განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 01.03.2013
საქმის ნომერი
2კ-206-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
01.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№2061-13 1 მარტი, 2013 წელი

გ. ნ-ი, 206-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ დ. ხ-ის

ადვოკატ – ნ. ლ-ის

მსჯავრდებულ _ გ. ნ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ნ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 თებერვლის განაჩენით გ. ნ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით, ხოლო სსკ-ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით –1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გ. ნ-ს სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 3 ივლისიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 აპრილის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის განაჩენში, კერძოდ:

გ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით – 3 წლით, ხოლო სსკ-ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით –1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გ. ნ-ს სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის გამოყენებით 1 წელი, 9 თვე და 22 დღე თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელი – 2 წელი, 2 თვე და 8 დღე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 5.000 ლარი.

მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 3 ივლისიდან.

გ. ნ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 ივლისის განაჩენით გ. ნ-ი (ნასამართლევი), ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 აპრილის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი, 2 თვე, 8 დღე მთლიანად დაემატა ზემოხსენებულ სასჯელს და საბოლოოდ გ. ნ-ს სასჯელად განესაზღვრა 10 წლით, 2 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2009 წლის 27 მარტიდან.

გ. ნ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 დეკემბრის განაჩენით სენაკის რაიონული სასამართლოს განაჩენი გ. ნ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 2 ივლისის განჩინებით ცვლილება შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 დეკემბრის განაჩენში, კერძოდ:

გ. ნ-ს განაჩენიდან ამოერიცხა სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ნოემბრის განაჩენით გ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ნ-ი ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 260–ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, გ. ნ-ს სასჯელად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ნ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, ხოლო 15 წლით – საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

გ. ნ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 27 მარტიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ნოემბრის განაჩენი გ. ნ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენების მიხედვით სასჯელის განსაზღვრის შესახებ 2010 წლის 26 ნოემბრის განაჩენით, რომელიც გასწორდა იმავე სასამართლოს 2010 წლის 22 დეკემბრის ხარვეზის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ნოემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს – 2 წელსა და 6 თვეს დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ივლისის განჩინებით სენაკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 ივლისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 9 წელი, 6 თვე, 5 დღე და საბოლოოდ გ. ნ-ს სასჯელად განესაზღვრა 12 წლითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 30 ნოემბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 26 ნოემბრის განჩინებაში შევიდა შემდეგი ცვლილება: გ. ნ-ის ქმედება საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 2 ივლისის განჩინების გათვალისწინებით) გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 ნოემბრის განჩინებით გ. ნ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების გამო (სენაკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 ივლისის განაჩენის გათვალისწინებით) დარჩენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 8 წელი გაუნახევრდა და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვთა. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ნ-ს სასჯელად განესაზღვრა 5 წლითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 27 ნოემბრიდან.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №9 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. ნ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით:

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად, გ. ნ-ი მთლიანად გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელისაგან – 3 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან.

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 მუხლის შესაბამისად, გ. ნ-ი მთლიანად გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან – 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან.

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, გ. ნ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 ნოემბრის განჩინებით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის 1-ლი ნაწილით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის განჩინების გათვალისწინებით) დანიშნული სასჯელი – 4 წელი და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის შესაბამისად, გ. ნ-ი მთლიანად გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით დანიშნული და ამნისტიის შესახებ 2009 წლის 20 ნოემბრის კანონის საფუძველზე განახევრებული სასჯელისაგან – 6 თვით თავისუფლების აღკვეთისაგან.

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, გ. ნ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და 2012 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით მთლიანად მოსახდელი სასჯელის ამ ეპიზოდში ამ მუხლით მოსახდელი სასჯელის პროპორციული წილი და განესაზღვრა – 3 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა.

საქარველოს სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ გ. ნ-ს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 3 წლით, 3 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ნ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 27 ნოემბრიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის ჯარიმისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქრთველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების ნაწილში, დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ნ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა ითხოვა გასაჩივრებულ განჩინებაში ცვლილების შეტანა და ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის შესაბამისად, მისი გავრცელება არა სასჯელის მოუხდელ ნაწილზე, არამედ დანიშნულ სასჯელებზე – ცალ-ცალკე. ასევე ითხოვა სასჯელის ვადის ათვლა დაკავების დღიდან – 2009 წლის 27 მარტიდან და დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ გ. ნ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3, მე-8, მე-11, მე-16 და მე-18 მუხლების გამოყენების თაობაზე.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: „გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლით, 261–ე მუხლის მე–3 ან/და მე–4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით, ამასთანავე, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა იმავე კოდექსის 33–ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით“, ხოლო იმავე კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად: ,,ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი მე–15 მუხლების მოქმედება“.

რადგან გ. ნ-ი სენაკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 ივლისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ნოემბრის განაჩენებით სასჯელების დანიშვნის დროს იყო ნასამართლევი პირი, ასევე მის დანაშაულებრივ ქმედებას მაკვალიფიცირებელ ნიშნად აქვს ნარკოტიკული საშუალების გასაღება, მასზე უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის არა მე-8, არამედ მე-16 მუხლის მოთხოვნები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. ნ-ს სენაკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულისასჯელი – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა – უნდა შეუმცირდეს 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. ნ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა – უნდა შეუმცირდეს 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ამასთან, გ. ნ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და 1/4-ით შემცირებულ 6 წლით თავისუფლების აღკვეთას უნდა დააკლდეს 1 წელი, 7 თვე და 29 დღე (სასჯელის ათვლიდან – 2009 წლის 27 მარტიდან) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 26 ნოემბრის განაჩენების მიხედვით სასჯელის განსაზღვრის შესახებ განჩინების მიღების თარიღამდე), ხოლო მოსახდელად დარჩენილი – 4 წელი, 4 თვე, 1 დღე ,,ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე უნდა განახევრდეს და მოსახდელად დარჩენილ 2 წელსა და 2 თვეს უნდა

დაემატოს სსკ-ის 260–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და 1/4-ით შემცირებული სასჯელი – 1 წელი და 6 თვე. გ. ნ-ს საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 3 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ნ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2010 წლის 26 ნოემბრიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. ნ-ს სენაკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა –შეუმცირდეს 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. ნ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა –შეუმცირდეს 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ამასთან, გ. ნ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და 1/4-ით შემცირებულ 6 წლით თავისუფლების აღკვეთას დააკლდეს 1 წელი, 7 თვე და 29 დღე (სასჯელის ათვლიდან – 2009 წლის 27 მარტიდან) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 26 ნოემბრის განაჩენების მიხედვით სასჯელის განსაზღვრის შესახებ განჩინების მიღების თარიღამდე), ხოლო მოსახდელად დარჩენილი – 4 წელი, 4 თვე, 1 დღე ,,ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე განახევრდეს და დარჩენილ 2 წელსა და 2 თვეს დაემატოს სსკ-ის 260–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და 1/4-ით შემცირებული სასჯელი – 1 წელი და 6 თვე.

გ. ნ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 3 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ნ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2010 წლის 26 ნოემბრიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. ქათამაძე