საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე ¹275აპ-12 ქ. თბილისი
ყ-ა მ.-275აპ-12 21 სექტემბერი, 2012 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულების _ ჯ. ა-ის, გ. ა-ას, გო. ა-ას, გ. ხ-ას, მ. ყ-ას, მ. შ-ასა და დ. კ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 ივნისის განაჩენით ე. ბ-ი, ძებნილი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 13 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით, ხოლო მე-3 ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 19, 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 13 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით, ხოლო მე-3 ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა (... რკინიგზის ხიდის აფეთქების მცდელობის ეპიზოდი);
სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილით _ 17 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით, ხოლო მე-3 ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა (... ქუჩაზე, ... პარტიის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების ეპიზოდი);
სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 13 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1-1 (ერთ-ერთი) წლით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3-3 (სამ-სამი) წლით, ხოლო მე-3 ნაწილით _ 5-5 (ხუთ-ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა (7 ეპიზოდი: ... სარკინიგზო მონაკვეთის, ზ-ში, პოლიციის განყოფილების შენობასთან სატვირთო მანქანის, ... სარკინიგზო მონაკვეთის, ... საელჩოს მიმდებარე ტერიტორიასთან არსებული ბეტონის კედლის, ... რკინიგზის სადგურის, ... 1-ლი მ/რ-ნის მე-13 კორპუსთან, ტელეკომპანია ,,...” აფეთქების ეპიზოდები);
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი და იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილებით ე. ბ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ე. ბ-ს სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან.
იმავე განაჩენით მ. ც-ა, ძებნილი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 14 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით, ხოლო მე-3 ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 19, 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 13 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით, ხოლო მე-3 ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა (... რკინიგზის ხიდის აფეთქების მცდელობის ეპიზოდი);
სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილით _ უვადო თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით, ხოლო მე-3 ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა (... ქუჩაზე, ... პარტიის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების ეპიზოდი);
სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 13-13 (ცამეტ-ცამეტი) წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1-1 (ერთ-ერთი) წლით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3-3 (სამ-სამი) წლით, ხოლო მე-3 ნაწილით _ 5-5 (ხუთ-ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა (7 ეპიზოდი: ... სარკინიგზო მონაკვეთის, ზ-ში, პოლიციის განყოფილების შენობასთან სატვირთო მანქანის, ... სარკინიგზო მონაკვეთის, ... საელჩოს მიმდებარე ტერიტორიასთან არსებული ბეტონის კედლის, ... რკინიგზის სადგურის, ... 1-ლი მ/რ-ნის მე-13 კორპუსთან, ტელეკომპანია ,,...” აფეთქების ეპიზოდები);
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და იმავე კოდექსის 51-ე მუხლის გამოყენებით მ. ც-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
მ. ც-ას სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან.
მ. ც-ა, ძებნილი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19, 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 12 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა (... რკინიგზის ხიდის აფეთქების მცდელობის ეპიზოდი);
სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილით _ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა (... ქუჩაზე, ... პარტიის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების ეპიზოდი);
სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა (... 1-ლი მ/რ-ნის მე-13 კორპუსთან აფეთქების ეპიზოდი);
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი და იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მ. ც-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მ. ც-ას სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან.
მ. შ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19, 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 13 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა (... რკინიგზის ხიდის აფეთქების მცდელობის ეპიზოდი);
სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, მ. შ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მ. შ-ა სასჯელს იხდის 2011 წლის 17 თებერვლიდან.
დ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილით _ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა (... ქუჩაზე, ... პარტიის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების ეპიზოდი);
სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა (... 1-ლი მ/რ-ნის მე-13 კორპუსთან მომხდარი აფეთქების ეპიზოდი);
სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი და იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილებით დ. კ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დ. კ-ა სასჯელს იხდის 2011 წლის 17 თებერვლიდან.
გ. ხ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილით _ 16 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა (... ქუჩაზე, ... პარტიის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების ეპიზოდი);
სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა (... 1-ლი მ/რ-ნის მე-13 კორპუსთან მომხდარი აფეთქების ეპიზოდი);
სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი და იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილებით გ. ხ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ხ-ა სასჯელს იხდის 2010 წლის 4 დეკემბრიდან.
მ. ყ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 311-ე მუხლით _ 11 წლით, 327-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 12 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით, ხოლო მე-3 ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 19, 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 13 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა (... რკინიგზის ხიდის აფეთქების მცდელობის ეპიზოდი);
სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილით _ 16 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა (... ქუჩაზე, ... პარტიის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების ეპიზოდი);
სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 13-13 (ცამეტ-ცამეტი) წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1-1 (ერთ-ერთი) წლით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3-3 (სამ-სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა (6 ეპიზოდი: ... სარკინიგზო მონაკვეთის, ზ-ში, პოლიციის განყოფილების შენობასთან სატვირთო მანქანის, ... სარკინიგზო მონაკვეთის, ... საელჩოს მიმდებარე ტერიტორიასთან არსებული ბეტონის კედლის, ... რკინიგზის სადგურის, ... 1-ლი მ/რ-ნის მე-13 კორპუსთან აფეთქების ეპიზოდები);
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი და იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მ. ყ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მ. ყ-ა სასჯელს იხდის 2011 წლის 16 თებერვლიდან.
გ. ა-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 311-ე მუხლით _ 11 წლით, 327-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 12 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით, ხოლო მე-3 ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 19, 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 12 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა (... რკინიგზის ხიდის აფეთქების მცდელობის ეპიზოდი);
სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილით _ 17 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა (... ქუჩაზე ... პარტიის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების ეპიზოდი);
სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 13-13 (ცამეტ-ცამეტი) წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1-1 (ერთ-ერთი) წლით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3-3 (სამ-სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა (4 ეპიზოდი: ... საელჩოს მიმდებარე ტერიტორიასთან არსებული ბეტონის კედლის, ... რკინიგზის სადგურის, ... 1-ლი მ/რ-ნის მე-13 კორპუსთან, ტელეკომპანია ,,...” აფეთქების ეპიზოდები);
სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი და იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილებით გ. ა-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ა-ა სასჯელს იხდის 2010 წლის 4 დეკემბრიდან.
გო. ა-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლითა და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 3-3 (სამ-სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, გ. ა-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ა-ა სასჯელს იხდის 2010 წლის 4 დეკემბრიდან.
ჯ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილით _ 16 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა (... ქუჩაზე, ... პარტიის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების ეპიზოდი);
სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 13-13 (ცამეტ-ცამეტი) წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1-1 (ერთ-ერთი) წლით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3-3 (სამ-სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა (4 ეპიზოდი: ... საელჩოს მიმდებარე ტერიტორიასთან არსებული ბეტონის კედლის, ... რკინიგზის სადგურის, ... 1-ლი მ/რ-ნის მე-13 კორპუსთან, ტელეკომპანია ,,...” აფეთქების ეპიზოდები);
სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი და იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილებით ჯ. ა-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ჯ. ა-ე სასჯელს იხდის 2010 წლის 4 დეკემბრიდან.
ჯ. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19, 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 13 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა (... რკინიგზის ხიდის აფეთქების მცდელობის ეპიზოდი);
სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ჯ. მ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ჯ. მ-ა სასჯელს იხდის 2011 წლის 5 მარტიდან.
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის მოადგილე დ. ხ-სა და ბრალდებულებს: მ. ზ-ს, ლ. ხ-ას, ნ. ა-ასა და მ. ნ-ას შორის.
მ. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლითა და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2-2 (ორ-ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, მ. ზ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მ. ზ-ი სასჯელს იხდის 2011 წლის 24 თებერვლიდან.
ლ. ხ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 7 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
ლ. ხ-ა სასჯელს იხდის 2010 წლის 5 დეკემბრიდან.
ნ. ა-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
ნ. ა-ა სასჯელს იხდის 2010 წლის 6 დეკემბრიდან.
მ. ნ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 2 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 6 თვით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, 55-ე მუხლის გამოყენებით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (... ქუჩაზე, ... პარტიის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების ეპიზოდი);
სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 1 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 6 თვით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (... 1-ლი მ/რ-ნის მე-13 კორპუსთან მომხდარი აფეთქების ეპიზოდი);
სსკ-ს 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 2-2 (ორ-ორი) წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 6-6 (ექვს-ექვსი) თვით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 6-6 (ექვს-ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა (3 ეპიზოდი: ... საელჩოს მიმდებარე ტერიტორიასთან არსებული ბეტონის კედლის, ... რკინიგზის სადგურის, ტელეკომპანია ,,...” აფეთქების ეპიზოდები);
სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, მ. ნ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მ. ნ-ა სასჯელს იხდის 2010 წლის 4 დეკემბრიდან.
საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე გ. ხ-ას სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა მის საკუთრებაში არსებული ,,ოპელის” ფირმის ავტომანქანა, მანქანის სარეგისტრაციო მოწმობა და გასაღები.
ასევე, სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე გ. ა-ას სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა BMჭ, სახელმწიფო ნომრით ,,...”, მანქანის სარეგისტრაციო მოწმობა და გასაღები.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი გო. ა-ას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული გადაჭრილი თოფი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქრთველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს.
საქმეზე დართული გ. ა-ას პირადობის მოწმობა, საფულე პირად ნივთებთან ერთად დაუბრუნდეს გ. ა-ას ოჯახის წევრებს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; BMჭ-ს მარკის ავტომანქანის, რომლის სახელმწიფო ნომერია ,,...”, ჩხრეკის შედეგად ამოღებული გ. ა-ას 1 საჯარიმო ქვითარი, 1 სათვალე, 1 ქაღალდის ნაგლეჯი დაუბრუნდეს გ. ა-ას ოჯახის წევრებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; 1 დ/ფირი დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით, 11 სიგარეტის ნამწვი და 3 ნამწვი განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
მ. ნ-სა და ჯ. ა-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ერთი ,,ბილაინის” მობილური ტელეფონის აპარატი და 2 ხელშეკრულება დაუბრუნდეს მ. ნ-სა და გ. ა-ას ოჯახის წევრებს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; ჯ. ა-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,ნოკიას” ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს ჯ. ა-ის ოჯახის წევრებს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; მ. ნ-სა და ჯ. ა-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული 4 საიზოლაციო ლენტა განადგურდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; მ. ნ-სა და ჯ. ა-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული პასპორტი, ჩD დისკი, სამხედრო ბილეთი, ფურცლების ნახევები, ცნობა, სხვადასხვა საბუთები, 46 ფოტოსურათი დაუბრუნდეს მ. ნ-სა და ჯ. ა-ის ოჯახის წევრებს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; მ. ნ-სა და ჯ. ა-ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ჩანთა განადგურდეს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
გო. ა-სა და გ. ხ-ას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული სამი მობილური ტელეფონის აპარატი დაუბრუნდეს გო. ა-სა და გ. ხ-ას ოჯახის წევრებს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; გო. ა-ას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ,,მაგთიფიქსის” ტელეფონის აპარატი დაუბრუნდეს გო. ა-ას ოჯახის წევრებს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; გო. ა-აგან ამოღებული ლურჯი ,,ნოკიას” ფირმის მობილური ტელეფონი და პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,ლჯ-ს” ფირმის მობილური ტელეფონის აპარატი დაუბრუნდეს გო. ა-ას ოჯახის წევრებს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; გ. ხ-ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,ნოკიას” ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს გ. ხ-ას ოჯახის წევრებს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; 2011 წლის 5 იანვარს ბრალდებულ გ. ა-სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფირი, 2011 წლის 5 იანვარს ბრალდებულ გ. ხ-სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფირი, 2011 წლის 5 იანვარს ბრალდებულ ჯ. ა-სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფირი, 2011 წლის 5 იანვარს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების ამსახველი ფირი დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით; ჯ. ა-ის, გ. ა-ას, გ. ხ-ას თმის ნიმუშები განადგურდეს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; 4 დაქტილობარათი დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით; შპს ,,მ-დან”, ,,მ-იდან”, ,,ჯ-დან” მობილური ტელეფონის იმეი კოდების დეტალური ნუსხა _ 3 ჩD დისკი, შპს ,,ჯ-ის” დეტალური ნუსხა _ 1 ჩD დისკი, შპს ,,მ-დან” ინფორმაცია _ 1 ჩD დისკი, შპს ,,მ-დან” ინფორმაცია მომსახურე ანძებთან დაკავშირებით _ 1 ჩD დისკი, ქ. თბილისში, მ-ის ქ. ...-იდან ამოღებული ჩანაწერი - ჩD დისკი, ,,ს-დან” ამოღებული ჩანაწერი – სდ დისკი, ... პარტიის ოფისიდან ამოღებული ჩანაწერი - ჩD დისკი, ქ. თბილისში, მ-ის ქ. ...-იდან ამოღებული ჩანაწერი - ჩD დისკი, ქ. თბილისში, მ-ის ქ. ...-დან ამოღებული ჩანაწერი - ჩD დისკი, ,,პ-დან” ამოღებული ჩანაწერი - ჩD დისკი, ,,...” ბანკიდან ამოღებული ჩანაწერი - ჩD დისკი, საპატრულო პოლიციიდან ამოღებული ჩანაწერი - ჩD დისკი, ავტოსერვისიდან ამოღებული ჩანაწერი – ჩD დისკი, სასაქონლო ექსპერტიზის ...-ის - ჩD ჩანაწერი დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით;
გარდაცვლილ ნ. გ-ის სისხლის ნიმუში განადგურდეს; გარდაცვლილ ნ. გ-ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მისი ოჯახის წევრებს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; მინის ნატეხი და სხვადასხვა საგანი განადგურდეს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის ...-ის ფუთები, პიროტექნიკური ექსპერტიზის ..., ..., ..., პიროტექნიკური ექსპერტიზის ..., ...- ის ფუთა, პიროტექნიკური ექსპერტიზის ..., ...-ის ფუთა, პიროტექნიკური ექსპერტიზის ..., ...-ის ფუთა, პიროტექნიკური ექსპერტიზის ..., ..., ... დასკვნების ჩD დისკი, აშშ ფედერალური ბიუროს ატაშეს მიერ გადმოგზავნილი ფოტოსურათები, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული მასალები (2 ჩD დისკი) დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ)სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულების _ ჯ. ა-ის, გ. ა-ას, გო. ა-ას, გ. ხ-ას, მ. ყ-ას, მ. შ-ასა და დ. კ-ასათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის…311-ე, 375-ე მუხლებით, 327-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილით, 19, 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 ნაწილებითა და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების _ ჯ. ა-ის, გ. ა-ას, გ. ა-ას, გ. ხ-ას, მ. ყ-ას, მ. შ-ასა და დ. კ-ას საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: დ. სულაქველიძე
გ. შავლიაშვილი