საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე ¹270აპ-12 ქ. თბილისი
ჩ-ი ო., 270აპ-12 18 ივლისი, 2012 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ო. ჩ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 მარტის განაჩენით:
გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ. ა-ს შუამდგომლობები დაკმაყოფილდა.
დამტკიცდა, ერთი მხრივ გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ. ა-სა და, მეორე მხრივ, ბრალდებულებს _ ბ. ნ-სა და თ. წ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ბ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც რეალურად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სასჯელის დარჩენილი ვადა _ 2 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით _ 3 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, მთლიანად შეიკრიბა დანიშნული სასჯელები და მას საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც რეალურად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სასჯელის დარჩენილი ვადა _ 2 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, შეეცვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა _ 4000 ლარის ოდენობით. ბ. ნ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 28 დეკემბრიდან.
თ. წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც რეალურად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ვადა _ 4 წელი და 6 თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით, 5 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, მთლიანად შეიკრიბა დანიშნული სასჯელები და თ. წ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც რეალურად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ვადა _ 4 წელი და 6 თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, შეეცვალა პირობით, 5 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა _ 3000 ლარის ოდენობით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 28 დეკემბრიდან.
ო. ჩ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება _ 2011 წლის 11 სექტემბერს, 2011 წლის 16 ნოემბერსა და 2011 წლის 7 დეკემბერს ჩადენილი დანაშაულების ეპიზოდებში და ბრალდების ამ ნაწილებში გამართლდა, წარდგენილი ბრალდების დაუდასტურებლობის გამო.
ო. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2011 წლის 11 სექტემბერს ჩადენილ დანაშაულის ეპიზოდში) _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2011 წლის 16 ნოემბერს ჩადენილ დანაშაულის ეპიზოდში) _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2011 წლის 7 დეკემბერს ჩადენილ დანაშაულის ეპიზოდში) _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, მთლიანად შეიკრიბა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 24 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. ო. ჩ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 28 დეკემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულ ო. ჩ-სათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ო. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: დ. სულაქველიძე, გ. შავლიაშვილი