განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#1155ap_10 10 Tebervali, 2011 weli №241-13 15 თებერვალი, 2013 წელი
რ-ი გ., 241-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ლ. ხ-ის
ადვოკატ – ბ. კ-ის
მსჯავრდებულ _ გ. რ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. რ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 მაისის განაჩენით გ. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 208–ე მუხლის მე–2 ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 30 000 ლარი. მასვე სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა ქონება. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 28 ოქტომბრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 12 სექტემბრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 მაისის განაჩენი გ. რ-ის მიმართ უცვლელად იქნა დატოვებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 26 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. რ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 12 სექტემბრის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 მარტის განაჩენით გ. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 20 000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი, 7 თვე, 28 დღე და ჯარიმა 30 000 ლარი და საბოლოოდ გ. რ-ს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, 7 თვითა და 28 დღით, საიდანაც 5 წელი, 7 თვე და 28 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 50 000 ლარი. იგი სასჯელს იხდის 2012 წლის 2 მარტიდან.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. რ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. რ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ გ. რ-ს გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 მარტის №1/6001–11 განაჩენით საქართველოს სსკ–ის 218–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა - ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი და 6 თვე.
მსჯავრდებულ გ. რ-ს გაუნახევრდა გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 მაისის №1/572–10 განაჩენით საქართველოს სსკ–ის 208–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის, 7 თვისა და 28 დღის ვადით, რაც დამატებული აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 მარტის №1/6001–11 განაჩენით დანიშნულ სასჯელს და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის, 3 თვისა და 29 დღის ვადით.
აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ გ. რ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 9 თვისა და 29 დღის ვადით, საიდანაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის, 9 თვისა და 29 დღის ვადით, ხოლო 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვლა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი და 6 თვე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. რ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ: „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მისთვის დანიშნული და არა მოუხდელი სასჯელების განახევრება და სასჯელის ვადის 2010 წლის 28 ოქტომბრიდან ათვლა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 და მე-17 მუხლების შესაბამისად, გ. რ-ს უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც იხდის 2010 წლის 28 ოქტომბრიდან.
გ. რ-ს ასევე უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი უნდა ჩაეთვალოს პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით, რასაც იხდის 2012 წლის 2 მარტიდან. აღნიშნულ სასჯელს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაემატოს სსკ-ის 208-ე მუხლით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად განახევრებული სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით, 7 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. რ-ს უნდა მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 1 თვითა და 28 დღით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი უნდა ჩაეთვალოს პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდის ვადა უნდა აეთვალოს 2012 წლის 2 მარტიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 იანვრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12, მე-18, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. რ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 იანვრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
გ. რ-ს გაუნახევრდეს.საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც იხდის 2010 წლის 28 ოქტომბრიდან.
გ. რ-ს გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი ჩაეთვალოს პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით, რასაც იხდის 2012 წლის 2 მარტიდან. აღნიშნულ სასჯელს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დაემატოს სსკ-ის 208-ე მუხლით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად განახევრებული სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით, 7 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. რ-ს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 1 თვითა და 28 დღით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი ჩაეთვალოს პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
გ. რ-ს საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი - დარჩეს უცვლელად.
გ. რ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს 2012 წლის 2 მარტიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე