განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№2041-13 1 მარტი, 2013 წელი
ყ-ი ი., 2041-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ლ. ს-ის
მსჯავრდებულ _ ი. ყ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ი. ყ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 თებერვლის განაჩენით ი. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებული სასჯელს იხდის 2009 წლის 11 ივნისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 დეკემბრის განაჩენით ი. ყ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით, 5 თვით, 25 დღით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი მსჯავრი, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 16 დეკემბრიდან.
2013 წლის 16 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ი. ყ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ყ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ი. ყ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით, 10 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე 1 წლითა და 6 თვით პირობითი მსჯავრი, ამავე გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ი. ყ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში იგი აღნიშნავს, რომ სასამართლომ იმსჯელა მოსახდელად დარჩენილ და არა – განაჩენით განსაზღვრულ სასჯელზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ითხოვს გასაჩივრებულ განჩინებაში ცვლილების შეტანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ი. ყ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს 2011 წლის 16 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და მიესაჯოს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-17, მე-18 მუხლების შესაბამისად, მსჯავრდებულ ი. ყ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს 2010 წლის 5 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით დანიშნული რეალური სასჯელი – 4 წელი, პირობითი მსჯავრი – 2 წელი და გამოსაცდელი ვადა – 2 წელი და უნდა მიესაჯოს: 3 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალოს პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით, რომლის 2011 წლის 16 დეკემბრისთვის მოუხდელი ნაწილი – 5 თვე და 25 დღე – უნდა დაემატოს 2011 წლის 16 დეკემბრის განაჩენით დანიშნულ და ამნისტიის შედეგად ერთი მეოთხედით შემცირებულ სასჯელს – 9 თვით თავისუფლების აღკვეთას და საბოლოოდ ი. ყ-ს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად უნდა განესაზღვროს 1 წლით, 2 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც უნდა აეთვალოს 2011 წლის 16 დეკემბრიდან; ხოლო 1 წელი და 6 თვე უნდა ჩაეთვალოს პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-17, მე-18, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. ყ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ი. ყ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს 2011 წლის 16 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და მიესაჯოს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-17, მე-18 მუხლების შესაბამისად, მსჯავრდებულ ი. ყ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს 2010 წლის 5 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით დანიშნული რეალური სასჯელი, პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა და მიესაჯოს: 3 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალოს პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის 2011 წლის 16 დეკემბრისთვის მოუხდელი ნაწილი – 5 თვე და 25 დღე – დაემატოს 2011 წლის 16 დეკემბრის განაჩენით დანიშნულ და ამნისტიის შედეგად ერთი მეოთხედით შემცირებულ სასჯელს – 9 თვით თავისუფლების აღკვეთას და საბოლოოდ ი. ყ-ს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 1 წლით, 2 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალოს პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
ი. ყ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს 2011 წლის 16 დეკემბრიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე