიძინა 9400 ლარის ღირებულების 470 მმ დიამეტრის მქონე ფოლადის მილები.

ყველა ზემოაღნიშნულ ზედნადებზე მყიდველის გრაფაში მითითებულია შპს „ბ-ა“, ხელს აწერს მისი დირექტორი თ. გ-ე, ხოლო გამყიდველის გრაფაში მითითებული არიან ზემოაღნიშნული მოქალაქეები, რომლებმაც უარყვეს შპს „ბ-სათვის“ ფოლადის მილების მიყიდვის ფაქტი.

თ. გ-მ კვლავ განაგრძო დანაშაულებრივი საქმიანობა და 2010 წლის 11 იანვარს საჯარო რეესტრში დააფუძნა შპს „ნ-ი“ რომლის ერთადერთი დამფუძნებელი და დირექტორი კვლავ თავად იყო. საწარმო გადამხდელად დარეგისტრირებულია საგადასახადო ინსპექციის რეგიონალური ცენტრის გლდანი-ნაძალადევის განყოფილებაში.

2010 წლის 13 იანვარს თ. გ-მ შპს „თ-ს“ ხელმძღვანელობას მიმართა განცხადებით, რომელშიც აღნიშნავდა, რომ შპს „ბ-ა“ აჩერებდა სამეწარმეო საქმიანობას, ხოლო მასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს შეასრულებდა შპს „ნ-ი“, რომლის დირექტორიც ასევე იყო თ. გ-ე.

საქმიანობის პროცესში თ. გ-მ უსაბუთოდ შეძენილი მასალების ბუღალტრული აღრიცხვის მიზნით კვლავ განაგრძო ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით, გასაღება და გამოყენება.

განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მან დაამზადა ბბ-02 ¹666614 ყალბი ანგარიშ-ფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, დათარიღებული 2010 წლის 23 ივლისით, რომლის თანახმადაც, ვითომდა შპს „ნ-მა“ ვინმე ჩ-ს - და გაურკვეველი სერიის ავტომანქანა „მერსედესის“ მეშვეობით, შპს „თ-ს“ მიაწოდა 2596 ლარის ღირებულების 10 ცალი გარეგანათების ბოძი. აღნიშნული საქონლის გადამზიდველად მითითებული მართვის მოწმობის შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია საქართველოს შსს-ს საინფორმაციო ბაზას არ გააჩნია. თ. გ-მ, მოქმედებდა რა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ერთიანი განზრახვით, დაამზადა 2010 წლის 26 ივლისით დათარიღებული ბბ-02 ¹666615 ყალბი ანგარიშ-ფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმადაც, ვითომდა შპს „ნ-მა“ ვინმე ჩ-ს და გაურკვეველი სერიის ავტომანქანა „მერსედესის“ მეშვეობით, შპს „თ-ს“ მიაწოდა 3894 ლარის ღირებულების 15 ცალი გარეგანათების ბოძი. აღნიშნული საქონლის გადამზიდველად მითითებული მართვის მოწმობის შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია საქართველოს შსს-ს საინფორმაციო ბაზას არ გააჩნია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 29 ნოემბრის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 მაისის განაჩენში, კერძოდ: დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება დადებული პროკურორსა და ნ. ს-ს შორის.

ნ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი ჩაეთვალა პირობითად. მას დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქ/პუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 10 000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ს-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, საიდანაც 5 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მას დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 20 000 ლარის ოდენობით.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა – თ. გ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა საჩივრით ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 29 ნოემბრის განაჩენის გაუქმება.

2012 წლის 1 აგვისტოს საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორმა ზ. ქ-მ, საქართველოს სსკ-ის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი), შეადგინა წერილობითი შეთანხმება ბრალზე გარიგების თაობაზე მასა და მსჯავრდებულ თ. გ-ს შორის.

პროკურატურამ მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ბრალეულობის ხარისხი, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებული თ. გ-ე ცნობს თავს დამნაშავედ, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, თანამშრომლობს გამოძიებასთან, საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, 2012 წლის 1 აგვისტოს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის დემარტამენტის სტაჟიორ-პროკურორ ზ. ქ-ს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

2012 წლის 2 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ზ. ქ-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ თ. გ-ს შორის 2012 წლის 1 აგვისტოს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ზ. ქ-სა და მსჯავრდებულ – თ. გ-ს შორის.

საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ზ. ქ-მ მხარი დაუჭირა თავის შუამდგომლობას და ითხოვა, რომ მსჯავრდებული თ. გ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შპს “ბ-ს” ეპიზოდი) _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის შესაბამისად, გაუნახევრდეს და განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შპს “ნ-ს” ეპიზოდი) _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, მას დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს და თ. გ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით.

სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე მსჯავრდებულმა თ. გ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ზ-მ.

პალატამ საქმის მასალების საფუძველზე განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების _ მ. ზ-ს, მ. ა-ს, კ. კ-ს, თ. ბ-ს, რ. შ-ს, მ. ო-ს, დ. მ-ს, თ. ხ-ს, ვ. ხ-ს, მ. გ-ს, ვ. შ-ს და სხვათა ჩვენებებით, ამოღებული დოკუმენტაციით, შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს წერილით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით თ. გ-ს მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა უტყუარადაა დადასტურებული.

საკასაციო პალატის სხდომაზე გამოკვლევის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით; მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება; მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა; თ. გ-ე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას; საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი მსჯავრდებულის იძულებისა, დაშინებისა ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს; თ. გ-ე ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში; მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს; თ. გ-სათვის ასევე ცნობილია მისთვის კანონით მინიჭებული დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ და უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვისა.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორმა სწორი ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები გააკეთა ბრალსა და სასჯელზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ, რის გამოც საქართველოს მთავარი პროკურატურის დემარტამენტის სტაჟიორ-პროკურორ ზ. ქ-ს შუამდგომლობა მსჯავრდებულ თ. გ-ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 209-216-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაკმაყოფილდეს სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა.

დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ზ. ქ-სა და მსჯავრდებულ თ. გ-ს შორის.

თ. გ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შპს “ბ-ს” ეპიზოდი) _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის შესაბამისად, გაუნახევრდეს და განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შპს “ნ-ს” ეპიზოდი) _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, მას დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს და თ. გ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით.

თ. გ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2010 წლის 18 ოქტომბრიდან.

გაუქმდეს: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, თ. გ-ს საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში მდებარე 55.00 კვ.მ ფართზე დადებული ყადაღა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინებით თ. გ-ს საკუთრებაში არსებულ და მის სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე - „მერსედეს ბენც 300E“ დადებული ყადაღა.

საქმეზე დართული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი მასალა, ასევე შპს “თ-დან” და შპს “ბ-დან” ამოღებული დოკუმენტაცია შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

დ. სულაქველიძე