საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 02.07.2012
საქმის ნომერი
2კ-235აპ.-12
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.07.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე ¹235აპ-12 ქ. თბილისი

ქ-ე თ., 235აპ-12 2 ივლისი, 2012 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ქ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის განაჩენით:

თ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2011 წლის 10 სექტემბრის ეპიზოდი) _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ნივთის _ თეთრი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის, ... სარეგისტრაციო ნომრის მქონე, სატვირთო ფურგონის (გამოშვების წელი ..., ძრავის მოცულობა 2500, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ¹...) სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამორთმევა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2011 წლის 14 და 16 სექტემბრის ეპიზოდი) _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ნივთის _ თეთრი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ..., 646 სარეგისტრაციო ნომრის მქონე, სატვირთო ფურგონის (გამოშვების წელი ....., ძრავის მოცულობა 2500, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ¹...) სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამორთმევა. თ. ქ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 17 სექტემბრიდან.

ი. წ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2011 წლის 10 სექტემბრის ეპიზოდი) _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2011 წლის 14 და 16 სექტემბრის ეპიზოდი) _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ი. წ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 16 სექტემბრიდან.

ლ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2011 წლის 10 სექტემბრის ეპიზოდი) _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2011 წლის 14 და 16 სექტემბრის ეპიზოდი) _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ლ. ს-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 16 სექტემბრიდან.

საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:

სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამორთმეული _ თეთრი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის, ... სარეგისტრაციო ნომრის მქონე, სატვირთო ფურგონი (გამოშვების წელი ..., ძრავის მოცულობა 2500 ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ¹...) უნდა გადაეცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.

მსჯავრდებულ თ. ქ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ტყავის ყავისფერი საფულე და მასში მოთავსებული ორი აშშ ერთდოლარიანი კუპიურა, 190 ლარი _ ერთი 100-ლარიანი კუპიურა, ოთხი 20-ლარიანი კუპიურა და ერთი 10-ლარიანი კუპიურა, „ნოკია 2700 კლასიკი“ მოდელის მობილური ტელეფონი საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დუბრუნდეს მსჯავრდებულ თამაზ ქ-ს ოჯახის სრულწლოვან წევრს.

თ. ქ-ს სახელზე გაცემული ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა უნდა შეინახოს საქმესთან ერთად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მაისის განაჩენით გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

დანარჩენ ნაწილში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ თ. ქ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

თ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2011 წლის 10 სექტემბრის ეპიზოდი) _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ნივთის _ თეთრი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ..., 646 სარეგისტრაციო ნომრის მქონე, სატვირთო ფურგონის (გამოშვების წელი ..., ძრავის მოცულობა 2500, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ¹...) სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამორთმევა, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2011 წლის 14 და 16 სექტემბრის ეპიზოდი) _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ნივთის _ თეთრი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ..., 646 სარეგისტრაციო ნომრის მქონე, სატვირთო ფურგონის (გამოშვების წელი ..., ძრავის მოცულობა 2500, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ¹...) სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამორთმევა. თ. ქ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 17 სექტემბრიდან.

ნივთმტკიცებები:

სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამორთმეული _ თეთრი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის, ... 646 სარეგისტრაციო ნომრის მქონე, სატვირთო ფურგონი (გამოშვების წელი ..., ძრავის მოცულობა 2500 ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ¹...) უნდა გადაეცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.

მსჯავრდებულ თ. ქ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ტყავის ყავისფერი საფულე და მასში მოთავსებული ორი აშშ ერთდოლარიანი კუპიურა, 190 ლარი _ ერთი 100-ლარიანი კუპიურა, ოთხი 20-ლარიანი კუპიურა და ერთი 10-ლარიანი კუპიურა, „ნოკია 2700 კლასიკი“ მოდელის მობილური ტელეფონი საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დუბრუნდეს მსჯავრდებულ თ. ქ-ს ოჯახის სრულწლოვან წევრს.

თ. ქ-ს სახელზე გაცემული ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა უნდა შეინახოს საქმესთან ერთად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ თ. ქ-სათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ თ. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: დ. სულაქველიძე, გ. შავლიაშვილი