განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#1155ap_10 10 Tebervali, 2011 weli
№251-13 15 თებერვალი, 2013 წელი
ო-ე ვ.-251-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ მ. მ-ის
მსჯავრდებულ _ ვ. ო-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ვ. ო-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 მარტის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ მ. ქ-სა და განსასჯელ ვ. ო-ს შორის.
ვ. ო-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2007 წლის 21 იანვრიდან.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით ვ. ო-ეს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 15.000 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ ვ. ო-ეს შორის.
ვ. ო-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (ძველი რედაქცია) და სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წელი, 1 თვე, 7 დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. ო-ეს სასჯელად განესაზღვრა 7 წლით, 1 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2011 წლის 24 ნოემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ დ. ნ-სა და მსჯავრდებულ ვ. ო-ეს შორის.
ვ. ო-ე (ნასამართლევი) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 წლით, 1 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 9 წელი, 1 თვე, 5 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
იგი სასჯელს იხდის 2012 წლის 26 ნოემბრიდან.
2013 წლის 13 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №... დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ვ. ო-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ო-ის მიმართ გამოყენებულ იქნა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ვ. ო-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ძველი რედაქცია), დანიშნული სასჯელი – 4 წელი – შეუმცირდა 1/4–ით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ვ. ო-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი, კერძოდ – 3 წლით, 1 თვით და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა (რაც დამატებული აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ნოემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე) ასევე შეუმცირდა 1/4–ით და განესაზღვრა 2 წლით, 3 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. ო-ეს სასჯელად განესაზღვრა 5 წლით, 3 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა.
მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 24 ნოემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ვ. ო-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება მის მიმართ გამოტანილ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 ნოემბრის განაჩენზეც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: „გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლით, 261–ე მუხლის მე–3 ან/და მე–4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით, ამასთანავე ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა იმავე კოდექსის 33–ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით“.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად: „ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე–15 მუხლების მოქმედება“. კანონის მე–17 მუხლის თანახმად: „პირზე, რომელსაც, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა/დაენიშნება, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ–ცალკე.“ ამავე კანონის მე–20 მუხლის თანახმად კი: „ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ/აღსრულებულ ჯარიმასა და ქონების ჩამორთმევაზე“.
იმავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად: ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.“
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. ო-ეს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ასევე ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ძვ. რედაქცია), საქართველოს სსკ–მის 55–ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 მარტის განაჩენიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ნოემბრის განაჩენამდე ვ. ო-ს მოხდილი აქვს 4 წელი, 8 თვე, 2 დღე, რაც უნდა დააკლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 მარტის უკვე შემცირებული განაჩენით დანიშნულ სასჯელს – 6 წელს. საბოლოოდ კი ვ. ო-ეს სასჯელად უნდა განესაზღვროს განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი – 4 წელი, 3 თვე და 28 დღე (1 წელს, 3 თვეს, 28 დღეს დამატებული 3 წელი).
ვინაიდან ვ. ო-ე მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის, ამდენად, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იგი ვერ გათავისუფლდება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელისაგან.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იგი ვერ იმსჯელებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 ნოემბრის განაჩენის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებაზე, რადგან ამ საკითხის გადაწყვეტა პირველი ინსტანციის სასამართლოს პრეროგატივაა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 იანვრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-18, მე-17, მე-20 მუხლების საფუძველზე მსჯავრდებულ ვ. ო-ეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების ,,ა“ ქნეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ასევე 1/4-ით უნდა შეუმცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. ო-ეს სასჯელად განესაზღვროს 4 წლით, 3 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ვ. ო-ეს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა –15.000 ლარი – უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 იანვრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-18, მე-17, მე-20 მუხლების საფუძველზე მსჯავრდებულ ვ. ო-ეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების ,,ა“ ქნეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ასევე 1/4-ით შეუმცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. ო-ეს სასჯელად განესაზღვროს 4 წლით, 3 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ვ. ო-ეს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა –15.000 ლარი –დარჩეს უცვლელად.
ვ. ო-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2011 წლის 24 ნოემბრიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი