განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 15.02.2013
საქმის ნომერი
2კ-17-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
15.02.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#1155ap_10 10 Tebervali, 2011 weli №171-13 15 თებერვალი, 2013 წელი

ა-ი ნ.-171-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ გ. ლ-ის

ადვოკატ – რ. გ-ას

მსჯავრდებულ _ ნ. ა-ის

თარჯიმან – ე. მ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ნ. ა-ის საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის განაჩენით ნ. ა-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონოდ შეძენა, შენახვა, გასაღება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა;

იგი სასჯელს იხდის 2008 წლის 12 დეკემბრიდან.

ნ. ა-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, ხოლო 15 წლით – საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 3 აპრილის №266 განკარგულებით მსჯავრდებული ნ. ა-ი შეწყალებულ იქნა და საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა.

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ განიხილა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №... დაწესებულების წარდგინება მსჯავრდებულ ნ. ა-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ა-ის მიმართ არ იქნა გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. ა-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა მის მიერ ჩადენილი ქმედების მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის გამოყენება და გათავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა არ ეთანხმება ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ნ. ა-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოუყენებლობის თაობაზე.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის თანახმად: „გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლით, 261–ე მუხლის მე–3 ან/და მე–4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით, ამასთანავე ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა იმავე კოდექსის 33–ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით“.

იმავე კანონის მე–19 მუხლის თანახმად კი: ,,პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები“.

რადგან ნ. ა-ის დანაშაულებრივ ქმედებას მაკვალიფიცირებელ ნიშნად აქვს ნარკოტიკული საშუალების გასაღება, მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის გამოყენება ვერ მოხდება. შესაბამისად, ნ. ა-ს არ აღუდგება ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები“.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ. ა-ის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნები, რომლის საფუძველზეც: ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე–15 მუხლების მოქმედება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 და მე-19 მუხლების საფუძველზე მსჯავრდებულ ნ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა – უნდა შეუმცირდეს 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვროს 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 3 აპრილის №... განკარგულებით შეწყალებულ ნ. ა-ს, რომელსაც საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი – 6 წელი, 11 თვე და 8 დღე (8 წელსა და 3 თვეს დააკლდა 1 წელი, 3 თვე, 22 დღე – სასჯელის ათვლიდან პრეზიდენტის განკარგულების გამოცემის თარიღამდე მოხდილი სასჯელი) გაუნახევრდა, საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 3 წლით, 5 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2010 წლის 3 აპრილიდან

მსჯავრდებულ ნ. ა-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები“ უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-19 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ .

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 და მე-19 მუხლების საფუძველზე მსჯავრდებულ ნ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა – შეუმცირდეს 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვროს 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 3 აპრილის №... განკარგულებით შეწყალებულ ნ. ა-ს, რომელსაც საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი – 6 წელი, 11 თვე და 8 დღე (8 წელსა და 3 თვეს დააკლდა 1 წელი, 3 თვე, 22 დღე – სასჯელის ათვლიდან პრეზიდენტის განკარგულების გამოცემის თარიღამდე მოხდილი სასჯელი) გაუნახევრდა, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 3 წლით, 5 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2010 წლის 3 აპრილიდან.

მსჯავრდებულ ნ. ა-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები“ – დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი