საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე ¹212აპ-12 ქ. თბილისი
ა-ე ი.-212აპ-12 27 ივლისი, 2012 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 12 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულების: ი. ა-ის, ა. ბ-ისა და ა. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 დეკემბრის განაჩენით ი. ა-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით ჯარიმა _ 170.000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ი. ა-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 170.000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ი. ა-ე სასჯელს იხდის 2011 წლის 27 აგვისტოდან.
ა. ბ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით ჯარიმა _ 35.000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ა. ბ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 35.000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ა. ბ-ე სასჯელს იხდის 2011 წლის 27 აგვისტოდან.
ა. მ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 25, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 25, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით ჯარიმა _ 16.500 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ა. მ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 16.500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
a. მ-ე სასჯელს იხდის 2011 წლის 29 აგვისტოდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 12 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ)სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულების: ი. ა-ის, ა. ბ-ისა და ა. მ-ისათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 25, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებითა და 25, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების: ი. ა-ის, ა. ბ-ისა და ა. მ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი