დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#1155ap_10 10 Tebervali, 2011 weli №1001-13 22 თებერვალი, 2013 წელი
ჩ-ი თ.-1001-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ნ. გ-ის
მსჯავრდებულ _ თ. ჩ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ თ. ჩ-ის საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 იანვრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და განსასჯელ თ. ჩ-ს შორის.
თ. ჩ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 დეკემბრის დადგენილებით გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ თ. ჩ-ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და აღსრულდა ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თ. ჩ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავებიდან – 2009 წლის 22 დეკემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 22 ნოემბრის განკარგულებით თ. ჩ-ი შეწყალებულ იქნა და საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ თ. ჩ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 დეკემბრის დადგენილებაში შევიდა შემდეგი ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ თ. ჩ-ს ¼-ით შეუმცირდა მცხეთის რაიონული საამართლოს 2008 წლის 18 იანვრის განაჩენითა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 დეკემბრის დადგენილებით საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 5 წელი და მოსახდელად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 22 ნოემბრის განკარგულების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ თ. ჩ-ს სასჯელად განესაზღვრა 5 თვით თავისუფლების აღკვეთა.
თ. ჩ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 22 ნოემბრიდან.
მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 იანვრის განაჩენი და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 დეკემბრის დადგენილება თ. ჩ-ის მიმართ სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა თ. ჩ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ,,ამნისტიის კანონის“ გამოყენების საფუძველზე შეფარდებული სასჯელის ზუსტად ათვლა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, რომლის საფუძველზეც დანიშნული სასჯელი 1/4-ით უნდა გაუნახევრდეს პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე-15 მუხლების მოქმედება.
რაიონულმა სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა იმავე კანონის მე-18 მუხლით, რომლის თანახმადაც: ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა“.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე თ. ჩ-ს ¼-ით შეუმცირდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 იანვრის განაჩენითა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 დეკემბრის დადგენილებით საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. რეალურად მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის ათვლა მას დაეწყო დაკავების დღიდან – 2009 წლის 22 დეკემბრიდან.
ვინაიდან მსჯავრდებულ თ. ჩ-ს შეწყალების აქტის გამოცემისას უკვე მოხდილი ჰქონდა 2 წელი და 11 თვე, მოსახდელად დარჩენილმა სასჯელმა შეადგინა 10 თვე, რაც პრეზიდენტის შეწყალების აქტით გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა 5 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2012 წლის 22 ნოემბრიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-18 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ. ჩ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი